არქივი

5 თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევა თევზჭერისათვის

49cbc91c271c
მაისიდან იწყება პიკნიკებისა და თევზაობის სეზონი, ეს ის დროა როდესაც ამ სპორტის მოყვარულები ახდენენ სანაპიროების ოკუპირებას. დღეს არის ბევრი ტექნოლოგიური მიღწევა მეთევზეებისთვის.

თევზის სკანერი Deeper Smart Fishfinder
e59ad030af6a
მოწყობილობა სახელად Deeper Smart Fishfinder წარმოადგენს პატარა ბურთულას, რომელსაც მეთევზე ისვრის წყალში, რომ გაიგოს სად უნდა ეძებოს თევზს. ეს დევაისი აღჭურვილია ექოლოტით და სხვა ინსტრუმენტებით, რომლებიც აგებინებენ მომხმარებლებს თევზის მდებარეობას, სიღრმეს და წყლის ტემპერატურას. ყველანაირი ინფორმაციის მიღება Deeper Smart Fishfinder-ისგან მომხმარებელს შეუძლია სმარტფონზე Wi-Fi-ით ან Bluetooth-ით. მოწყობილობა მუშაოს მხოლოდ Android-ზე და iOS-ზე.

Fishing Camera – კამერა ანკესისთვის
a02df339a6f6
როგორც ცნობილია მტერს უნდა იცნობდე სახეში – მისი ჩვევები, მისი ცხოვრების წესი და აზრებიც კი. სწორედ იგივე უნდა ქნას მეთევზემ თავისი საქმიანობის დროს. ამაში მათ დაეხმარება სპეციალური მოწყობილობა Fishing Camera, რომლითაც შეგიძლიათ აღჭურვოთ ნებისმიერი ანკესი. Fishing Camera შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ეს არის წყალგამძლე კამერა, რომელიც უნდა დააყენო კაუჭზე, ხოლო მეორე კი ანკესის დასაწყისში, რომ დაინახო თევზი წყალში და ფოტო გადაუღო მას.

Corian Fishing Dock – სათევზაო მისადგომი
8b515e9c092f
Corian Fishing Dock მოეწონებათ მათ ვინც ცხოვრობს მდინარის ნაპირთან და მზადაა ჩადოს გარკვეული ფული კარგი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. საუბარი მიდის საკმაოდ მარტივ, მაგრამ ეფექტურ სისტემაზე, რომლითაც გაზრდით დაჭერილი თევზის რაოდენობას. Corian Fishing Dock ეს არის თევზსაჭერი მისადგომი სავარძლით, რომლის შეხებისას წყლის ქვეშ ინთება სინათლე, ხოლო სინათლე იზიდავს თევზს. ეს არის კომფორტის და სარგებლის ნაზავი.

სათანაშო ხომალდი RC Fishing Boat
d5d16fbb5570
ყოველი პატარა ბიჭი ბავშობაში ოცნებობდა მანქანაზე, ვერტმფრენზე ან ხომალდზე დისტანციური მართვით. დიდობაში კი კაცები ცდილობენ ამ სურვილებს მისცენ პრაქტიკული აზრი, მაგალითად, ხომალდი შეიძლება გახდეს საშუალება, რომელიც დაეხმარება ადამიანს თევზაობაში. RC Fishing Boat შეუძლია ცურვა წყლის ზედაპირზე და ასევე შეუძლია გაიგოს წყლის ტემპერატურა და თევზების მოძრაობა სიღრმეში. მას შეუძლია გაცუროს რამდენიმე ასეული მეტრი და გადასცემს ინფორმაციას არა მობილურ ტელეფონზე, არამედ სპეციალურ მართვის პულტზე, რომელიც აღჭურვილია შავ-თეთრი დისპლეით.

ვირტუალურ-რეალური თევზაობა Virtual Master Real-ით
74c9d8c5928b
Virtual Master Real ეს არის მოწყობილობა მათთვის, ვისაც უყვარს თევზაობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ შეუძლია სათევზაოდ წასვლა. არის თევზაობის და დასვენების ბევრი სიმულატორი, მაგრამ მხოლოდ მოცემულ მოწყობილობას შეუძლია გადასცეს მფლობელს ნამდვილი, მაგრამ არა ვირტუალური გრძნობები. Virtual Master Real ეს არის მანიპულატორი, რომელიც აღჭურვილია დისპლეით. მისი დახმარებით შესაძლებელია მოიწყოთ ნამდვილი თევზაობა, დაელოდეთ და შემდეგ მოქაჩეთ ვირტუალურ თევზს სახლიდან გაუსვლელად.

მსგავსი ამბები

Back to top button