კულტურაუცნაური

საიდუმლო გახსნილია

original paintings an army of elepants
ამერიკაში მეცნიერებმა სპილოების საიდუმლო ენას მიაგნეს, ასე იუწყება The Telegraph . ხმის სპექტრის გამოყენებით, ადამიანის ყურისთვის მიუწვდომელი ბგერებით, სპილოები ერთმანეთში საუბრობენ, ერთმანეთს ატყობინებენ საფრთხის მოახლოებას, შერკინებისთვის მზადებას, მშობიარობის დაწყებას და მრავალ სხვა რამეს უზიარებენ ერთმანეთს. მეცნიერების მონაცემთა ბაზის მიხედვით ხმათა სპექტრში გადის 2/3 სპილოების საუბარი.

ყველა ბავშვმა იცის , რომ სპილოები ძალიან ბევრს „მუშაობენ“ , მაგრამ რაოდენ რთული საიდუმლო ამოხსნეს კალიფორნიის ზოოპარკის მეცნიერბმა სათქმელადაც ძნელია.

იმისათვის რომ ზოოლოგებს დაედგინათ თუ რაზე საუბრობენ ერთმანეთში სპილოები, მეცნიერებმა ორი მდედრი სპილო აირჩიეს. მათ ყელზე დაუმაგრეს სუსტი ბგერების მგრძნობიარე მიკროფონი და GPS მოწყობილობა. მენციერებმა კორელაცია შეძლეს იმ ხმებს შორის , რომლებსაც ისინი ერთიდაიმავე საქმოანობის დროს გამოცემდნენ.

კვლევის მეთაურმა მეთ ანდერსონმა თქვა: „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ კვლევის შედეგით . ჩვენ შევძელით დაგვედგინა თუ როგორი იერარქია არის მდედრ სპილოებს შორის და როგორ „თანამშრომლებენ“ და ეხმარებიან ერთმანეთს ისინი“.

ასე დაადგინეს მკვლევარებმა , რომ ორსული სპილოები იყენებენ დაბალტალღოვან ხმებს, რათა სხვებს შეატყობინონ თავისი მშობიარობის დაწყების თაობაზე.
elepants

დაბალტალღოვან ხმებს ასევე იყენებენ საფრთხის დროს, როცა მტაცებელი მათ ტერიტორიას უახლოვდება და მათ სიცოცხლეს საფრთხით ემუქრება.

ძუ სპილოებს შეჯვარება წელიწადში სამჯერ შეუძლიათ და ამ პერიოდებში გამოცემული ხმები მამრ სპილოებს ოთხი კილომეტრის მანძილზეც კი ესმით. ალბათ, მომდევნო ქმედებებისგან გამოწვეული ხმების შინაარსის ამოცნობა თქვენთვის მიმინდია …..

მსგავსი ამბები

Back to top button