გასართობისაკითხავიუცნაური

ჰიტლერის ახალი რეიხსკანცელარია

“… პირადად მე სრულიად დავკმაყოფილდებოდი პატარა მოკრძალებული სახლით ბერლინში. მე მაქვს საკმარისი ავტორიტეტი და ძალაუფლება და მისი შენარჩუნებისათვის მე არ მჭირდება მსგავსი მაშტაბები, მაგრამ დამიჯერეთ, ვინც ადრე თუ გვიან მოვა ჩემს შემდეგ, ასეთი სანახაობითობა მისთვის აუცილებელი იქნება. ბევრი მათგანი ამით შესძლებს თავის შენარჩუნებას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ძალაუფლებას შეიძენენ პატარა სულები თავის ირგვლივ, თუ წარდგებიან ასეთ დიდებულ ფონზე. ამდაგვარი დარბაზები დიდებული ისტორიული წარსულით აიყვანს არარაობა მემკვიდრესაც კი ისტორიულ დონეზე. აი რატომ უნდა ავაშენოთ ჩვენ ყველაფერი ეს ჩემს სიცოცხლეში, რათა მე მოვასწრო აქ ცხოვრება, რათა ჩემმა სულმა დატოვოს ეს შენობა ტრადიაციად. თუნდაც რამდენიმე წლით ცხოვრებაც აქ, ეს საკმარისი იქნება …”.
ადოლფ ჰიტლერი

