არქივი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები

267d3b8bf682

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები


სუპერ ”ქარები” – არა მარტო სისწრაფე და ადრენალინის მოზღვავებული გრძნობა , არამედ ფუფუნებისა და სიმდიდრის ნიშანიც. ასეთ ავტომობილებზე ბევრი ჩვენთაგანი ოცნებობს , მაგრამ ბევრი მათ საჭეს უკვე უზის , წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილებს (არასრული სია)

995270a356dc

Hennessey Venom GT Spyder 1.1 მილიონი $
მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ისეთი კაბრიოლეტი რომელიც ამ ავტომობილზე ან ფასით ან სისწარფით უკეთესი იქნება , ის ხომ 100კმ/სთ მდე , სულ რაღაც 2,5 წამში სწრაფდება….

2c1a427ab613

Koenigsegg Agera 1.6 მილიონი $
Agera R 0-100მდე 2,8 წამში სწრაფდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 418 კილომეტრს (260 მილი) ანვითარებს , მოდიფიკაციისდა მიხედვით 270 მილ/სთ მაგრამ სერიული მოდელები ელექტრუნლად შესღუდულებია და ამის ხარჯზე მისი სიჩქარე 278 კმ/სთ მდე ჩამოდის , მაგრამ ნებისმიერს შეუძლია იყიდოს არასერიული (სწრაფი) მოდელი , გარკვეულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

f203063c406e

McLaren F1 970 000 $
1994 წელს , სწორედ McLaren F1 გახლდათ მსოფლიოში ყვლეაზე სწრაფი და ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი. წარმოიდგინეთ ეს ავტომობილი დაპროექტდა და შეიქმნა 19 წლის წინ და დღეს დღეობითაც ანვითარებს ერთ ერთ სწრაფ მაჩვნებელ 386 კმ/სთ სიჩქარეს , და 0დან 100მდე 3,2 წამში ჩქარდება

6720863dfd61

Lykan Hypersport 3.5 მილიონი $
“ლიკან ჰიპერსპორტი” სულ ცოტა ხნის წნი გამოჩნდა “ქატარის ავტო შოუზე” , ის აღჭურვილია პორშეს ,751 ცხენის ძალის მქონე თრავით. რომლითაც 0-100მდე 2,8 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 395 კმ/სთ ანვითარებს.

b2ddefc26e3e

Aston Martin One 77 1 850 000 $
მისი სახელი ყველაფერს ამბობს , სილამაზე და სისწრაფე ერთად , შესღუდული 77 ერთეულამდე (ოფიციალური დახასიათება , არ ვიცი რა ერთეულზეა საუბარი). ამ ამნქანას გააჩნია 750 ცხენის ძალის მქონე ძრავი , რომელიც მას 0დან 100 კმ/სთ მდე 3,4 წამში ასწრაფებს და მაქსიმალურ სიჩქარეს – 354 კმ/სთ-ს ანვითარებს

4e8dc3478eac

Ferrari Enzo 670,000 $
ყველაზე პოპულარული სუპერ ქარი რომელიც ოდესმე შეუქმნიათ მთელს მსოფლიოში.”ენცოს” მაქსიმალური სისწრაფეა 349 კმ/სთ , და 100მდე 3,4 წამში სწრაფდება , ეს მოდელი მხოლოდ 400 ცალი გამოვიდა და აუქციონებზე 1 000 000 აშშ დოლარად და უფრო ძვირადაც კი გაყიდულა.

267d3b8bf682

Lamborghini Reventon $1 600 000
ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლევამოსილი , ცხენის ძალებით გატენილი ლამბო რომელიც ოდესმე გამოსულა. 100მდე 3.3 წამში სწრაფდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 339 კმ/სთ-ს ანვითარებს. ეს მანქანა ძალიან იშვიათი ეგზემპლიარია (მხოლოდ 20 ეგზემპლიარი არსებობს) მისი განსაკუთრებული დიზაინია სწორედ იმის მიზეზი რომ ამ მანქანის ყოლა ასე ძნელია…

85ccdeb60738

Maybach Landaulet 1 380 000 $
Maybach Landaulet – მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სედანი , რომელიც 100 კმ/სთ მდე 5,2 წამში სწრაფდება , მაგრამ ეს მანქანა ხომ ფუფუნებისთვისაა შექმნილი და არა სარბოლო ტრეკზე საასპარეზოდა. “Landaulet” გამოდის კონვერსირებადი სახურავით , რომელიც უკანა მხარეს მთლიანად იხსნება…

de0ba50d35c9

Bugatti Veyron Super Sports 2.6 მილიონი $
ეს ავტომობილი ყველაზე ძვირად ღირებულია , მათ შორის რომლებიც სერიულ გაყიდვაშია. 0-100 მდე 2.5 წამში სწეაფდება . ალბად ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაამყარა Bugatti Veyron-მა მსოფლიო რეკორდი 407 კმ/სთ , მას შემდგე გავიდა წლები და 2010 წელს ამავე წლის მოდელით Veyron Super Sports , “ბუგატიმ” კიდევ ერთხელ მოხსნა რეკორდი ახლა უკვე 430 კმ/სთ. ეს მოდელი ყველაზე სწრაფია მთელს მსოფლიოში რომელიც ლეგალურად დაშვებულია ქალაქისა და ავტოსტრადებზე.

P.S. აქ არ არის მსოფლიოში სიძვირით ცნობილი ავტომობილების სრული სია (ფასები მოცემულია აშშ დოლარებში)

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button