არქივი

გრაფი სენ-ჟერმენი

6493922a8648

განმანათლებელთა ეპოქის წარმომადგენელი, დიპლომატი, რომელიც თვით ლუდოვიკო XV-ის ნდობით სარგებლობდა, მოგზაური, ალქიმიკოსი და ოკულტისტი. ფლობდა თითქმის ყველა ევროპულ ენას, გარდა ამისა იცოდა არაბული და ძველ-ებრაული. ძირფესვიანად იცოდა ისტორია და ქიმია. დაკავებული იყო ბრილიანტის გაუმჯობესებით და ალქიმიური გზებით ოქროს მიღებით. მისი წარმომავლობა უცნობია, მაგრამ უფრო ხშირად გრაფ სენ-ჟერმენის სახელით სარგებლობდა. მის სახელთან ბევრი გამონაგონი და ლეგენდაა დაკავშირებული, რომელთა გამოც ის XVIII საუკუნის საფრანგეთის ერთ-ერთ იდუმალ და გამოუცნობ ფიგურად შეიძლება ჩაითვალოს.

გარეგნულად იყო გამხდარი, მხარბეჭიანი მამაკაცი. თანამედროვეების ციტატებით თუ ვიმსჯელებთ იცვამდა ყოველთვის სადად, მაგრამ გემოვნებით.
დაიბადა სავარაუდოდ 1696 წელს. მის წარმომავლობაზე ზუსტი ცნობები არ შემონახულა, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით იყო პორტუგალიელი ებრაელი.
დანიის მეფის ფრედერიკ V-ისთვის გაგზავნილ წერილში სენ-ჟერმენი წერს: ” … მამის მხრიდან ჩემი გვარი ეკუთვნის უმცროს ვაჟს მეფისა, რომელიც VIII საუკუნეში მეფობდა… ჩემი უბედურება და იმათი ბედი, ვინც ჩემს დაბადებას შეესწრო, მაიძულებს დავმალო ჩემი წარმომავლობა და ვიცხოვრო ყალბი სახელით.”
ლანდგრაფი კარლ ჰესენი წერს:” მან გამანდო, რომ იყო ტრანსილვანიის პრონცის რაკოცის და მისი პირველი ცოლის ტეკელის ვაჟი. სულ პატარა არსაზრდელად მიაბარეს ტოსკანის უკანასკნეკ ჰერცოგ მედიჩის. მოგვიანებით უკვე გაიგო, რომ მისმა ნახევარ-ძმებმა, რომლებოც კარლ VI-ის ქვეშევრდომები გახდნენ და მიიღეს სახელი სენ-კარლი და სენ-ელიზაბეტი, ამის შემდეგ გადაწყვიტა დაერქვა “Sanctus Germano” (სენ-ჟერმენი), რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “წმინდა ძმას”. რასაკვირველია მე არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება მისი უმაღლესი წარმომავლობის შესახებ, თუმცა ცნობა მისი მედიჩების კარზე ცხოვრების შესახებ სხვა წყაროებიდან მოვიპოვე.”
მილანის წიგნთსაცავის ბიბლიოთეკარი ჩეზარე კანტუ, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა მილანის არქივებზე, თავის ნაშრომში “იტალიის ისტორია” ახსენებს სენ-ჟერმენს, როგორც პრინცი რიკოცი ტრანსილვანიელის ვაჟს და ასევე მისი მედიჩების სახლში აღზრდის შესახებ, სადაც მიიღო კიდეც კარგი განათლება.
სხვა ვერსიით სენ-ჟერმენი ითვლება პორტუგალიის მეფის უკანონი შვილად ან ესპანეთის უკანასკნელი ჰაბსბურგი მეფის კარლოს II-ის ქვრივის პრინცესა პფალც-ნებურგის ვაჟად.
«Chroniques de l’Oeil de Boeuf» მიხედვით სენ-ჟერმენი გრაფინია დე ჟანლისთან საუბრისას ამბობს: “დაბადებიდან 7 წლის განმავლობაში ტყეში ვიმალებოდი, ჩემს დასაჭერად ჯილდო იყო დაწესებული. ჩემს დაბადების დღეს დედაჩემმა, რომლის ნახვა აღარც მეწერა, თილისმა შემაბა, რომელზეც მისი პორტრეტი იყო გამოსახული.” მოსაუბრის ცნობით სენ-ჟერმენმა მას ეს თილისმა აჩვენა კიდეც.

