არქივი

კინიკოსები

Image and video hosting by TinyPic

ამბავი იწყება იმით, რომ ერთ დღეს სოკრატე დახლთან იდგა და უყურებდა როგორ ვაჭრობდნენ სხვადასხვა ნაკეთობებით. ბოლოს შესძახა: “რამდენი უსარგებლო საგანია აქ!”

ეს განაცხადი შეიძლებოდა ლოზუნგად გაეხადა კინიკოსების ფილოსოფიურ სკოლას, დაფუძნებულს ათენში ანტისთენეს მიერ დაახლოებით 400 წელს (ძვ.წ.).

კინიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას მატერიალური კეთილდღეობით, პოლიტიკური ძალაუფლებით ან ჯანმრთელობით ვერ მოიპოვებ. და რაკი ბედნიერება ამგვარ სიკეთეებში არ არის, მაშასადამე, ის მისაწვდომია ყველასთვის. მეტიც, ერთხელ მიღწეული აღარასდროს იკარგება.

კინიკოსთაგან ყველაზე ცნობილია დიოგენე, ანტისთენეს მოწაფე, რომელიც, როგორც ამბობენ, ცხოვრობდა ცარიელ კასრში და არაფერი გააჩნდა მოსასხამის, ჯოხისა და პურის ტოპრაკის გარდა (ასე რომ, არც ისე ადვილი იყო მისი ბედნიერების წართმევა!). ერთხელ, როცა თავისი კასრის გვერდით იჯდა და მზეს ეფიცხებოდა, ალექსანდრე მაკედონელი ეწვია. იმპერატორი დიოგენეს წინ გაჩერდა და ჰკითხა, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის, ნუთუ არაფერი გსურსო? “ჰო, – უპასუხა დიოგენემ, – იქით გაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავ.” ამ გზით დიოგენემ აჩვენა, რომ არანაკლებ ბედნიერი იყო, ვიდრე მის წინ მდგომი დიდი იმპერატორი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, რაც კი სურდა.

კინიკოსებს სჯეროდათ, რომ ადამიანებმა არ უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. თვით ტანჯვითა და სიკვდილითაც კი არ უნდა შეშფოთდნენ და არც სხვათა უბედურების გამო იტანჯონ.

მსგავსი ამბები

Back to top button