გართობაუცნაური

13 ფაქტი

306998 383859931733828 1402137016 n

ამ პოსტში მინდა რამდენიმე(კერძოდ 13[ეს ციფრი ჩემი იგბლიანი და რჩეულია,სიმბოლურად ავირჩიე]) საინტერესო ფაქტი დაგისახელოთ, რომელიც ყველასათვის საინტერესო იქნება ვიმედოვნებ. ეს ინფორმაცია იქნება მშრალი, საცნობარო ხასიათის. იმედია ყველას მოგეწონებათ.

პირველი : ალექსანდრე მაკედონელი თავის მეომრებს ასე ირჩევდა: ადამიანი შეჰყავდათ ლომთან გალიაში და თუ გაფითრდებოდა, მათ იწუნებდნენ, ხოლო თუკი გაწითლდებოდა ისინი მიჰყავდათ.თანამედროვე მედიცინას თუ მოვიშველიებთ, ეს ასე აიხსნება: თუკი ადამინი გაფითრდება, ე.ი სისხლი ტოვებს ტვინს,რადგან მას არ მიეწოდება ჟანგბადი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ მოიფიქრებს გამოსავალს კრიტიკული სიტუაციიდან, ხოლო გაწითლებისას, პირიქით, სისხლი მიეწოდება ტვინს, ე.ი მდიდარია ჟანგბადითა და გონება სხარტად მუშაობს.
2.ფილოსოფიის მამა – სოკრატე მედიცინის მამა ჰიპოკრატეზე 6 წლით უფროსი იყო და ისინი თანამედროვენი იყვნენ.
3.უინსტონ ჩერჩილი ახალგაზრდობაში სამხედრო კორესპოდენტი იყო და ამით ირჩენდა თავს.შემდგომში ის იხსენებდა თავის ახალგაზრდობას და ამაყობდა, რომ თავისი ძალისხმევით მიაღწია ამდენს.
4. ჰანს ქრისტიან ანდერსონ ერთი სიტყვის დაწერაც კი არ შეეძლო.
5.ფედერიკო ფელინის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ჯულიეტა მიზანამ მხოლოდ 6 თვე იცოცხლა. (ეს მართლაც დიდი სიყვარული ჰქონია უდიდეს რეჟისორს)
6.მერლინ მონროს 6 – 6 თითო ქონდა ფეხებზე.
7.სანამ ბეთჰოვენი მუსიკის შექმნას იწყებდა ის თავზე ერთ ვედრო ცივ წყალს ისხამდა. მისი აზრით, ამით გონება უკეთ იხსნებოდა.
8.35 წლის მოცარტს 600-ზე მეტი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი , მაგრამ მის ქვრივს მისი სიკვდილი შემდეგ საფლავის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა.
9.რემბრანტს სახლში ორად ორი წიგნი ჰქონდა, ბიბლია და ანატომიის ატლასი.
10.ცნობილია ის პაქტი, რომ რომის იმპერატორებს სიკვდილის მერე ღმერთებად აღიარებდნენ.იმპერატორმა ვესპასიანემ სიკვდილის წინ ასეთი ფრაზა წამოიყვირა: რა სამწუხაროა, მე ღმერთი ვხდები.
11.ინგლისის მეფეთაგან რიჩარდ III იყო უკანასკნელი,ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
12.ლეონარდო და ვინჩი შეძლებული ნოტარიუსის და ღარიბი გლეხის უკანონო შვილი იყო.
13.პაბლო პიკასომ სტალინისთვის 70 წლისთავისთვის მისალოცი ბარათი საკუთარი ხელით დახატა.

ინფორმაციის ნაწილი : http://www.open.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button