დიდი აფეთქების თეორია

სულ რაღაც რამოდენიმე წამში, დიდი აფეთქებიდან, დაიწერა სამყაროს ბედი. თვალის დახამხამებაში შეიძლება იმდენი პროცესი განხორციელდეს სამყაროში, რომ ამ ყველაფრის წარმოდგენა შეუძლებელია. როგორ გავჩნდით ჩვენ? რისგან შედგება სამყარო ? ამ კითხვაზე პასუხი დამალულია სწორედ იმ ერთ წამში, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გავიდა. დღეს-დღეობით მეცნიერება ერთ ნაბიჯშია იმ საიდუმლოსგან, რომელიც ყველაფერს გასცემს პასუხს.

წარმოიდგინეთ, არ არსებობს არაფერი, არც მატერია, არც დრო და არც სივრცე, ხოლო ამ წარმოუდგენელ ადგილზე წარმოიქმნება ცეცხლოვანი ბურთულა, რომელიც ატომზე პატარაა. ეს პატარა ბურთულა დაახლოებით მილიარდჯერ უფრო მხურვალეა ვიდრე მზე. სამყარო ფართოვდება წერტილიდან, რომელიც, როგორც ვახსენე, პატარაა ატომზე. იწყება დროის ათვლა სამყაროსთვის.

“თუკი ჩვენ გვინდა გავიგოთ რა დანიშნულება გვაქვს სამყაროში, უნდა დავუბრუნდეთ დასაწყისს და გავიგოთ როგორ წარმოიქმნა ის. არც ისე დიდი ხანია რაც ადამიანებს აქვთ წარმოდგენა დიდი აფეთქების შესახებ, საერთოდ სამყაროს შესახებ, რამოდენიმე წლის წინათ, ეგონათ რომ სამყარო იყო უძრვი სხეული” – პროფესორი ლორენს კრაუსი

1929 წელს, პროფესორი ედვინ ჰაბლი, კალიფორნიის ობსერვატორიაში სწავლობდა სინათლეს გალაქტიკაში, მან შეამჩნია რომ რაც უფრო შორს იყო ვარსკვლავები ჩვენგან, ისინი უფრო წითლდებოდნენ. სინათლეს, მგერების მსგავსდ აქვთ თავისი რხევის რადიუსი, რაც უფრო შორს არის სინათლის წყარო, მისი რხევა მით უფრო გრძელდება, შესაბამისად სინათლის წყრო წითლდება. ეს იყო დასტური იმისა, რომ ოდესღაც ყველა ვარსკვლავი ერთ ადგილას იყო მოქცეული, აქედან გამოდინარე ვარსკვლავები ნელ-ნელა (მილიონ ექვსასი ათასი კილომეტრი საათის სიჩქარით) გვშორდება, ანუ სამყარო ფართოვდება. ამ აღმოჩენამ დასაბამი მისცა დიდი აფეთქების თეორიას.

მეცნიერები ფიქრობენ რომ აფეთქებიდან ერთ წამში, ყველა ვარსკვლავის და პლანეტის კომპონენტები იყვნენ შექმნილი, ამის დასამტკიცებლად მათ სჭირდებათ დროის სხვა ათვლა. საათი, წუთი, წამი ეს დღევანდელი ცხოვრების ათვლის კომპონენტებია, მაგრამ ერთი წამი დიდი დროა გალაქტიკისთვის, იმის გასარკვევათ თუ დროის რა მონაკვეთში რა მოხდა დიდი აფეთქების შემდეგ, საჭიროა ერთ წამზე ბევრად მცირე პერიოდი, ბლანკის დრო, რომელიც უდრის ერთი მინუს ორმოცდასამ წამს.