1737-42 წლებში სენ-ჟერმენი იმყოფებოდა სპარსეთში ნადირ-შაჰის კარზე, სადაც სამეცნიერო გამოკვლევებით იყო დაკავებული.
ინგლისელი მწერლის ჰორას უოლპოლის მიხედვით 1745 წელს სენ-ჟერმენი ინგლისში დააკავეს იაკობიტების აგენტობისთვის, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. იმ პერიოდის გაზეთებში იწერებოდა მომხდარი გაუგებრობის შესახებ. განთავისუფლების შემდგომ სენ-ჟერმენი მიწვეულიც იყო ლორდ ჰარინგტონთან, რომელიც იყო პარლამენტის ფინანსთა სამინისტროს და ხაზინის მდივანი.
1745-46 წლებში სენ-ჟერმენი ცხოვრობდა ვენაში, სადაც მაღალი თანამდებობა ეკავა. იყო პრემიერ მინისტრ პრინც ფერდინანდ ლობკოვიცის საუკეთესო მეგობარი. სწორედ მან გააცნო ფრანგი მარშალი ბელ-ილი, რომელიც საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის წარგზავნილი იყო ვენის სამეფო კარზე, სწორედ ბელ-ილმა ურჩია სწვეოდა პარიზს.
1757 წელს მარშალმა ბელ-ილმა წარუდგინა სენ-ჟერმენი საფრანგეთის მაღალ საზოგადოებას. პარიზში სენ-ჟერმენის დაახლოებულ პირებს შორის იყო ასევე რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დედა, ბარონი კარლ გლეიჰენი და მარკიზ დ’ურფი.
სენ-ჟერმენი დიპლომატიურ მისიას ასრულებდა “7 წლიან ომში”, იცავდა რა საფრანგეთის ინტერესებს. მისმა გამჭრიახობამ და პოლიტიკურმა უნარებმა შეაშინეს გარშემომყოფნი და ლუდოვიკო XV აიძულეს ჩამოერთმია მისთვის უფლებები, ასევე გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც სენ-ჟერმენი მოიხსენიებოდა “ავანტიურისტად, რომელიც არაა ნდობის ღირსი”.

მადამ ოსე თავის მემუარებში წერს, რომ მეფის დავალებით სენ ჟერმენმა მოახერხა ალმასის გაუმჯობესება, რამაც მეფე აღაფრთოვანა. მის კითხვებზე სენ-ჟერმენმა უპასუხა, რომ შეეძლო მარგალიტების გადიდება და განსაკუთრებული ფერის მიცემა.
მისი მოწინააღმდეგე ავანტიურისტი ჯაკომო კაზანოვა სენ-ჟერმენს მატყუარად მოიხსენიებს. “ეს წმინდა მატყუარა უსირცხვილოდ ამტკიცებს რომ 300 წლისაა, სამყაროს საიდუმლო იცის, აქვს ელექსირი ყველა დაავადების წინააღმდეგ, შეუძლია ბრილიანტის დაშლა და მათი შეერთება ერთ მთლიანად, იმავე წონის და ამასთან ერთად ყოვლად სუფთა და გამჭვირვალე იქნება.

1759-1760 წლებში სენ-ჟერმენმა მიმართა მარკიზა დე პომპადურს და დანიის მეფე ფრედერიკ V-ს ახალი სახეობის გემის აშენების თაობაზე, რომელიც ბევრად სწრაფად ივლიდა, არ ექნებოდა იალქნები, ასევე ისეთი ზარბაზნის შექმნას აპირებდა, რომელიც არ საჭიროებდადა ბორბლებს და ერთი ადამიანის მეტი არ სჭირდებოდა. თუმცა მისი იდეები საკმაოდ ავანტიურისტულად მიიჩნიეს.

