არქივი

ტკიპა

83a986ce641b

მათთვის ვისაც ბიოლოგია აინტერესებს და არამარტო !!!

პარაზიტი (სისხლის მწოველი) ტკიპა არის დაახლ. 2,5 მმ (მამრი) და 4 მმ (მდედრი) სიდიდის. სისხლის ამოწოვის შემდეგ, მოზრდილ ტკიპებს შეუძლიათ სიდიდით 11 მმ-საც კი მიაღწიონ. სხეული აქვთ ოვალური და ტომრის ფორმის. ტკიპებს აქვთ 8 კიდური და ერთი ხორთუმი (ადვილი მისახვედრია რისთვისაც), რომელიც სამაგრით არის აღჭურვილი.
ტკიპა ტავისი განვითარებისტვის ამჯობინებს ნოტიო საცხოვრებელ ადგილს. ასეთი პირობებია ჩალის ღეროში, ბუჩქნარში, პარკებში, ტყის პირას, შერეული და ფოთლოვანი ტყეების ნათელ ადგილებში. მაღალი ხეები არიან შეუფერებელი საცხოვრებელი ადგილები მათთვის.

0fa70a19320a

ტკიპები ბობღავენ ბუჩქებზე ან ბალახის ღეროებზე 1,5 მ-ის სიმაღლემდე, მაგრდებიან იქ და მხოლოდ მაშინ მოეშვებიან, როცა შევლენ თავიანთ “მასპინძელთან” კონტაქტში. “მასპინძელზე” ტკიპა ეძებს შესაფერის ადგილს სისხლის ამოსაწოვად (ნოტიოს, თბილს, ადვილად სისხლდენადს …) და თავისი პირის “ხელსაწყოებით” ხსნის კანს. ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში “მასპინძლის” მხრიდან შეუმჩნეველი რჩება.
არსებობს ასევე ამ ყველაფრის ამოცნობის ფაქტორები: ტემპერატურის ქონა, ნაკბენ ადგილზე სეხების დროს ტკივილი … ტკიპა ბრმაა, მაგრამ ფლობს სპეციალურ სუნის ამომცნობ ორგანოს (“ჰალერის ორგანო”). ეს არის ხვრელისებური, მგრძნობელობითი ჯაგრით აღჭურვილი ქემორეცეპტორი, რომელიც, წინა ფეხის წყვილის ტერფებზე მდებარეობს. “ჰალერის ორგანო” არის ამონიაკისებური, ამოსაცნობად როგორც ნახშირორჟანგი ან რძემჟავა.

459ab384e263

ტკიპების ერთ-ორ წლიანი განვითარება ოთხ საფეხურად იყოფა. მოზრდილი მდედრები მრავალ ათას კვერცხს დებენ, რომლებიც ჭუპრებად ვითარდებიან (0,5 მმ, ექვსკიდურიანი, საცხოვრებელი ადგილი: ნიადაგი, “მასპინძლები”: პატარა ძუძუმწოვრები და ჩიტები). საკვების მიღების და ე.წ. “კანის გაძრობის” შემდეგ, ჭუპრის მდგომარეობიდან გადადიან ე.წ. “ნიმფების” მდგომარეობაში (1 მმ, 8 კიდურიანი, “მასპინძლები”: ძუძუმწოვრები). შემდეგი სისხლის ამოწოვისა და საბოლოო კანის გამოცვლის შემდეგ ხდებიან სქესობრივად მომწიფებული, მოწითალო-მოყავისფრო ფერის ტკიპები. ისინი საკვების წყაროდ იყენებენ სხვა მოზრდილ სერხემლიანებს, როგორებიც არიან, ადამიანები, შინაური და გარეული ცხოველები.

ae3dfe436f23

ტკიპების სრული განვითარების ციკლი გრძელდება ხშირად 2, იშვიათად 3 წელიც კი.

379a354f70dc

ტკიპებს ძალიან კარგად შეუძლიათ შიმშილის ატანა. როცა მათ შიმშილობა უწევთ, შეუძლიათ 2 წლით(!) უარი თქვა საკვებზე. თავისი ცხოვრების 99% პროცენტს ტკიპა ატარებს თავისუფლად, ეძებს რა საკვების წყაროს.

7983d1d09894

უნდა ითქვას, რომ ტკიპები არ გამოიმუშავებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, სამაგიეროდ არიან მრავალი დაავადების გადამტანნი.

მსგავსი ამბები

Back to top button