დიდი აფეთქების მეშვეობით შეიქმნა ოთხი ძირითადი ელემენტი, რომელიც ჩვენს არსებობას უზრუნველყოფს, გრავიტაცია – მისი მეშვეობით შეიქმნა ვარსკვლავები და პლანეტები, ელექტრომაგნიტიზმი – მისი მეშვეობით ჩვენ გვაქვს ელექტრო ენერგია ხოლო ორი ბირთვული ძალის, ძლიერის და სუსტის, მეშვეობით ვარსებობთ ჩვენ, ასევე მისი მეშვეობით არის ცეცხლი მზის გულში. ამ ოთხი ელემენტის გარეშე, სამყარო იქნებოდა უფორმო.

დიდი აფეთქებიდან პირველ ბლანკური დროის მონაკვეთში, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ეს ოთხი ელემენტი, ისინი თავმოყრილი იყვნენ ერთ ელემენტად, რომელსაც “სუპერ ენერგიას” უწოდებენ. ფიზიკოსი მიჩელ კაკუმი შეისწავლის თუ როგორ გაიყო ეს ენერგია.

“მე წარმომიდგენია რომ ეს ოთხი სასიცოცხლო ელემენტი მოთავსებულია კრისტალში, როდესაც მოხდა დიდი აფეთქება, კრისტალმა მიიღო დეფორმაცია და დაიწყო ელემენტების გამოთვისუფლება, პირველი გათავისუფლდა გრავიტაცია, შემდეგ ბირთვული ენერგია და ასე შემდეგ, საბოლოოდ კი მივიღეთ ოთხ ნაწილად გატეხილი ბრილიანტი” მიჩელ კაკუმი

იმის დასამტკიცებლად, რომ გავიგოთ ფართოვდება თუ არა სამყარო, მეცნიერები იყენებენ ტელესკობს, იმდენად ძლიერს, რომ შეუძლია დაინახოს წარსული. როდესაც ჩვენ ვიყურებით ცაში, ჩვენ ვხედავთ ისტორიას. სინათლის მეშვეობით ჩვენ ვხედავთ ნივთებს, მზის სხივებს დაახლოებით რვა წუთი ჭირდებათ იმისთვის რომ მოვიდეს ჩვენამდე, ანუ როდესაც ჩვენ ვუყურებთ მზეს, ჩვენ ვგებულობთ არა იმას, თუ როგორია ის ეხლა, არამედ იმას, თუ როგორი იყო ის რვა წუთის წინ. ცაში ჩვენ ვხედავთ ვარსკვლავებს, რომელებიც დაახლოებით ათი-ოცი სინათლის წელიწადით არიან ჩვენგან დაშორებულები, ანუ ჩვენ ვხედავთ მათ ისეთს, როგორებიც ისინი იყვნენ ათი-ოცი წლის წინ.

დიდი აფეთქების შედეგად გამოთვისუფლდა ძალიან მაღალი ტემპერატურა, იმდენად მაღალი რომ ის დღემდე არსებობს. თავდაპირველად ის იყო ზემწველი რენდგენული გამოსხივება, შემდგომ გადაიქცა მიკროტალღებად ბოლოს კი რადიო ტალღბად. ეს სუსტი გამოსხივება გამუდმებით ასხიებს დედამიწას. ანუ ეს არის ექო დიდი აფეთქებისა, თუკი ჩვენ შევძლებდით ამ ტალღების თვალით დანახვას, ჩვენ ყოველ ღამე დავინახავდით დიდ აფეთქებას. გავიდა დაახლოებით ცამეტი მილიარდი წელი დიდი აფეთქებიდან, ჩვენ კი საშუალება გვაქვს დავინახოთ დიდი აფეთქების მიერ გამოწვეული ტალღები, თუკი ჩვენ ტელევიზორს არ მოვაწყობთ არცერთ არხზე.

