არქივი

ბავშვები ხედავენ სხვა სამყაროს

5ae955c187da
ავადმყოფისათვის ჰალუცინაცია აღქმის წყაროა და არა წარმოსახვა. ჰალუცინაცია შეიძლება იყოს სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, შეხებითი.ავადმყოფი თავის მხედველობის არის მიღმა “ხედავს” ადამიანებს, რომლებიც სდევნიან და სხვა. ზოგიერთი ჰალუცინაცია მძაფრი, ემოციური, ხატოვანი და იმდენად დამაჯერებელია, რომ არ განირჩევა რეალური აღქმისაგან. იხილეთ ერთი ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით…

ბავშვები ხედავენ სხვა სამყაროს

რაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, მის შესახებ წერს ერთ-ერთ ჟურნალში საირა ესტეპი – ავტორი წიგნისა „მარადისობის ხმები“.
მრავალი წელია, რაც საირა იკვლევს „ელექტრონული ხმების ფენომენს“ ანუ კონტაქტებს მიღმიერ არსებებთან, რაც ხორციელდება ტექნიკური საშუალებებით – რადიოთო, მაგნიტოფონით, ტელევიზორით და ა.შ. ინტერესი ანომალიური მოვლენების მიმართ ამ ქალბატონს ბავშვობაშივე, 3-4 წლისას აღეძრა თურმე.
პატარაობისას საირა ესტეპმა არაფერი იცოდა სხვა რეალობის შესახებ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირად უცნაური ამბების მოწმე ხდებოდა, მაგ: იღვიძებს, ამჩნევს, რომ ყველაფერი ირგვლის რაღაცნაირად, უჩვეულოდ გამოიყურება. ავეჯი, ოთახი, დერეფანი უფრო მკვეთრია, რეალური, თითოს „პირდაბანილი“. ერთი-ორი წუთის შემდეგ ყველაფერს ჩვეული იერი უბრუნდება. გოგონას ეგონა, ოჯახის წევრებიც იმავეს განიცდიდნენ და ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ გაცილებით გვიან, 40 წლის შემდეგ წააწყდა მსგავსი შეგრძნების აღწერილობას: ავტორი მას „ბინოკულარულ მხედველობას“ უწოდებდა და ხსნიდა: ის მსგავსია იმგვარი ხედვისა, ბინოკლიდან უკუღმა გახედვისას რომ მოჩანს.
ერთხელ, ღამით, ხუთი წლის საირას გაეღვიძა და დაინახა მაგიდასთან ზურგშექცევით მდგარი ორი მამაკაცი. ოთახში ყველაფერი ნათლად ჩანდა. კაცებს უცნაურად ეცვათ – ბრიჯები, გრძელსახელოიანი, მაქმანიანი პერანგები და ჟილეტები. „სტუმრები“ ჩაშტერებოდნენ მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს. სათითაოდ იღებდნენ, ყურადღებით ათვარიელებდნენ. საირამ დაიყვირა. მშბლები მაშინვე მოცვივდნენ. შეშინებულმა გოგონამ უამბო რაც ნახა. ცხადია, დაამშვიდეს – ეტყობა, ცუდი სიზმარი ნახეო. საირა იძულებული იყო, დაეჯერებინა. მშობლები ოთახიდან რომ გავიდნენ, უცნობები მაშნვე დაბრუნდნენ. ამჯერად უსიტყვოდ დააცქერდნენ საირას. გოგონამ თავი მოიმძინარა და ჩუმად აკვირდებოდა „სტუმრებს“. ცოტა ხნის შემდეგ ისინი კვლავ მაგიდასთან დაბრუნდნენ, თან ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. მოულოდნელობისაგან საირამ კვლავ შეჰყვირა. მშობლები ისევ შემოცვივდნენ. ისევ დაბრუნდნენო, – ტიროდა გოგონა და ევედრებოდა დედა-მამას, გაეჩხრიკათ ყველაფერი. ეძებეს, მაგრამ ვერავინ ნახეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დედა საირას მიუწვა გვერდით, როგორც კი დედას ჩაეძინა ისინი კვლავ გამოჩნდნენ.
– რატომ არ გავაღვიძე დედა, ნანობდა მოგვიანებით საირა. ისინი ხომ მაშინ იქვე იდგნენო.
რამდენიმე წუთის შემდეგ უცნობები წავიდნენ. გოგონას ესმოდა, როგორ დააბიჯებდნენ ისინი სახლში, შემდეგ როგორ ეშვებოდნენ კიბეზე.
გათენდა. ამ დროს გაიწკრიალა შემოსასვლელი კარის ზარმა. საირამ თავისი ოთახის ფანჯრიდან დაინახა, – უცნობები სახლიდან გავიდნენ და მალე თვალს მიეფარნენ.
ამჯერად ზარის ხმა მშობლებმაც გაიგეს და შესასვლელი კარისკენ გაეშურნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მერი – ქალიშვილი, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა. ამჯერად იგი კარის გასაღებად გამოსულიყო. მერის დედამ ჰკითხა, – ვინ იყოო.
გაოცებულმა მერიმ უპასუხა: – ზღურბლზე ისე უცნაურად გამოწყობილი ორი მამაკაცი იდგა, დავიბენი და კარი ცხვირწინ მივუჯახუნეო.

წყარო: google, wikipedia, ჩემი ბიოეთიკის ლექტორის კაზუსები :)

მსგავსი ამბები

Back to top button