ცათამბრჯენი ქარის ტურბინებით
პეკინში ბაზირებულმა კომპანიამ Decode Urbanism Office-მა შეიმუშავა ინოვაციური ცათამბრჯენის დიზაინი, რომლის ექსტერიერი ათასობით ქარის ტურბინით იქნება დაფარული, შენობის ელექტროენერგიით მომარაგება შეუძლიათ.
განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იქნება ეს შენობა ღამით, რადგან ტურბინები სპეციალური ნათურებითაა დაფარული და ცათამბრჯების გარსი მთელი ღამის განმავლობაში კაშკაშებს. შენობის სიმაღლე 350 მეტრია, ის ჩინეთის ქალაქ ტაიჩუნგში აშენდება. შენობაში განთავსდება საცხოვრებელი ფართები, მუზეუმები , ოფისები, კინოთეატრები, სპორტული დაბაზები , კომერციული ობიექტები და ასე შემდეგ.
შენობის დიზაინი ინსპირირებულია ქლიავის ყვავილისაგან, რომელიც ჩინეთის და ტაივანის ნაციონალურ ყვავილადაა მიჩნეული.
მექანიკური ქარის ენერგიის გენერატორები ფასადის შიგნითაა მოთავსებული, თითეულ გენერატორზე ნათურაა დამაგრებული, რომელიც გარკვეულ ცივრცეს ანათებს ღამით, განათების სიკაშკაშე გამომუშავებულ ენერგიაზეა დამოკიდებული. ნათურების ფერის შეცვლა ხდება ამინდისა და სეზონის მიხედვით.