სამყარო თავიდან არის ატომზე პატარა, შემდეგ ხდება დაახლოებით ტენისის ბურთისოდენა შემდეგ კი მოიცავს ფართობს, რომელზედაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღწეული, მეცნიერები ამ სწრაფ გაფართოებას უწოდებენ ინფლაციას. ეს ყველაფერი ადვილად წარმოსადგენია თუკი ჩვენ ავიღებთ ზამბარას, თავიდან შევკუმშვთ მას მაქსიმალურად, მასში დაგროვდება დიდი ენერგია, ხოლო ხელს როცა გავუშებთ ის საკმაოდ დიდზე გაიწელება. სწორედ ასე მოხდა დიდი აფეთქების დროს. როგორ შეიქმნა პლანეტები ? თავდაპირველად იყო მტვერი და სხვადასხვა ნივთიერებები, გრავიტაციის მეშვეობით ეს მტვერი და ნივთიერებები შეერთდნენ და წარმოიქმნა ერთი მთლიანი სხეული. მაგალითად მზე, შეიქმნა მტვრისა და გაზის ურთიერთქმედებით.

გავიდა წამის ძალიან მცირე რაოდენობა და უკვე სამყაროს ბედი დაწერილია. მაგრამ როგორ შევიქმენით ჩვენ ? სამყარო სავსე იყო ენერგიით და გამოსხივებით, როგორ წარმოიქმნა ენერგიიდან მატერია ? ყველაფერი ჩვენს ირგვლივ წარმოდგენილია მატერიისგან. სკამი, რომელზედაც ეხლა ზიხართ, ჰაერი რომელსაც ეხლა სუნთქავთ, სამყაროც კი მატერიისგან შედგება, თვით მატერია კი ატომებისგან. ამ ყველაფერზე პასუხი კი ეინშტეინის ცნობილმა ფორმულამ E=MC2 გასცა პასუხი. მასა და ენერგია არის ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა ფორმა,მატერიას და ენერგიას შეუძლიათ ერთმანეთსი გადასვლა. ეს ფორმულა ადამიანებმა გამოიყენეს რათა შეექმნათ გამანადგურებელი იარაღი, ატომური ბომბი. სწორედ ამ ატომურმა აფეთქებამ გასცა ბევრ კითხვას პსუხი. ატომური აფეთქება წარმოადგენს ატომების დაშლას რომლის მეშვეობითაც გამოთავისუფლდება დიდი ენერგია, დიდი აფეთქების შემდეგ კი ყველაფერი ხდება პირიქით, დიდი ენერგია გარდაიქმნება მატერიად. ანუ დიდი აფეთქებიდან გამოთავისუფლებული ენერგია გარდაიქმება მატერიად, რომლიდანაც ჩვენ შევდგებით.

გვიდა მხოლოდ ერთი წამი და უკვე შეიქმნა მატერია, მაგრამ სამყარო ზედმეტად ცხელია იმისთვის რომ არსებობს პროტონებმა და ნეიტრონებმა, ამის დასტური კი ყინული და ცეცხლია, როდესაც წყალს ძალიან გავაცივებთ, ის მყარია, როცა შევათბობთ სითხე ხოლო ძალიან გაცხელების შემდეგ წარმოიქმნება ორთქლი. თუკი ორთქლსაც ძალიან გავაცხელებთ, მისი მოლეკულები გაიხლიჩება. სამყარო კი იმდენად ცხელი იყო მატერიის წარმოქმნის პერიოდში, რომ ატომი ვერ იარსებებდა. მხოლოდ ერთი შანსია დავინახოთ რა მოხდა ამ პერიოდში, მეცნიერებმა უნდა შექმნან დიდი აფეთქების პროტოტიპი. ამის საშუალებას კი კოლაიდერი გვაძლევს. აქ ატომები ერთმანეთს ეჯახებიან თითქმის სინათლის სისწრაფით. ატომების შეჯახების შედეგად ის იშლება მატერიად, რომელითაც შედგება პროტონი და ნეიტრონი, ამ ნივთიერებებს მეცნიერები კვარკებს უწოდებენ.

