გასართობისასარგებლოუცნაური

დახრილი კოშკების კრებული


Bad Frankenhausen, გერმანია.ზოგიერთი მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული სასწაული არ გამოირჩევა სწორი ვერტიკალური ხაზებით – მსოფლიოში ძალიან ბევრი დახრილი კოშკია. ზოგიერთი მათგანი ესე აშენდა, და ზოგიერთმა დროთა განმავლობაში  დაიწყო დახრა . აქ არის ამ კოშკების რამოდენიმე საუკეთესო ფოტო.


Torre Delle Milizie, რომი, იტალია
ამ შენობის თავდაპირველი სიმაღლე ცნობილი არ არის, მაგრამ დიდი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც 1348-ში მოხდა, ზემო ორი სართული დაინგრა და მისი სიმაღლე 50 მეტრი გახდა. ამ მიწისძვრამ ასევე გამოიწვია ამ სტრუქტურის დახრა.


სუურჰუსენის დახრილი კოშკები, გერმანია
ეს 27 მეტრიანი აგურის შენობა აშენდა დაახლოებით 1450 წელს და დღეს მისი დახრა არის დაახლოებით 5.19 გრადუსი. რატომ არის ეს შენობა დახრილი? შენობა იდგა მუხის ფესვებზე, რომლებსაც მიწის წყალი აცოცხლებდა, მაგრამ IX საუკუნეში ეს წყალი დააშრეს, ამან კი მუხის გახმობა გამოიწვია. ამ გამხმარმა მუხამ კი ვერ გაუძლო შენობის სიმძიმეს და შედეგიც სახეზეა.


ტელუკ ინტანის კოშკი, მალაიზია
ეს კოშკი აშენდა IX საუკუნეში. მას მერე მას ბევრი გამოყენება ჰქონია. 1941 წელს, ქვეყნის ოკუპაციის დროს, ის საყარაულო კოშკიც კი იყო. გარედან 8 სართულიან შენობას გავს მაგრამ შიგნიდან იგი მხოლოდ სამ ნაწილად არის დაყოფილი.

 


ნევიანსკის კოშკი, რუსეთი
ამ XVIII საუკუნის კოშკის აგების მიზეზი არავინ არ იცის. ის შეიძლება იყოს სალოცავი, საყარაულო კოშკი და ბევრი სხვა. ამ შენობის სიმაღლე არის 57.5 მეტრი, მისი გადახრა კი 2.2 მეტრი.

ამ შენობის შესახები კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის რომ მასში არის აგებული აკუსტიკური ოთახი, სადაც თუ ერთი ადამიანი დადგა ამ ოთახის ერთ კუთხეში, მეორე კი მეორეში, ერთი მეორის ჩურჩულსაც კი გაიგებს. როგორც ამ კოშკის დანიშნულება, ამ ოთახის დანიშნულებაც არავინ არ იცის.

 


პიზას კოშკი, იტალია
და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დახრილი კოშკი. ეს კოშკი დახრილი იყო 5.5 გრადუსით, მაგრამ 1990-2001 წლებს რესტავრაციის სამუშაოების შემდეგ, მისი დახრა მხოლოდ 3.99 გრადუსია. ეს იმას ნიშნავს რომ ამ კოშკის თავი 3.9 მეტრით გვერდზეა იმასთან შედარებით, თუ სად იქნებოდა ის შენობის სისწორისას. ამ კოშკის აშენებას მოუნდა 200 წელი. კოშკი აშენებიდან(1173) ცოტა ხნის მერე გადაიხარა.


როგორ დაიხარა პიზას კოშკი :)

 

თეგები

lukabuz

--empty--

მსგავსი ამბები

Close
Close