უცნაური

ქიმიური ნივთიერება – გალიუმი

2b8ce8b26ac3

გალიუმი არის მარტივი ნივთიერება რომელიც მჩატე ლითონების ჯგუფს მიეკუთვნება.აბა, ქიმიის და აღმოჩენების მოყვარულებო, ჩემი პოსტი შეეხება ქიმიურ ნივთიერებას – გალიუმს.

გალიუმი არის მარტივი ნივთიერება რომელიც მჩატე ლითონების ჯგუფს მიეკუთვნება.ეს არის რბილი მოვერცხლისფრო
ფერის ლითონი, რომელიც თავიდან მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა გალიუმი შეიძლება სამივე ძირითად აგრეგატული მდგომარეობაში ვიხილოთ(მყარი,თხევადი,აირადი).გალიუმი ისეთი ნივთიერება რომელიც საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით +29 გრადუსიდან ლღვება.მისი გადნობა ხელის გულზეცაა შესაძლებელი.

dc14e0e9e093

გალიუმის მცირე ისტორია

გალიუმი ლათინური სიტყვა “gallia”-საგან წარმოიშვა. ამ სიტყვის მნიშვნელობა საფრანგეთს წარმოადგენს.გალიუმი პირველად აღმოაჩინა Paul Emile Lecoq de Boisbaudran-მა 1875 წელს. ამ აღმოჩენის შემდეგ 1875 წლის 20 სექტემბერს პარიზის მეცნიერების სხდომაზე განიხილეს მისი აღმოჩენილი ნივთიერება რამაც მათში აღრფთოვანება გამოიწვია. ამ ნივთიერებას გალიუმი საფრენგეთის პატივსაცემად დაარქვეს.

გამოყენება

გალიუმი ასევე შეიძლება გალღვეს ოთახის პირობებში.გალიუმი ძვირადღირებული ნივთიერებაა, რომელიც 2005 წელს საერთაშორისო ბაზარზე 1,2 მილიონი დოლარი ღირდა. გალიუმი ასეთი ძვირი იმიტომ ღირს, რომ იგი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. იგი დედამიწის ქერქშია მოქცეული და ძალიან მცირე რაოდენობას წარმოადგენს. მისი პროცენტული მაჩვენებელი 0.002% – ზე ნაკლებია, ამიტომაც ღირს გალიუმი ასეთი ძვირი. მაღალი ტემპერატურისას გალიუმს შეუძლია დაშალოს ზოგი მასალა და მისი ზემოქმედება უფრო ძლიერია ვიდრე სხვა რომელიმე ლითონის განადნობი. ეს ნივთიერება განსაკუთრებული იმით არის, რომ აქვს იმის შესაძლებლობა, მინა გადააქციოს სარკედ. გალიუმი მინას ეფინება თხევადი სახით და შემდეგ იცვლის აგრეგატულ მდგომარეობას ანუ გადადის მყარში რის შედეგადაც სარკე წარმოიქმნება. მიუხედავად ამისა, მას ამ კუთხით ფართო გამოყენება არ აქვს, რადგან მარტივი წარმოსადგენია, რთულია სარკე მუდმივად 29 გრადუსზე დაბალ ტემპერატურიან ოთახში ამყოფო.

სარკის დამზადება გალიუმისგან

გალიუმის კოვზი დნება წყლით სავსე ჭიქაში:

c52c4b440aac

 

 

Ulquiorra

მომავალი პროგრამისტი. ჰობი: გიტარაზე დაკვრა, ანიმაციური ფილმები.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button