მისტიკასაკითხავისასარგებლო

სარკოკანიბალიზმი, ანუ უკიდეგანო სიყვარული

გამარჯობათ, დღეს ჩემი პოსტი ცოტათი შემზარავი შეიძლება  გამოდგეს , თუმცა ვიმედოვნებ საინტერესო იქნება მკითხველთათვის.

     რელიგიის წყაროთა შორის უმნიშვნელოვანესია სიკვდილი – სიცოცხლის უმთავრესი და უკანასკნელი საკვანძო მომენტი/კრიზისი. სიკვდილი იმქვეყნიური სამყაროს კარიბჭეა, და არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობით. ადრეული რელიგიის თეორიების უმრავლესობის მიხედვით, სწორედ სიკვდილიდან მოდის რელიგიური შთაგონების მთლიანი თუ არა, უმთავრესი ნაწილი მაინც. საზოგადოდ, ეს ორთოდოქსული თვალსაზრისი მართებულადაა ყველასთვის მიჩნეული. ადამიანმა სიკვდილის ჩრდილქვეშ უნდა იცხოვროს, და მას, ვინც ებღაუჭება სიცოცხლეს და მისი სისრულით ტკბება, ცხოვრების დასასრულის გაგონებისას გული უნდა უსკდებოდეს.

        ყველაზე პრიმიტიულ საზოგადოებებშიც კი , სიკვდილისადმი დამოკიდებულება უფრო რთულია და უფრო მსგავსი ჩვენისა, ვიდრე ვარაუდობენ ხოლმე. ანთროპოლოგები ვარაუდობენ , რომ ცოცხლებს მკვდრების მიმართ დამოკიდებულებაში მთავარი შიშია – ერთი მხრივ გვამის, მეორე მხრივ კი გარდაცვლილის სულის.

დომინანტური ელემენტები – გარდაცვლილის სიყვარული და გვამის მიმართ სიძულვილი, სათუთი გრძნობები პიროვნების მიმართ, რომლის სულიც ჯერ კიდევ ტრიალებს მისი სხეულის ირგვლივ  და აუტანელი შიში იმ საზარელი რამის მიმართ, რაც მისგან დარჩა , ეს – ორი ელემენტი არეულია ერთმანეთზე . ეს აისახება სპონტანურ ქცევაში და რიტუალის ორგანიზაციაში სიკვდილისას, გვამის მოვლისას და მისი თავიდან მოშორების მეთოდში.

დამკრძალავი პროცესები მთელს მსოფლიოში ერთმანეთის მსგავსია. სიკვდილის მოახლოებისას უახლოესი ნათესავები , ზოგჯერ კი მთელი თემი გროვდება მომაკვდავი ადამიანის ირგვლივ და სიკვდილი – ყველაზე პრივატული რამ, რაც ადამიანს აქვს – საჯარო, სათემო მოვლენად იქცევა.

საკუთრივ გლოვა სხეულის ირგვლივ მიმდინარეობს. ხშირია მოფერებისა და პატივისცემის დადასტურების რიტუალური ფორმები (განსაკუთრებულად საქართველოში). თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დგება სხეულის მოშორების საკითხი. მოშორების ჩვეულებრივი მეთოდია (არაპრიმიტულ ქვეყნებში) ღია ან დახურულ საფლავში დამახვა. გამოქვაბულში, შემაღლებულ ადგილას, ფუტურო ხეში ან უდაბურ ადგილას, მიწაზე მოთავსება, დაწვა ან კანოეში ჩაგდება და დინებისთვის გატანა.

ამას მივყავართ მნიშველოვან, ორომაგ წინააღმდეგობრივ მომენტამდე. ერთი მხრივ, არის სხეულის მთლიანი ან ნაწილობრივი შენახვის ტენდენცია , მეორე მხრივ მისი მოშორების, თვალთახედვის არედან განრიდების ლტოვა.

ამ ორმაგი დამოკიდებულების საინტერესო, უკიდურესი და საზარელი გამოხატულებაა სარკოკანიბალიზმი. ეს ტერმინი გულისხმობს გარდაცვლილი პიროვნების ლეშის/სხეული/ნარჩენის შეჭმა, მისდამი პატივისცემის გამოხატვის მიზნით. ეს არის პრიმიტიული ადამიანების რწმენის გადმონაშთი. ეს პროცესი მიმდინარეობს საშინელი უსიამოვნების და ძრწოლის ფონზე, და მას , როგორც წესი, თან ახლავს პირღებინების ძლიერი შეტევა, გონების დაკარგვა და ა.შ ამასთან იგრძნობა, რომ ეს არის უმაღლესი მოწიწების, სიყვარულის და ერთულების აქტი, რადგან ამგვარ სისაძაგლეზე წასვლა მხოლოდ ღმად ფანატიკოს ან უგონოდ შეყვარებულ ადამიანსღა შეუძლია. შეგიძლიათ ერთი წამით დაფიქრდეთ ადამიანები რაზე მიდიან, რათა გარდაცვლილი ახლობლის სული იხსნან , მას პატივი და ღირსება მიაგონ. ის მიიჩნევა წმინდა მოვალეობად ახალი გვინეის მელანეზიელებში, სადაც მას დააკვირდნენ უამრავი მეცნიერები თუ სწავლულები და შეიშწავლეს ეს რიტუალი.

ამ რიტუალს საიდუმლოდ დღემდე ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ხელიოსუფლება მას მკაცრად კრძალავს. სხეულის გარდაცვლილის ცხიმით გაპოხვა, რაც ავსტრალიაშია გავრცელებული ალბათ ამ წესის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ეს ყველაფერი არის პრიმიტიული  რწმენისა და მაგიის ნაყოფი, რომ ყველა ეს ზემოთხსენებული რიტუალები უნდა შესრულდეს გარდაცვლილის პატივსაცემად. ამგვარი რადიკალიზმი და სისაძაგლე ჩვენში იწვევს ზიზღისა და სიძულვილის გრძნობას , თუმცა ყურადსაღები ფატი ისაა , რომ ამგვარი რიტუალები დღესაც ხორციელდება მთელ რიგ ქვეყნებში და მას , როგორც მწინდა რიტუალს  მოიხსენიებენ.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო   BBC-ის ვიდეო , რომელიც სიკვდილის რიტუალებს ეხება:

 

გამოყენებული ლიტერატურა : შესავალი თანამედროვე აზროვნებაში(შ.თ.ა)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close