რეიხსკანცელარია – ეს არის გერმანიის რეიხსკანცლერის სამყოფელის ტრადიციული სახელწოდება. როგორც გერმანიის ფიურერს და რეიხსკანცლერს ჰიტლერს არ სურდა დამჯდარიყო ყოფილ რეიხსპრეზიდენტის სასახლეში. ის ვერ მისცემდა თავს უფლებას ეცხოვრა ყოფილ ობერსტჰოფმარშალის სახლში. შედეგად სახელმწიფომ მიიღო სანახაობითი შენობა, რომელიც შესაფერისი იქნებოდა ნებისმიერი მეფისათვის და კაიზერისათვის. ამიტომაც მან გადაწვიტა ახალი გრანდიოზული რეზიდენციის აშენება.
ჰიტლერის ჩანაფიქრით ნაგებობას უნდა გამოეხატა ნაციონალ-სოციალიზმის ბატონობა და შთამბეჭდავი ყოფილიყო თავისი ზომებით (სიგრძე 441 მ). არქიტექტორ შპეერის ორგანიზაციული ნიჭის და პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობის წყალობით, რომელიც მას მიანიჭა ჰიტლერმა, რეხსკანცელარიის ახალი შენობის მშენებლობას დასჭირდა უმოკლესი დრო. დაახლოებით ერთ წელში ის იყო მთლიანად მზად.
1938 წელს ჰიტლერმა დაავალა თავის ფავორიტ არქიტექტორს – ალბერტ შპეერს დაეპროექტებინა ახალი რეიხსკანცელარიის შენობა. იანვრის ბოლოს მან დაიბარა არქიტექტორი თავის კაბინეტში და განუცხადა: “მე მაქვს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთა. უახლოეს მომავალში მე მექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ამისათვის მე მჭირდება დიდებული დარბაზები და სასტუმრო ოთახები, რომელსაც შეეძლება გააოგნოს მაღალი რანგის პერსონები. თქვენ განკარგულებაშია მთელი სამშენებლო მოედანი ფოსშტრასაზე. ხარჯები მე არ მაღელვებს, მაგრამ ყველაფერი უნდა იქნეს გაკეთებული სწრაფად და საფუძვლიანად. რამდენი დრო დაგჭირდებათ თქვენ? წელნახევარი, ორი წელიც ჩემთვის ძალიან ბევრია. მოასწრებთ 1939 წლის 10 იანვრამდე? მე მინდა ჩავატარო მორიგი დიპლომატიური მიღება უკვე ახალ რეიხსკანცელარიაში”. ამით აუდიენცია დასრულდა.
არქიტექტორმა რამდენიმმე საათი ითხოვა დაანგარიშებისათვის, საღამოს კი ჰიტლერს მოახსენა, რომ მარტამდე ძველი შენობები იქნებოდა აღებული, 1 აგვისტოსთვის შენობა მივიდოდა გადახურვამდე, ხოლო 9 იანვრისათვის ის მოახსენებდა ფიურერს მშენებლობის დამთავრების შესახებ. ჰიტრლტი ზალიან კმაყოფილი დარცა ამ პასუხით.
დაიწყო მშენებლობა, ოთხიათას ხუთასი მუშა მუშაობდა ორ სმენად, რათა დაემთავრებინა მშენებლობა დათქმულ დროზე. კიდევ რამდენიმე ათასი აგრეთვე მთელს ქვეყანაში ამზადებდნენ აუცილებელ მასალებს. ჰიტლერი დროდადრო ითხოვდა დეტალებში გარკვევას, მიუხედავად დიდი ინტერესისა ის არ ჩარეულა დაპროექტების და მშენებლობის მსვლელობაში და მთლიანად მიანდო საქმე მშენებლებს.
მშენებლობა დასრულდა 2 დღით ადრე, იმ ვადაზე, რაც ჰიტლერმა არქიტექტორს მისცა, რითაც ჰიტლერი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჰიტლერს განსაკუთრებით მოეწონა ის, რომ მაღალი რანგის სტუმრებს და დიპლომატებს მოუწევდათ დიდხანს სიარული მისაღებ დარბაზამდე მისასვლელად. ” შესასვლელიდან მისაღებ დარბაზამდე მისვლისას ისინი იგრძნობენ ახალი რეიხის დიდებას და უძლეველობას!”-თქვა ჰიტლერმა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჰიტლერზე მოახდინა სწორედ გალერეამ, ვინაიდან ის იყო ორჯერ უფრო დიდი ვიდრე ვერსალის სასახლის სარკეებიანი დარბაზი. მისაღები დარბაზი მას მოეჩვენა ძალიან პატარა და მან გადაწყვიტა ის სამჯერ უფრო გაეზარდა. ხოლო თავისი კაბინეტით ის კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით მოეწონა მარმარილოს საწერი მაგიდის კონსტრუქცია. “კარგია… კარგი… დაე ჩემს წინაშე მდჯდომი სტუმრები ცახცახებდნენ და კანკალებდნენ შისისაგან”
1939 წლის 10 იანვარს ახალი რეიხსკანცელარია საზეიმოდ გაიხსნა. ჰიტლერმა დიდი დარბაზში მიიღო დიპლომატები, აკრედიტირებული ბერლინში და მიმართა მათ საახალწლო სიტყვით.
გრანდიუზული შენობა მნახველებზე მართლაც ახდენდა წარუშლელ შთაბეჭდილებას. 65 დღის შემდეგ 1939 წლის 15 მარტს ჰიტლერის ახალ კაბინეტში მიიყვანეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახა. ჰიტლერმა ის აიძულა ხელი მოეწერა დანებებაზე. საღამოს პრეზიდენტი იძულებული გახდა ხელი მოეწერა, ხოლო დილით ადრე მისი ქვეყანა ოკუპირებული იქნა გერმანელი სამხედროების მიერ. მოგვიანებით ჰიტლერი იხსენებს: ” მე ისე მივაწექი მოხუცს, რომ მისმა ნერვებმა ვერ გაუძლო და ის უკვე მზად იყო ხელი მოეწერა დოკუმეტზე, მაგრამ ამ დროს მას დაემართა გულის შეტევა. მეზობელ ოთახში ექიმმა მორელმა მას გაუკეთა ინექცია და ძალიან ეფექტურიც. გახა ცოტათი გონს მოვიდა, ძალა მოიკრიბა და უარი თქვა ხელის მოწერაზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მე ის გავტეხე”.
1943 წელს რეიხსკანცელარიის ბაღში აშენებული იქნა ბუნკერი ჰიტლერისათვის, ეგრეთწოდებული ფიურერბუნკერი.
ახალი რეხსკანცელარია იყო ნაციზმის, იმპერიული დიდები სიმბოლო, ნაცისტური არქიტექტურის ტიპიური, ამავე დროს თავისებური შედევრი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ახალი რეიხსკანცელარიის შენობაში ტარდებოდა შტაბის სხდომები. აქვე აქ იყო ჰიტლერის პირადი აპარტამენტები, ფართობით 400 კვ მეტრზე უფრო მეტი.

