ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

გამოგონება, რომელსაც შეუძლია ტელეფონის ელემენტი 20 წამში დატენოს


კალიფორნიელმა 18 წლის გოგონამ, რომლი სახელი და გვარია Esha Khare , თავისი რევოლუციური გამოგონებით, ტექნოლოგიური გიგანტის Google-ის ყურადღება მიიპყრო. მის მიერ შექმნილ მოწყობილობას ტელეფონის ბატარეის მთლიანად დატენვა სულ რაღაც 20 წამში შეუძლია.

მოწყობილობაში სუპერკონდესატორია გამოყენებული. ფენიქსში ჩატარებულ მეცნიერებისა და ინჟინერიის დაერთაშორისო კონკურსში ეშამ გაიმარჯვა და 50 000 $ მიიღო. ამ მოწყობილობის მეშვეობით ტელეფონის დასატენათ საათობით ლოდინი წარსულს ჩაბარდება. ეშა დაინტერესებული იყო ქიმიური ნანო ტექნოლოგიებით და სწორედ ამ სფეროში მუშაობისას მიაგნო ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია ბატარეა მცირე დროში დატენოს.

გამომგონებლის თქმით , მისი ტელეფონის ბატარეა ძალიან მალე ჯდებოდა და სწორედ ამან უბიძგა ინოვაციური ხელსაწყოს შექმნისაკენ. ის ფიქრობს, რომ მის მიერ შექმნილი ტექნოლოგია მომავალში წარმატებით იქნება გამოყენებული არა მარტო ტელეფონების, არამედ ელექტრო მობილების და სხვა ნებისმიერი ხელსაწყოს დასატენად.

უდავოდ უდიდესი ნიჭის მქონე გოგონამ, მოახერხა იმის გამოგონება, რაზე უდიდესი ტექნოლოგიური გიგანტები წლებია მუშაობენ და შედეგებს ვერ აღწევენ. ამ აღმოჩენის შემდეგ კი მისით უამრავი კომპანია დაინტერესდა.

როგორც ხედავთ ნანო ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, საზღვარი არ აქვს და წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა გველოდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close