გასართობისაკითხავისასარგებლო

11 ყველაზე უცნაური შეკითხვა სამუშაოზე აყვანისას.

თანამედროვე კომპანიები ახალი კადრების აყვანისას არა მხოლოდ მათი თეორიული ცოდნით ინტერესდებიან, არამედ არასტანდარტული აზროვნებითაც. პოტენციურ მომუშავეს შეიძლება შესთავაზონ თავსატეხის ამოხსნა, თავისი მუსიკალური ტალანტის დემონსტრირება ან კიდევ… იატაკის მოწმენდაც. 
Forbes-მა ჰედჰანთერების და რეკრუიტერების დახმარებით გამოაქვეყნა სტატია ყველაზე უცნაურ ტესტებზე და მათზე სწორად რეაგირების შესახებ.

ამოცანა ბანკირებისთვის

ტესტი:
 ერთ-ერთ მსხვილ ბანკში ანალიტიკოსის აყვანისას კანდიდატებს სთავაზობენ გადაწყვიტოს ასეთი ამოცანა: ,,ერთი ადამიანი 13-ე სართულზე ცხოვრობს, მაგრამ ლიფტით 12-მდე ადის და მერე ფეხით აგრძელებს. ლიფტით ჩამოსვლისას 13-დან მოდის ხოლმე. რატომ?”
მიზანი: აქ არა ამოცანის სწორი გადაწყვეტაა მნიშვნელოვანი, არამედ პოტენციური ანალიტიკოსის მსჯელობის გაგება, რამდენად თამამად მსჯელობს ის ხმამაღლა.
სწორი პასუხი: ,,ეს ადამიანი – ბავშვია! მე-13 ღილაკს ვერ უწვდება.”


თავსატეხი კონსალტერებისთვის

ტესტი:
 ,,არის ფირმა, რომელიც ფეხსაცმელს აწარმოებს. ქარხნები რუსეთში და კონგოში აქვს, სადაც ერთსა და იმავე მოდელებს ქმნიან. ორივე ქარხანაში ,,შავად” იპარავენ. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ პერსონალმა აღარ მოიპაროს რაიმე საკადრო ცვლილების გარეშე?”
მიზანი: გამჭრიახობის შემოწმება.
სწორი პასუხი: მარცხენა ფეხსაცმელი რუსეთმა აწარმოოს, მარჯვენა – კონგომ. ამ შემთხვევაში მოპარვას აზრი აღარ ექნება.

შეკითხვები საკვებზე

ტესტი: 
ამერიკული ინტერნეტ-პროვაიდერი Bandwith.com-ის გასაუბრებაზე შეიძლება გკითხონ, სამზარეულოს რომელ ინვენტარად ისურვებდა კანდიდატი ყოფნას, ან რას მოამზადებს, თუ დამსაქმებლის წარმომადგენლები ვახშამზე ეწვევიან.
მიზანი: ამგვარი კითხვები მიმართულია იმაზე, რომ დააკვირდნენ ადამიანს, თუ როგორ იქცევა უჩვეულო სიტუაციებში.
სწორი პასუხი: ჰედჰანთერების რჩევით, პასუხის შერჩევისას ყველაზე სწორია – დარჩე იმად, რაც ხარ. აქ სხვადასხვანაირად შეიძლება პასუხის გაცემა. ,,მინდა ვიყო ყვავილებიანი ქვაბი”, ,,მიყვარს ფარელი ნაღების სოუზში” ან ,,თქვენი შეკითხვა არაკორექტულია, არ გიპასუხებ.” ნებისმიერი ივარგებს.


პირდაპირი შეკითხვა პიკანტურ თემაზე

ტესტი: 
მდედრობითი სქესის ნებისმიერი სპეციალიზაციის პრეტენდენტისთვის ტიპიური კითხვაა: ,,როდის აპირებთ ბავშვის გაცენას?”
სწორი პასუხი: საკადრო სამსახურის პროფესიონალთა აზრები განსხვავდება. ისინი გირჩევენ გულწრფელად უთხრათ დეკრეტული შვებულების საორიენტაციო პერიოდი, სხვები – უბრალოდ უთხრათ ,,უკომენტაროდ.”

