ფოტოგრაფი – Daryna Kossar
Daryna Kossar არის მხატვარი დიზაინერი და ცნობილი ფოტოგრაფი. ის დაიბადა უკრაინაში, კიევში, სადაც ის დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. მას ძალიან უყვარს მრავალფეროვნება და არ არის რაიმე კონკრეტული სტილი, რომელშიც ის იღებს, მას უყვარს ყველაფრის გადაღება: მოდის, ადამიანების, ცხოვრებისეული ფოტოების ძირითადად კრეატიულ ფორმატში, მაგრამ მიუხედავად ამისა ადვილი შესამჩნევია მისი სიყვარული გემრიელი საჭმელებისა და ტკბილეულის ამსახველი ფოტოებისადმი.
წარმოგიდგენთ ფოტოებს მისი სკეჩბუკიდან, სადაც ფოტოგრაფიასთან ერთად აკეთებს სხვადასხვა ჩანახატებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ ის შესანიშნავად ხატავს.
მისი ყოველდღიურობის ამსახველი სურათებიც კი, ხშირ შემთხვევაში შეიცავს საჭმლის ელემენტებს.
მას ასევე ძალიან უყვარს ადამიანების გადაღება, განსაკუთრებით კი ბავშვების ან ახალგაზრდა ლამაზი გოგონების.
ასევე დარინა თავის ბლოგზე ხშირად ათავსებს საკუთარ ფოტოებს სხვადასხვა წარწერებით. მოკლედ ალბათ უკვე ყველა დარწმუნდა, რომ მისი ფოტოგრაფია ნამდვილად მრავალფეროვნებით გამოირჩევა.