ამ პერიოდში სენ-ჟერმენს პარიზში გამოუჩნდნენ ორეულები, “მილორდ ჰაუერად” წოდებული ერთ-ერთი ორეული თავს სენ-ჟერმენად ასაღებდა.

ბარონი გლეიჰენის ჩანაწერებიდან: “მეორე ხარისხოვანი პერსონაჟებიც კი გამოგონილი სახელებით იყვნენ, მაგალითად გრაფის ყოფილი მსახური. კარდინალმა დე როანმა შემთხვევით გაიგონა პილატესთან სადილის შესახებ და მის მსახურს ჰკითხა მართალი იყო თუ არა. რაზეც მან უპასუხა: “არა მონსინიორ, ეს ჩემამდე იყო, მე ხომ მხოლოდ 400 წელია რაც გრაფს ვემსახურები…”

1760 წელს სენ-ჟერმენმა დატოვა საფრანგეთი და გადავიდა ინგლისში, ფრანგემა მოითხოვეს მისი გადაცემა, თუმცა უარი მიიღეს.
1763-69 წლებში ის ეწვია გერმანიას, პრინცესა ამელიას გამოუთქვამს მისი გაცნობის სურვილი.
1770-73 წლებში სენ-ჟერმენი რამდენჯერმე ჩავიდა ჰოლანდიაში კერძოდ უბერჰენში, ამსტერდამში და ჰააგაში. ჰააგაში გრაფი ცხოვრობდა ძველ ცორფლიტის სასახლეში, სადაც დღეს აშენებულია მშვიდობის სასახლე.
1779 წელს საბოლოოდ დასახლდა ეკერნფორდში, შლეზვიგის საჰერცოგოში, ცნობილ ალქემიკოსტა მფარველ კარლ ჰესენ-კასელთან. ლენტორის მიხედვით გრაფი დაკავებული იყო მცენარეთა სამკურნალო თვისებების შესწავლით და ამ პერიოდში გამოუტყდა მას რომ 88 წლის იყო.
1784 წლის 27 თებერვალს, როგორც ეკერნფორდის საეკლესიო ჩანაწერები მოწმობს სენ-ჟერმენი გარდაიცვალა. კარლ ჰესენი თავის მემუარებში ადასტურებს ამ თარიღს, თუმცა ამ დროს თავად კასელში იმყოფებოდა.

დეშანი მას მოიხსენიებს ტამპლიერად. ამტკიცებს კიდეც, რომ კალიოსტრომ მიიღო რაინდად კურთხევა სწორედ სენ-ჟერმენისგან. 1785 წელს კალიოსტროს და დედოფლის ყელსაბამის ამბავმა სენ-ჟერმენი გამოიყვანა, როგორც იტალიელი ავანტიურისტის მფარველი.
კადეს მიხედვით სენ-ჟერმენი იყო მოგზაური ტამპლიერი, რომელიც ლოჟიდან ლოჟაში გადადიოდა, მათ გასაერთიანებლად და შესაკავშირებლად. თავისი ლეგენდები ისესხა როზენკრანცების აგიოგრაფიიდან.
“Grand Orient de France” არქივებში სენ-ჟერმენი ჩაწერილია ერთ-ერთი მასონურ ლოჟის სიაში 1775-89 წლებში.
არის ჩანაწერები, სადაც წერია მისი გამოჩენის შესახებ მასონურ შეკრებაზე 1785 წელს, ანუ მისი სიკვდილის გამოცხადებიდან 1 წლის შემდეგ.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გრაფი სენ-ჟერმენი იყენებდა შემდეგ სახელებს: გენერალი სალტიკოვი, პრინცი რაკოში, გრაფი ცაროგი, მარკიზ დე მონფერატი, გრაფი დე ბელამი, გრაფი დე ველდონი.

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button