ცდა დაიწყო ორიათას წელს, მეცნიერებს ეგონათ რომ ამ შეჯახების შედეგად მიიღებდნენ აირს, მაგრამ ხუთ წლიანი მუშაობის შემდეგ (2005 წელს) მათ აღმოაჩინეს რომ ატომების შეჯახების შედეგად წარმოიქნა სითხისმაგვარი ნივთიერება. გამოდის აფეთქების შემდეგ სამყრო იყო თხევადი და მცხუნვარე.

შეიქმნა მატერია, მაგრამ მას მოყვა ანტიმატერია. ანტიმატერია იგივეა რაც მატერია, მაგრამ ანტიმატერიას და მატერიას ერთად არსებობა არ შეუძლიად, ისინი იზიდავენ ერთმანეთს და ანადგურებენ. სამყაროს არსებობსა სასწორზეა, მაგრამ რამ განაპირობა ის რომ დარჩა მატერია? ეს ყველაზე დიდი გამოცანაა მეცნიერებისთვის. ყველაზე პრიმიტიული ახსნა მატერიის გადარჩენისა არის ის, რომ ანტიმატერია შედარებით სუსტი იყო ვიდრე მატერია. დარჩენილი მატერიისგან კი შეიქმნა სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ მხოლოდ ნარჩენები ვართ ბრძოლისა, მატერიასა და ანტიმატერიას შორის.

სამყაროს არსებობის ერთი წამი მთავრდება, გაიხლიჩა სუპერძალა, ანტიმატერისა და მატერიას შორის ბროლა მატერიის სასარგებლოდ დამთავრდა, გრავიტაციამ შეკრიბა მატერია და შექმნა პლანეტები. მაგრამ დარჩა ერთი თავსატეხი, რა აძლევს ყველაფერს მასას ? გრავიტაცია მოქმედებს ჩვენს მასაზე, ამის გამო ვართ დედამიწაზე. მთვარეზე გრავიტაცია დაბალია, მაგრამ მასა, იგივეა რაც დედამიწაზე. პირველივე წამზე უნდა შექმნილიყო ნივთიერება, რომელიც აძლევს ყველაფერს მასას, მაგრამ რა არის ეს ნივთიერება ?

ამ ნივთიერებას უწოდებენ ჰიქსის ბოზონს, მეცნიერების აზრით სწორედ ეს აძლევს ყველაფერს მასას. ჰიქსის ბოზონის აღმოსაჩენად აიგო ყველაზე დიდი ამასწრაფებელი კოლაიდერი, რომელიც 23 კილომეტრის სიგრძის წრეს წარმოადგენს ამ კოლაიდერზე დახარჯულია დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი და თოთხმეტი წელი. მეცნიერებს აქვთ იმედი რომ დაინახავენ ჰიქსის ბოზონის კვალს, რის შედეგადაც ფარდა აეხდება სამყაროს შემქნის კიდევ ბევრ საიდუმლოს.

პირველი წამი – შეიქმნა კვარკები
სამი წუთი – შეიქმნა პირველი პროტონი და ნეიტრონი
სამასი ათასი წელი – შეიქმნა პირველი ატომი
ორასი მილიონი წელი – შეიქმნა პირველი ვარსკვლავი
ერთი მილიარდი წელი – შეიქმნა გალაქტიკა
დაახლოებით ცხრა მილიარდი წლის შემდეგ კი შეიქმნა დედამიწა
თორმეტი მილიარდი წლის შემდეგ კი იქმნება ადამიანები, ერთადერთი არსება რომელსაც გააჩნია ინტელექტი და აქვს კითხვა, როგორ აღმოვჩნდით აქ ? რისგან შედგება სამყარო ?

იმედია დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი ამ კითხვებზე, მეცნიერება კი ალბათ მალე მოგვცემს კონკრეტულ პასუხს, თუ რა მოხდა ზუსტად დიდი აფეთქებიდან 1 წამის განმავლობაში…


ავტორი: mr.freeman

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • Temur Durglishvili

    კარგი პოსტია მომეწონა

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC