არქივი

კრაკო – მიტოვებული ქალაქი იტალიაში

cac762cb5766
კრაკო შუა საუკუნეების მცირე ზომის ქალაქი იყო, რომელიც ,,მატერას” პროვინციაში მდებარეობს, ტარანტოს ყურიდან 35 კილომეტრის დაშორებით. ეს , ტიპიურ იტალიურ შუა საუკუნეების ქალაქს წამოადგენდა, რომელიც გორაკზე იყო აშენებული, ხოლო გარშემო პურის ყანები ჰქონდა გარშემორტყმული.

ქრისტეშობამდე 540 წელს ეს ქალაქი ,,მონტედოროდ” იწოდებოდა და ბერძნებით იყო დასახლებული, რომლებიც სანაპირო ქალაქიდან მეტაპონტოდან აქ გადმოსახლდნენ. მიწისძვრებმა, მცოცავმა მიწამ და უნაყოფო ნიადაგმა მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი მიეტოვებინათ.
ea5f679fce37
შუა საუკუნეებში ეს პატარა ქალაქი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. 1276 წელს იქ უნივერსიტეტი დააარსეს, მეცამეტე საუკუნის ბოლოსთვის კი ქალაქის გარშემო გალავანი შემოავლეს და რამდენიმე კოშკი ააშენეს. ქალაქის ზრდა და მშენებლობა გრძელდებოდა ფედერიკო II-ის დროსაც, ხოლო დაახლოებით მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქალაქს უკვე ოთხი დიდი მოედანი ჰქონდა. მეთერთმეტე საუკუნიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე ქალაქის მოსახლეობა ხუთი ათასი კაცით გაიზარდა , რაც ქალაქის მნიშვნელობის ზრდაზე მიუთითებს.
99725a9ce3ae
1656 წელს ქალაქში შავი ჭირი გავრცელდა , რამაც ასობით ადგილობრივი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. შავმა ჭირმა ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შეამცირა. 1795 წლისათვის ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა აღარ დამორჩილებოდა ფეოდალურ მმართველობას და ქალაქი კრაკო დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. 1892 წლიდან დაიწყო ქალაქის დაცარიელება, პირველი ნაკადი სეადგენდა 1300 ადამიანს, რომლებიც მიწების უნაყოფობის გამო ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლდნენ.
677179749562
1932-1956 წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა ქალაქი იმდენად დააზარალა რომ იქ ცხოვრება უკვე წამოუდგენელი გახდა, 1968 წელს კი უკანასკნელმა 1800 მოსახლემ დატოვა ქალაქი. ქალაქი კრაკო მისი უნიკალური სილამაზისა და სიძველის გამო მრავალი კინორეჟისორის ინტერესს იწვევს. გადასაღებ მოედნად კრაკო გამოიყენეს შემდეგ ფილმებში: ,, მეფე დავითი”, ,,ქრისტეს ვნებანი” , ,,შეწყალების კვანტუმი” და ასე შემდეგ.

39ebeae5221c

21401a1a350e
9bd392230d55

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button