ძველი ეგვიპტე
გამარჯობა, ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონებათ. მე პატარაობიდანვე მაინტერესებდა ძველი საიდუმლოებები ეგვიპტესთან დაკავშირებით, დროში მოგზაურობა რომ შემძლებოდა, ალბათ ტუტანხამონის,ნეფერტიტის და კლეოპატრას ხანებს ავირჩევდი.
ეგვიპტე ცნობილია როგორც, საიდუმლოებების,ღმერთების და რიტუალების ქვეყანა.სწორედ ეგვიპტეში გამოიგონეს სუნამო. სუნამოს კი მხოლოდ დიდებულები ხმარობდნენ.ასევე, როგორც ვახსენეთ ეგვიპტე რიტუალების ქვეყანადაც იყო ცნობილი.ყველაზე საინტერესო კი დაკრძალვის რიტუალია, რაღათქმა უნდა დიდებულებისა და ფარაონების.ღარიბებს ფეხმოკეცილებს, როგორც ცხოველებს ისე მარხავდნენ.ფარაონებს და დიდებულებს კი, მთელი რიტუალების,შელოცვებისა და დატირების შემდეგ კრძლავდნენ.სწორედ ამ რიტუალების გამო, არის ყველაზე კარგად ისტორიისთვის შემონახული მუმიები.მაგრამ, ამ მუმიების უკავ ვინ იცის რა საიდუმლოებები ინახება.
ასევე, აღსანიშნავია ეგვიპტეში ღმერთებზე მითები, ლეგენდები და მნიშვნელობები. წარმოგიდგენთ ეგვიპტურ ღმერთებსა და ქალღმერთებს.
ისიდა-ნაყოფიერების,დედობის,სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი.ოსირისის ცოლი
ოსირისი-მიცვალებულთა მსაჯული და მფარველი,მცენარეულობისა და წყლის ღმერთი.
სეხმეტი-ომის,ჭირის და ქსოვილების ღვთაება.
ანუბისი-სიკვდილის ღმერთი.ფარაონის დაკრძლვის მთავარი მონაწილე.
ჰოროსი-მზის ღმერთი.ოსირისის და ისიდას ვაჟი.
სეთი-ბოროტებისა და განადგურების ღმერთი.ოსირისის ძმა.
მაატი-წესრიგისა და ადამიანების ქალღმერთი.რას შვილი.
რა-მზის ღვთება,ეგვიპტის პირველი ფარაონი.
სებეკი-წყლისა და წყლის მდგმურების ღმერთი.
ნახვამდის, იმედია მოგეწონათ.