გართობაკულტურა

Shimizu Mega-City Pyramid – სამეცნიერო ფანტასტიკა თუ რეალობა

f25334ff6e48
ბუნებრივია ყველა იცნობთ ეგვიპტის პირამიდებს, წიგნებიდან , ჟურნალებიდან , ინტერნეტიდან ან ტელევიზიიდან. თუ გიფიქრიათ იმაზე როგორი იქნებოდა ცხოვრება პირამიდაში? ალბათ არაკომფორტული, იმის გამო რომ კედლები ქვისგან არის აშენებული და ვენტილაცია პრაქტიკულად არ არსებობს, ისევე როგორც ფანჯრები. ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნება ცხოვრება თანამედროვე პირამიდაში, ისეთში როგორიცაა Shimizu Mega-City Pyramid.

Shimizu Mega-City არის პირამიდი ფორმის ნაგებობა, რომლის მშენებლობა იაპონიაში, ტოკიოს ყურეშია დაგეგმილი. შენობის მთლიანი ზომა გიზის ყველაზე დიდ პირამიდაზე 14-ჯერ დიდი იქნება. ის ისტორიაში ადამიანის მიერ შექმნილი უდიდესი ობიექტი იქნება, რომლიც 750 000 ადამიანს დაიტევს. ნაგებობა იმდენად მაშტაბურია, რომ მისი აშენება თანამედროვე ტექნოლოგიებით პრაქტიკულად შეუძლებელია, მისი წონის გამო. თუმცა მომავალში ნანო ტექნოლოგიების დახვეწა, პროექტის განხორციელებას შესაძლებელს გახდის.
0544aa6b6818
პირამიდა ერთგვარი ქალაქი იქნება, მასში გათვალისწინებულია 240 000 საცხოვრებელი ფართი, რაც როგორც ზევით ვთქვით 750 000 ამდე ადამიანის განთავსების საშუალებას იძლევა. საცხოვრებელი ფართების გარდა, შენობაში განთავსდება ოფისები და კომერციული ობიექტები, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებს. ადამიანების გადაადგილებისათვის მოუწყობა სპეციელური ექსკავატორები, ლიფტები და თვითმავალი ბილიკები.

b8ff499ee270
დღეისათვის პროექტის განხორციელება არც თუ ისე რეალურად გვეჩვენება, მაგრამ თუ გავიხსენებთ რომ ნათურის შექმნის მომენტში მხოლოდ მე-1000 ცდა აღმოჩნდა წარმატებული, ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდება.

a820a189ca7b

04f876b49707
a8a7f411bdcb

მსგავსი ამბები

Back to top button