ასე გამოიყურებოდა რეიხსკანცელარიის სასახლე 1934 წლისათვის, აბა დიდი ფიურერი აქ როგორ იკადრებდა დაჯდომას.

1

რეხსკანცელარიის გეგმა

2

შენობის მაკეტი

3

პროექტის ნახაზები

4

5

მშენებლობის პროცესი

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

ბაღში გასასვლელი

28

ბისმარკის სურათი ბუხრის თავზე

29

“ღირსების ეზო”

30

ჰიტლერის კაბინეტში შესავლელი კარები

31

ესეც თვით ჰიტლერის აპარტამენტები

32

33

მარმარილოს გალერეაში შესასვლელი

34

სასადილო დარბაზი

35

მარმარილოს გალერეა

36

დარბაზი სადაც ფიურერი ხვდებოდა მინისტრებს

37

დიდი მისაღები დარბაზი

38

ისევ დიდი მისაღები დარბაზი

39

ეგრეთწოდებული მოზაიკიანი დარბაზი

40

ორანჟერეა

42

ორანჟერეა

43

მცირე მისაღები ოთახი

44

როტონდა

45

სასადილო

46

ჰიტლერის კაბინეტის ფანჯარა რომელიც გადიოდა ბაღში

47

48

49

50

51

52

53

54

ესეც ჰილლერის მოწონებული მარმარილოს მაგიდა

55

მარმარილოს გალერეა

56

ბუნკერის გეგმა

57

აი სად იდგა ეს გრანდიოზული სასხლე და რა არის დღეს მის ადგილას

58

1945 წლის აპრილ-მაისში ბერლინის ბრძოლების დროს შენობა ძლიერ დაზიანდა. ომის დამთავრების შემდეგ რეიხსკანცელარიის შენობა მთლიანად დაანგრიეს საბჭოთა მეთაურობის ბრძანებით. შენობის კედლების მარმარილოს ნაწილი გამოყენებული იქნა ტრეპტოვ-პარკის მონუმენტის ასაშენებლად, ბერლინის დაზიანებული სადგურის შესაკეთებლად და მოსკოვის მეტროპოლიტენისათვის.
აი რა დარჩა იმ დიდებული შენობიდან ომის შემდეგ:

“ну вот твою бабушку и имы здесь” – აწერია რეიხსკანცელარიის აბრას

59

აი ამ რესხკაცელარიის ეზოში მდებარე ორმოში დაწვეს ჰიტლერის ცხედარი

60

ასე გამოიყურებოდა შენობა დაბობმბვის შემდეგ

61

62

63

აი რა დაემართა მარამრილოს მაგიდას

64

65

ჰიტლერის ცნობილი გლობუსი გადარჩა

66

67

68

69

70

71

გლობუსი საბოლოოდ ვიღაცამ მაინც გაანადგურა

72

73

74

75

76

77

78

79

80

81

82

ჰილტერი ამ ბალკონიდან ხშირად ესალმებოდა ჯარისკაცებს

83

84

ჰიტლერის ბუნკერი

85

86

87

88

89

100

101

102

103

104

1949 წელი შენობა საბოლოოდ ააფეთქეს და მთლიანად დაშალეს

105

106

შენობის ნარჩენები ნაწილ-ნაწილ გააქვთ.

107

ბუნკერში შესავლელი

108

ასე გამოიყურებოდა ბუნკერის ნარჩენები 1959 წლისათვის

109

ჩერჩილმა მოინახულა რეიხსკანცელარია

110

ბუნკერი

111

112

113

ამ დივანზე ესროლეს ფიურერს

114

115

116

ბუნკერის ნარჩენებმა საკმაოდ დიდხანს იარსება ეს არის 1987 წელს გადაღებული სურათები

117

118

119

120

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close