არქივი

Lamborghini Gallardo

b6cc794d039d

სერიული პოსტები ავტომობილებზე , ნაწილი მეორე.LAMBORGHINI GALARDO


“ლამბორჯინის” მფლობელი კომპანიები ავტომოყვარულებს მუდამ ჰპირდებოდნენ მცირე ზომის და იაფ მოდელებს , მაგრამ დაპირება მხოლოდ მას შემდეგ შესრულდა , რაც 1998 წელს ეს იტალიური ფირმა “აუდიმ” იყიდა.
“გალარდო” შეგვიძლია “მურსილაგოს” უმცროს ძმადაც ჩავთვალოთ , თუმცა მისი მართვა უფრო სასიამოვნოა , რადგან ეს ავტომობილი უფრო პატარა და მოხერხებულია. პატარა “ლამბორჯინიმ” მშობელი “აუდისგან” ალუმინისი სტრუქტურა და ძარა მიიღო, რიც გამოც ის ძალიან მსუბუქია. სიმსუბუქე , 520 ცხენის ძალა და 376 ფუნტი/ფუტზე ბრუნვის მომენტის V-10 ძრავა და კვარდო სისტემა 100 კმ/სთ – ის განვითარებას 3.8 წამში უზრუნველყოფს. მოდელი შეიძლება აღჭურვილი იყოს ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ან E-gear ავტომატიკით. ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიამოვნება გარანტირებულია.
“ლამბორჯინი გალარდოს” ინტერიერი ერთდროულად მდიდრული და სპორტულია. მასში ყველაფერია , რაც სპორტულ ავტომობილს უნდა ჰქონდეს – რილის სავარძლები , ხელსაწყოების კარგი პანელი (“ტორპედო”) და ხელთან ახლოს მოთავსებული გადაცემათა კოლოფი. ამავდროულად სალონში არაფერია სპარტანული ან მკაცრი.
“გალარდოს” შეიძლება ჰქონდეს ან ლითონის ფიქსირებული ან ავტომატურად დასაკეცი მსუბუქი სახურავი. რომელი ჯობია , ძნელი სათქმელია . მაგრამ “სპაიდერში” V-10 ის ღმუილი უფრო სასიამოვნოდ ისმის , სახურავის დაკეცვას ან გაშლას მხოლოდ 20 წამი სჭირდება.

იცოდით ?

ლამბორჯინი თავის მოდელებს სახელებს ლეგენდარული ხარების სახელებს არქმევს.

7470fc40a75d

fac6bb1e24e5

99e1a931f59a

0ea0f45de938

a99bddff3b82

b854e1d31cbf

რა მანქანა გინდათ იხილოთ შემდეგ პოსტში ? დაწერე კომენტარებში

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button