ლოტუსის შენობა ინდოეთში
ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში ააგეს ორიგინალური შენობა – Motisons Tower, ყვავილის – ლოტუსის მსგავსი, რომელიც აგებულია Kothari Associates – ის მიხედვით.
მფლობელმა მშენებლებს არც თუ ისე მარტივი დავალება მისცა – შენობა უნდა ყოფილიყო შესამჩნევი როგორც დღისით, ისევე ღამით და ნებისმიერ დროს მოეზიდა ტურისტები და კლიენტები.
დაპროექტებამდე, არქიტექტორებს მიეცათ სრული თავისუფლება მოქმედებისთვის. მთავარ ამოცანას შეადგენდა მოეფიქრებინათ რაიმე უნიკალური, რაიმე ისეთი რაც არ იყო აქამდე ინდიაში.
საბოლოოდ კი ჯაიპურში გაჩნდა ნამდვილად უნიკალური შენობა, რომელსაც გვერდს დღისით ვერ აუვლი, ღამით კი ნამდვილ სხივოსან შოუდ გარდაიქმნება და ის ყველა მნახველს იზიდავს. ის დამზადებულია შუშისგან რაც ნამდვილად წარმოადგენს მის მთავარ მშვენებას, ხოლო ღამით განათებული ეს შუშები ულამაზესი სანახავია.
შენობის ორივე მხარეს სიმეტრიულადაა განაწილებული გაზაფხულის ყვავილის ლოტუსის ფურცლები.
რთული გეომეტრიის ფოთლები დამზადებულია შუშისგან და შემკულია ოქროს ორნამენტებით.
თითოეული ფოთლის ფერის ნათება სრულიად კონტროლირებადია, მაგალითად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფოთლებს ინდური დროშის ფერების მიხედვით ანთებენ.
შენობის პირველ ორ სართულზე განლაგებულია საიუველირო მაღაზია, ხოლო დანარჩენ სართულებზე იკავებენ ოფისებს.