გამოგონებასურათებიუცნაური

ქალის ფეხსაცმლის ფორმის მოზაიკური აბაზანები


საერთოდ, ინტერიერის დასამშვენებლად იქმნება მონუმენტური მხატვრობა, ქანდაკებები, მოზაიკა. ამ შემთხვევაში კი საოცარი და უჩვეულო ინტერიერი დამზადებულია მოზაიკისაგან;

მრავალფეროვნებისათვის, ეს უცნაური ინტერიერი , რომელიც დამზადებულია იტალიური კომპანია SICIS-ის მიერ, გამოიყენა მოზაიკა პოლაროიდის ფოტოებისგან ; ასეთმა მოზაიკამ დაამშვენა ზოგიერთი ოთახი- ეს ოთახების კედლების გალამაზების სწრაფი და ორიგინალური საშუალებაა…რა თქმა უნდა, Sicis-ის პრიორიტეტია ორიგინალური კედლები-პანოები, რომელთა დიზაინი ისევ და ისევ მთლიანად მოზაიკაზეა აქცენტირებული.


კომპანია Sicis-ის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ქალის ფეხსაცმლის ფორმის აბაზანების კოლექციაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს დიზაინერული სამყარო აალაპარაკა. აბაზანების არაჩვეულებრივი გამოფენა იხილეთ აქ.

კომპანიის დამფუძნებლის პლაკუცის წარმოდგენაში მოზაიკა არის „ნაჭერი, რომელიც შეიძლება ნებისიერ ნივთს შემოახვიო“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ცოტა ხნის წინ Sicis-მა დაიწყო მანეკენების წარმოება, რომელთაც „მოზაიკური ტანსაცმელი“ აცვიათ. დაათვალიერეთ :

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Sicis-ის ქარხანა, როგორც კომპანია თავად უწოდებს – Sicis Art Mosaic Factory , რომელიც იტალიის ქალაქ რავენში მდებარეობს.
რავენელი ოსტატები მრავალი საუკუნეა ულამაზესი მოზაიკის დამზადებით არიან ცნობილი. ამ ქალაქში მდებარეობს მოზაიკის მსოფლიოში უდიდესი მუზეუმიც.
Sicis-ს კომპანიას 12-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გახსნილი მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების სფერო და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად მიიჩნევა.
კომპანიის დამფუძნებლის მაურიციო ლეო პლაკუცის თქმით, როდესაც 20 წლის წინ მათი ქარხანა დაფუძნდა და იტალიური მოზაიკის წარმოება დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ XXI საუკუნეში მოზაიკა ასეთი პოპულარული გახდებოდა.


გსურთ დახვეწილი ინტერიერი??? მაშინ მიმართეთ, იტალიური კომპანიის Sicis-ის (სიჩის) პროდუქციას… დღესდღეობით კომპანია Sicis მოზაიკის დამზადებაში მთელ მსოფლიოში აღიარებულ ნოვატორად მიიჩნევა, გასაკვირვი არაა, რომ პირველად სწორედ აქ დამზადდა იტალიური ფილები არაერთგვაროვანი ფაქტურით, რაც ხელით დამზადებულის შთაბეჭდილებას ქმნის.


პროდუქციის დასამზადებლად Sicis-ის დიზაინერები და ასევე ტექნოლოგები სხვადასხვა მასალას იყენებენ: როგორიცაა, ნახევრად ძვირფასი ქვები, კვარციტი, კარგი ჯიშის ხის მასალა, შუშა, სხვადასხვა ლითონი, უჟანგავი ფოლადი და ოქროც კი.
კომპანიის უცვლელი ლიდერი პლაკუცი არ გამორიცხავს, რომ ოდესმე იტალიურ ფილებს ძვირფასი ქვებისგანაც დაამზადებს და საკმაოდ ძვირადღირებული იქნება, მაგრამ ეს ამად ღირს !





თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close