დანიაში დასრულდა შენობის კონსტრუქცია, რომელიც ფორმით ჰგავს ჰალსტუხ-პეპელას ან რვიანს მახვილი კუთხეებით; პროექტი შეიმუშავა საერთაშორისო არქიტექტურულმა ფირმამ „Bjarke Ingels Group (BIG)“.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „8 სახლი“ ფართით 61, 000 კვ.მ – მდებარეობს კოპენჰაგენის ორესტადის (Ørestad) განვითარებად რაიონის გარეუბანში; გარდა რეზიდენტული ნაწილისა, მას დამატებით აქვს 10 ათასი კვადრატული მეტრი ოფისებისთვის და მაღაზიებისათვის
კომპლექსი „ჰალსტუხ-პეპელა“ მაგისტრალთან, რომელზედაც ინტენსიური მოძრაობაა, ძალიან ახლოს მდებარეობს; მაგისტრალი უკვე აშენდა და გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობაც , რომელიც ავტომაგისტრალს მთავარ ქუჩასთან დააკავშირებს;
ფართო დერეფანი საშუალებას იძლევა, რომ სახლის მაცხოვრებლები ადვილად გადაადგილდნენ კომპლექსის მწვანე ზონის დასავლეთ მხარიდან- სამხრეთით, სადაც არის წყლის არხები…
იმის ნაცვლად, რომ განეთავსებინათ საცხოვრებელი და სავაჭრო ნაგებობები შენობის სხვადასხვა კორპუსებში, ფართი სხვადასხვა ფუნქციებით დაიყო ჰორიზონტალურად; აპარტამენტები განთავსებული იყო ზედა სართულებზე, ხოლო კომერციული ფართი კი ქვედა ნაწილში; შედეგად- სხვადასხა ჰორიზონალურმა ფენებმა მიიღო შესაბამისი უპირატესობები: საცხორებელმა- ლამაზი ხედები ფანჯრებიდან, მზის სინათლე და ბევრი ჰაერი, ხოლო კომერციულმა ფართმა კი- პირდაპირი გასასვლელი მთავარ ქუჩაზე;