გასართობისაკითხავიუცნაური

რის გამო შეიძლება დააპატიმრონ მოსწავლე აშშ-ში

1. ტეხასის ერთერთ სახელმწიფო სკოლაში 12 წლის გოგონა სახელად სარა ბასტამანტესი დაპატიმრებული იქნა იმის გამო, რომ შეისხა სუნამო.

2. 13 წლის მოსწავლე ალბუკერკეს სკოლაში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ამასწინად პოლიციამ დააპატიმრა, კლასში დაბოყინების გამო.

3. კიდევ ერთი მოსწავლე, ისევ ალბუკერკეში იძულებული იქნა გაეხადა ქვედა საცვლამდე უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იმის გამო, რომ მას ჯიბეში უპოვეს 200 დოლარი. მოსწავლე ადრე არასოდეს არ ყოფილა შემჩნეული რაიმე დარღვევაში.

4. კალიფორნიის ერთერთი სკოლის დაცვამ ხელი მოტეხა 16 წლის გოგონას, იმის გამო, რომ მან ჩამოიბერტყა იატაკზე ტორტის ნამცეცები, რომელსაც ის ჭამდა.

5. ორმა მოზარდმა ჰიუსტონში ერთმანეთს გადაასხეს რძე ჩხუბის დროს. იმის ნაცვლად რომ გარკვეულიყვნენ ადგილზე ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი ისინი დააპატიმრეს და გაამგზავრეს სასამართლოში.

6. 2010 წლის დასაწყისში 12 წლის გოგონა ნიუ-იორკში ფორესტ ჰილსის სკოლაში დაპატიმრებული იქნა პოლიციის მიერ და გაიყვანეს სკოლიდან ხელბორკილებით იმის გამო, რომ ის წერდა მერხზე. “მე მიყვარს ჩემი მეგობრები ები და ფეიტი” – აი ეს ფრაზა, რომელიც მან დაწერა მერხზე.

7. 6 წლის გოგონას ფლორიდაში დაადეს ხელბორკილები და გაუშვეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ისტერიკის გამო, რომელიც მან მოაწყო დაწყებით კლასში.

8. ტეხასში ერთი მოსწავლე დაპატიმრებული იქნა პოლიციის მიერ იმის გამო, რომ ის უშვებდა ქაღალდის თვითმფრინავებს კლასში.

9. ჩრდილოეთ კაროლინაში 17 წლის ფრიადოსანმა მოსწავლე გოგონამ ეშლი სმიტუიკმა წაიღო სკოლაში საუზმე და შემთხვევიტ გაყვა მამამისის ბოსტნეულის გასათლელი პატარა დანა, რომელსაც მისი მამა იყენებდა ვაშლების გასათლელად. მაშ რა მოუვიდა ამ მოწინავე მოსწავლეს მას შემდეგ რაც უპოვეს დანა? ის გააგდეს სკოლიდან სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო პოლიციამ წაუყენა მას ბრალდება სამართალდარღვაევაში.

10. ქალაქ ალენთაუნში, პენსილვანიის შტატში 14 წლის გოგონამ მიიღო ელექტროშოკერის ჯერი, მიუხედავად იმისა, რომ მან აწია ხელები ზევით დანებების ნიშნად.

11. ფლორიდაში 11 წლის მოსწავლე დაპატიმრებული და ციხეში ჩასმული იქნა მესამე ხარისხის დანაშაულისათვის, იმ ბრალდებით, რომ მან მოიტანა სკოლაში პლასტიკატის დანა კარაქისათვის.

12. შტატ მასაჩუსეტსში 2009 წელს 8 წლის ბიჭი სკოლიდან გაუშვეს სახლში და იძულებული გახდა გაევლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, იმის გამო, რომ მან დახატა იესო ჯვარზე.

13. კალიფორნიაში, სან-მატეოს პოლიციამ შეაფრქვია წიწაკის აეროზოლი 7 წლის სპეცსკოლის მოსწავლეს იმის გამო რომ მან არ შეწყვიტა ავეჯზე აძვრომა.

14. დღევანდელ ამერიკაში პოლიციის მხრიდან სისასტიკის მსხვერპლი ხდებიან ხუთი წლის ბავშვებიც კი. აი ამონარიდი ამასწინდელი სტატიიდან, რომელშიც აღწერილია, რა მოუვიდა ერთერთ ძალიან პატარა მოსწავლეს სტოკტონში , შტატ კალიფორნიაში რამდენიმე წლის უკან:

“ამ წლის დასაწყისში სტოკტონელი მოსწავლეს დაადეს ხელბორკილები, რომელიც კრავს ხელებს და ფეხებს, ის აიძულეს წასულიყო საავადმყოფოში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. ის იყო მიბმული პოლიციელის მიერ ბატარეაზე. ბავშვი იმ დროისათვის იყო 5 წლის.”

15. შტატ კონექტიკუტის ერთერთ სკოლაში 17 წლის ბიჭი დააწვინეს იატაკზე და მიიღო ელექტროშოკერის ხუთი ჯერი იმის გამო რომ ის უყვიროდა სასადილოში მომსახურეებს.

16. დალასის გარეუბანში მოზარდი იძულებული იქნა ემუშავა არასრულ სამუშაო დღეზე, იმის შემდეგ, როცა ის დაჯარიმებული იქნა უცენზურო გამონათქვამის გამო საშუალო სკოლის კლასში. თავიდან ჯარიმა შეადგენდა 340 დოლარს, მაგრამ შემდეგ თანხა გაზარდეს 637 დოლარამდე.

17. რამდენიმე თვის უკან გამოიძახეს პოლიცია იმის გამო, რომ პატარა გოგონამ აკოცა ბიჭს სკოლის სპორტდარბაზში, ფლორიდის დაწყებით სკოლაში.

18. სან-ფრანცისკოში 6 წლის ბიჭი დადანაშაულებული იქნა სექსუალურ ძალადობაში იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა “უადგილო შეხებას” დაწყებით სკოლაში თამაშის დროს.

19. ამასწინათ მასაჩუსეტსში პოლიციამ მიაკითხა 5 წლის გოგონას იმის გამო, რომ მან დაგვიანებით დააბრუნა ბიბლიოთეკაში წიგნები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close