ტესტი ქათიანურების მოყვარულთათვის

ტესტი:
 გასაუბრების დასასრულისთვის Kraft Foods (მსოფლიოში სიდიდით მეორე კონცენრნი შეფუთული კვების პროდუქტების წარმოებაში)-ის მენეჯერბი ამბობენ: ,,ახნა შემაფასეთ, როგორც ინტერვიუერი 1-დან 10-დე შკალაზე.”
მიზანი: როგორც წესი ასეთ ეთავაზებაზე იბნევა ხალხი. ერთია ქოლ-ცენტრის ოპერატორის შეფასება კონსულტაციის ხარისხზე, და მეორე ეს – უყური თვალებში იმას, ვიზეც შენი მომავალი კარიერაა დამოკიდებული და უთხრა, რომ არ მოგეწონა ის თავისი შეკითხვებით. ამით კანდიდატის სითამამეს ამოწმებენ.
სწორი პასუხი: გასაუბრების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, ქათინაურს გაუკეთებს ,,მაძებარი”, თუ გულწრფელად გამოთქვამს თავის აზრს.


სმენის შემოწმება

ტესტი:
 Haas Business School-ში მიღებისას მომავალ სტუდენტებს სთხოვენ დაწერონ თემა: ,,ჩემი საყვარელი სიმღერა”. ნებისმიერი ჟანრის არჩევა შეიძლება. მთავარია ახსნა, რატომ მოგწონს მაინცდამაინც ეს. კომპანია LivingSocial (ამერიკული ფასდაკლებების სერვისი)-ში არა მხოლოდ ეკითხებიან საყვარელ სიმღერაზე, არამედ მის შესრულებასაც სთხოვენ. ხოლო კომპიუტერების მწარმოებელ Dell-ში კადიდატებს ეკითხებიან: ,,რომელი სიმღერები ასახავს ყველაზე კარგად თქვენს პროფესიულ ეთიკას?”
მიზანი: ჰედჰანთერების ყურადღება მუსიკისადმი იმით აიხსნება, რომ სიმღერაში ადამიანი უფრო მალე ისხნება და საუკეთესო მხრიდან.


გამოცდა კლეპტომანებისთვის

ტესტი: 
Jiffy Software-ში, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია მობილური მოწყობილობების წარმოებაში, გასაუბრებაზე მისულს ეკითხებიან: ,,მოგიპარავთ როდესმე სამსახურიდან კალმები?”
სწორი პასუხი: საუკეთესო ვარიანტი აქ გულწრფელობაა. ,,ამიღია და ავირებ ხოლმე. სხვა რისთვისაა ის საჭირო?!” – ასეთი პასუხი სავსებით დასაშვებია.

რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ სამუშაოდ?


ტესტი:
 აშკარად მნიშვნელოვანი შეკითხვა გასაუბრებაზე, მაგრამ ამავდროულად დაბნეულობის გამომწვევი: ,,რით შეგიძლიათ წაადგეთ ჩვენს კომპანიას?”
მიზანი: აქ არც კომპანიის ქება და დიდება უნდათ მოისმინონ, არც ის, თუ რა შესანიშნავი პროფესიონალი ბრძანდებით.
სწორი პასუხი: იმაზე იმსჯელეთ, თუ როგორ გეგმავთ მოცემულ კომპანიაში განვითარებას და რას გააკეთებთ მისი განვითარებისთვის.


სტრესული გამოცდა


ტესტი: 
საკურიერო ოფისში Neppost თანამშრომლებს სტრესულ ინტერვიუს უტარებენ. ჯერ ალოდინებენ საათნახევარი-ორი საათი, შემდეგ კი შეიძლება შესთავაზონ იატაკის ან ჭურჭლის დარეცხვა.
მიზანი: ასეთნაირად მომავალ კურიერს უთამაშებენ იმ სიტუაციაში, რომელშიც შეიძლება აღმონჩდეს მომავალში, ამზადებენ იმათთან საურთიერთოდ, ვინც არ სცემს მომსახურე პერსონალს პატივს.
სწორი პასუხი: თუ კანდიდატი ვერ იტანს უხეშობას, თვითონ წავა. მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია არ ძაბავს, წმენდს იატანს და … მუშაობას იწყებს.

მოკლე ექსკურსი პოლიტიკაში

ტესტი: 
,,როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ამ ქვეყანაში 10 წლის მანძილზე?” – ზუსტად ესკითხვა შეიძლება დაუსვან ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რუსულ კონსალტინგურ კომპანიაში.
მიზანი: ნუ შეშინდებით, თუ ამ კითვას გაიგებთ. გამოცდა ხომ არაა პოლიტოლოგიაში. უბრალოდ დამსაქმებელს სურს შეამოწმოს, რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ტვინის გადართვა და ნებისმიერი პროვოკაციული თემის შენარჩუნება.

იდეალური სამყარო

ტესტი: 
 IT-კომპანია Novell-ში გასაუბრებაზე ასეთ კითვას სვამენ: ,,როგორი ურთიერთობა ექნებოდა ხალხს იდეალურ სამყაროში?”
სწორი პასუხი: მთავარია – არ გაჩუმდეთ და ფანტაზიორობა სცადოთ მაინც

 

წყარო: https://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close