გართობაუცნაური

ყველაზე უცნაური ანდერძები

31e72e17d7e1

1. ისტორიაში ყველაზე უხამსი ანდერძი დატოვა მარსელელმა მეწაღემ. დაწერილი 123 სიტყვიდან 94 სიტყვის წარმოთქმა შეუძლებელია ყველაზე ნაკლებად წესიერ საზოგადოებაშიც კი.

2. ყველაზე მოკლე ანდერძი დატოვა ლონდონელმა ბანკირმა. ის შედგებოდა სამი სიტყვისაგან: “მე სრულიად გავკოტრდი”.

3. ყველაზე გრძელი ანდერძი კი ეკუთვნის შეერთებული შტატების ერთერთ ფუძემდებელს ტომას ჯეფერსონს. დოკუმენტში ქონების საკითხი არეულია ამერიკის ისტორიის შესახებ მსჯელობაში. ამიტომაც ჯეფერსონის მემკვიდრეები თავის კუთვნილ ქონებას იღებდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი გაათავისუფლებდნენ თავის მონებს.

4. ყველაზე დასანანი ანდერძი. ერთმა შუასაუკუნეების ფერმერმა დაუტოვა 100 ლივრი თავის ცოლს, მან დაიბარა თუ ის გათხოვდებოდა დაუტოვებდა კიდევ 100 ლივრს, ხოლო მოტივირება იყო ის, რომ იმ საცოდავს, რომელიც მოიყვანდა მას ცოლად ეს ფული დასჭირდებოდა. სამწუხაროდ იმ დროს განქორწინება აკრძალული იყო.

5. ყველაზე ისტორიულად სასარგებლო ანდერძი დატოვა უილიამ შექსპირმა. ის აღმოჩნდა საკმაოდ მეწვრილმანე ადამიანი და გააკეთა მთელი თავისი ქონების ზუსტი აღწერა, დაწყებული ავეჯიდან დამთავრებული ფეხსაცმელებამდე. ანდერძი არის თითქმის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს შექსპირის არსებობას.

6. გასაგებად ყველაზე რთული ანდერძი დატოვა ცნობილი ფიზიკოსის ნილს ბორის ლაბორანტმა. ანდერძში იყო იმდენი სპეციალური ტერმინები და რთული ფრაზეოლოგიური სიტყვები, რომ მის გასაშიფრად საჭირო დარჩა ექსპერტ-ლინგვისტების მოწვევა.

7. ყველაზე მსხვილი ნაღდი თანხა, რომელიც ოდესმე უანდერძებია ერთ ადამიანს. ჰენრი ფორდმა დატოვა ანდერძი გადაენაწილებინათ 500 მილიონი დოლარი 4157 სასწავლო და საქველმოქმედო დაწესებულებს შორის.

8. ყველაზე ცნობილი ანდერძი დატოვა ალფრედ ნობელმა. ის იქნა გასაჩივრებული ნათესავების მიერ. ანდერძის თანახმად ისინი იღებდნენ მხოლოდ ნახევარ მილიონ კრონს, ხოლო დანარჩენი 30 მილიონი გადაეცა ნობელის ცნობილი პრემიის დაარსებას.

9. ყველაზე საიდუმლო ანდერძი დატოვა მილიარდერმა მიშელ როტშილდმა. კერძოდ მასში ნათქვამია: “კატეგორიულად და უპირობოდ ვკრძალავ ჩემი ქონების ნებისმიერ აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩაევას და მის გამოქვეყნებას…”. ასე რომ ქონების რეალური რაოდენობა დღემდე უცნობია.

10. ცხოველისათვის დატოვებული ყველაზე დიდი ქონება. ამ ანდერძთან არის დაკავშირებული ქონებასთან დაკავშირებული ყველაზე სულელური ისტორია. მილიონერმა და კინოპროდიუსერმა როჯერ დორკასმა მთელი თავისი ქონება 65 მილიონი დოლარი დაუტოვა თავის საყვარელ ძაღლს მაქსიმილიანს. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება ჩათვალა კანონიერად, ვინაიდან სიცოცხლეში მილიონერმა მაქსიმილიანს გაუკეთა სრულიად ადამიანური საბუთები. დორკასმა თავის ცოლს დაუტოვა 1 ცენტი, მაგრამ ქალი იგივე ძაღლის დოკუმენტებით ცოლად გაყვა ძაღლს და მისი სიკვდილის შემდეგ მშვიდად დაიტოვა ქონება, ვინაიდან ძაღლმა ბუნებრივია ანდერძი არ დატოვა.

11. ცნობილმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინმა დატოვა ანდერძი, სადაც მიუთითა, რომ ყველა მისი ფოკუსების საიდუმლოებები ჩაწერა და შეინახა სეიფში, რომლის გაღების უფლებას იძლევა მხოლოდ მისი 100 წლის იუბილეზე. როდესაც აღნიშნულ დღეს ის გააღეს სეიფი ცარიელი აღმოჩნდა.

12. მილიონი ვირტუოზისათვის. დიდმა კომიკმა ჩარლი ჩაპლინმა უანდერძა 1 მილიონი დოლარი იმას, ვინც შეძლებს გამოუშვას ხუთი სიგარეტის კვამლის რგოლი პირიდან და ხოლო მეექვსეს კი მათში გაატარებს. დღემდე ამის გაკეთება ვერავინ ვერ შესძლო. სცადეთ!

13. მოხუცმა გერმანელმა უანდერძა მთელი თავისი მრავალათასიანი ქონება იმ ქალს, რომლის საწოლშიც ის მოკვდებოდა.
გაზეთ Bild-ის ცნობით, 72 წლის როლფ ედენს ბერლინში სამართლიანად ეძახიან ფლეიბოის. როგორც წესი ის ეცნობა ქალებს თავის საცეკვაო კლუბში, რომელიც მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში. მაგრამ ბოლო დროს მისი პოპულარობა ქალებს შორის შემცირდა. ამიტომაც მან გადაწყვიტა ამ უცნაური ანდერძით შეეტყუებინა ქალები ლოგინში. ანდერძში ლაპარაკია იმაზე, რომ ის დაუტოვებს 244 ათასს დოლარს იმას, ვისთანაც ვნებიანად ხვევნაში ის მოკვდებოდა. ” მე მინდა მოვკვდე ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო მშვენიერ მომენტში. ჯერ კარგად გავერთობი ლამაზ ქალთან, მერე დავკავდები მასთან სექსით, მერე მექნება ორგაზმი და ამას მოყვება გულის შეტევა, რის შედეგადაც მე მოვკვდები”- ამბობს ის.
ედენი უპირატესობას ანიჭებს იმას , რომ სიკვდილის დროს მასთან იყოს 30 წელზე ნაკლები ასაკის ქალი. მისი სიტყვებით: “მსურველებმა უნდა იჩქარონ, რადგან მისი ასაკის გათვალისწინებით დარჩენიალია არ ისე დიდი დრო. შეიძლება ეს ხვალინდელი დღეც იყოს”.

14. ერთმა ადვოკატმა, რომელმაც დააგროვა დიდი ქონება, შეაგროვა კოლექცია 11 ძველებური მანქანებისაგან. ყოველი მათგანი სპეციალისტებმა შეაფასეს დაახლოებით 25 მილიონ დოლარად. სიკვდილის შემდეგ ადვოკატმა დატოვა მეტად უცნაური ანდერძი. მისი სურვილით მანქანები უნდა გადანაწილებულიყო მის 3 შვილზე. ნახევარი უნდა გადაცემოდა უროსს შვილს, მეოთხედი შუათანას, ხოლო მეექვსედი ნაწილი უმცროსს. შვილები საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ უნდა გადანაწილებული სწორად ქონება. როგორ უნდა გაეყოთ შუაზე 11 მანქანა, როგორ გამოეყოთ მეოთხედი და მითუმეტეს მეექვსედი.
ქონებაზე კამათის დროს თავისი ახალი სპორტული მაქანით ჩაიარა ცნობილმა ნუმეროლოგმა მისის ზერომ. იკითხა რა ხდებოდა და რითი შეეძლო დახმარებოდა დაღვრემილ ბიჭებს. მას შემდეგ რაც ძმებმა აუხსნეს მიზეზი. მისის ზერომ თავისი მანქანა დააყენა მათი 11 საკოლექციო მანქანის გვერდით. რამდენი მანქანაა აქ? -იკითხა მისი ზერომ. 12 -უპასუხეს ძმებმა. ამის შემდეგ მისი ზერომ 12 მანქანა გაყო ანდერძის თანახმად. ნახევარი ანუ -6 მანქანა შეხვდა უფროსს ძმას. მეოთხედი ანუ 3 მანქანა შუათანას, ხოლო მეექვსედი 2 მანქანა უმცროსს.
6 მიუმატოთ 3 და მიუმატოთ 2 არის – 11 მანქანა, 1 ზედმეტია, ეს ჩემი მანქანაა თქვა მისი ზერომ დაჯდა მანქანაში და წავიდა. “ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ ბიჭებო. ანგარიშის ქვითარს კონსულტაციისათვის გამოგიგზავნით მოგვიანებით!” – მიაძახა ძმებს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button