არქივი

მედიტაცია (პრაქტიკაში)

3bc5117ec8b7

უფრო უკეთესი იქნება მედიტაციას თუ დაიწყებთ ჯდომით, ისე მედიტაცია შესაძლოა დგომის დროსაც, სიარულისას და ა.შ. მაგრამ მჯდომარე მდგომარეობაში ფიქრები უფრო არ გვაწუხებს, ასე რომ ასე დაიწყეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ იყოს მშვიდი გარემო, ასეთ შემთვევაში უფრო ადვილია მედიტაცია, შემდეგ, როცა შეეჩვევით შეძლებთ ხმაურიან გარემოშიც მოახდინოთ მედიტირება. ასევე უკეთესი იქნება თუ პროცესის დროს თავისუფალი ტანსაცმელი გეცმევათ, (ანუ არ უნდა შეგაწუხოს).
მედიტაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს პოზას, ძირითადად არსებობს 4 პოზა: სრული ლოტუსის პოზა, ნახევრად ლოტუსის, მეოთხედი ლოტუსის და ბორმული პოზა.

1. f5825171fa10

4085d5d1cc20
ბირმული პოზა

2. 874092ffb91c

81c8f2fb8bc7
ნახევრად ლოტუსის პოზა

3. 45ec0dadbdb6

9598baafe342
სრული ლოტუსის პოზა

საჭიროა რომ წელში იყოთ გამართული, კისერიც გასწორებული უნდა გქონდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მედიტაცია ძილის მომგვრელი საშუალება ნამდვილად არაა : )
დაჯდომისას უმჯობესი იქნება თუ რაიმეს დაიფენთ ქვეშ, და ასევე სასურველია თუ პატარა ბალიშსაც მოიშველიებთ და ზედ დაჯდებით უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.
ვიწყებთ სუნთქვაზე დაკვირვებას გონებით. სუნთქვა აუცილებლად ხდება ცხვირით და არავითარ ემთხვევაში პირით.  და ამასთანავე  შესუნთქული ჰაერი ფილტვებში კი არ გადაიტანოთ, არამედ მუცელში. (აი ცხვირიდან რომ შეისუნთქავთ ჰაერს, მუცელი უნდა ივსებოდეს თითქოს ამ ჰაერით ) ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ყურადღება აუცილებლად გაიფანტება საწყისს ეტაპზე (და მერეც, როცა პრაქტიკა გაღრმავდება, თუმცა ნაკლებად). შეიძლება თავიდან 1 ან 2 ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ მალევე გადავალთ ფიქრებში და ყველანაირი ფიქრი მოვა თავში. სანერვიულო არაფერია, პირიქით, ზუსტად ეს გვასწავლის ყველაფერს (საკუთარი და მილიონობით ადამიანის გამოცდილებიდან ვამბობ). როგოც კი გავიაზრებთ, რომ ყურადღება სუნთქვაზე დაკვირვებიდან შორს წავიდა, ეგრევე დავუბრუნდებით სუნთქვაზე დაკვირვებას. ისევ, შეიძლება 1-2 სუნთქვის ციკლი იყოს ყურადღების ობიექტი და გონება ისევ სადღაც გაიქცევა. და ა.შ. გრძელდება მთელი ციკლი მედიტაციის დამთავრებამდე. შიკანტაზაში სუნთქვა ხდება მუცლით და ყურადღების კონცენტრაცია ხდება მუცლის ამობერვა/ჩაბერვაზე.
საერთოდ მედიტაციის დაყოფა ორ ეტაპად ხდება, ესენია შამათა და ვიპაშიანა.
შამათა ნიშნავს სიტყვასიტყვით კონცენტრაციის გამომუშავების პრაქტიკას. ზემოთ აღნიშნული მედიტაცია კონცენტრაციის გამომუშავების ფორმა უფროა, ანუ შამათა მედიტაციაა. ვიპაშიანა მოდის შამათას შემდეგ და ამ მედიტაციის მიზანია ჭვრეტის (და საბოლოოდ სიბრძნის) ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანური “მე”-ს შეცნობაში გამოიხატება. ვიპაშიანის საშუალებით ადამიანი უშუალოდ აცნობიერებს, რომ “მე” არის უბრალოდ სიტყვა. კონცეფცია და მეტი არაფერი; რომ “მე”-ს უკან არაფერი არ დგას. შიკანტაზაში მედიტაციის დაყოფა ეტაპებად არ ხდება. არამედ, ძენის წარმომადგენლები ამბობენ, შიკანტაზა უკვე მოიცავს შამათასაც.
თუ მედიტაციის დროს ზიხარ და იცი, რომ “აი ახლა ხმა გავიგე”, “აი ახლა სუნთქვას ვაკვირდები”, “აი ახლა ფიქრმა გაიელვა თავში” და ა.შ.,
მაშინ შიკანტაზას არ ასრულებ. ან, თუ ფიქრობ/გრძნობ “აი ახლა ვერაფერს ვერ ვგრძნობ”, არც მაშინ ასრულებ შიკანტაზას. როგორც ვთქვი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ძენის ოსტატები ამბობენ, რომ ჯობია შიკანტაზა მასწავლებლის ზედამხედველობით მოხდეს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებელი არ არის საჭირო. უბრალოდ თუ დაჯდებით ყოველდღე და არაფერზე იფიქრებთ, ბოლო-ბოლო შეძლებთ ამ მედიტაციას.

იმისთვის, რომ მედიტაცია გამოგივიდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე გააკეთებთ ამას, ან რამდენი ხნით, მთავარია ყოველ დღე გააკეთოთ, რეგულარულად და ცდა არ დააკლოთ, დასაწყისშივე არ უნდა ელოდოთ რომ მაშინვე ნირვანაში აღმოჩნდებით, შედეგი თანდათანობით მოვა.

მედიტაციის დროს თუ ფიქრები შეგაწუხებენ და კონცენტრაციას ვეღარ ახდენ სუნთქვაზე, შემოუშვი ეს ფიქრი გონებაში, დაარქვი მას რაიმე

სახელი, ვთქვატ  ,,სამსახურის გამო წუხილი” ან ნებისმიერი სხვა რამ  და უმალვე ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ. მედიტაცია ეს ის პროცესია, რომლის დროსაც გონება თითქოს გამორთულივით უნდა იყოს,

არ უნდა იფიქროთ არაფერზე.   ტვინი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობს, ამ პროცესის დროს ისვენებს.

მედიტაციისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა.  ის გავლენას ახდენს რა თქმა უნდა მთელ პროცესზე. აქვე დავდებ რამოდენიმე მედიტაციური
მუსიკის გადმოსაწერ ლინკს:

http://bin.ge/file/103723/The-Sounds-of-Nature–Electrifying-Thunderstorms.mp3.html

http://bin.ge/file/103725/iri-lekveishvili–meditacia-.mp3.html

http://bin.ge/file/103726/iri-lekveishvili–meditation-music-.mp3.html

http://bin.ge/file/103735/meditacia.mp3.html

http://bin.ge/file/103737/meditacia1.mp3.html

მსგავსი ამბები

Back to top button