საკითხავისასარგებლოუცნაური

ნაპოვნი სამოთხე და უცნაური ფრინველები

ცხრა წლის წინ ორმა კაცმა ძალიან უჩვეულო კვლევა წამოიწყო:მიზნად დაისახეს მოეძიათ და ფირზე აღებეჭდათ ლეგენდარული სამოთხის ფრინველების არსებული 39-ვე სახეობა. ვერც ედვინ სქოულსი (ორნითოლოგი) და ვერც ტიმ ლეიმანი (ბიოლოგი და ფოტოგრაფი) წარმოიდგენდა, როგორი ემოციებით აღსავსე თავგადასავლები ელოდათ ახალ გვინეაში – სამოთხის ფრინველთა სამშობლოში.

დაუსრულებელი მგზავრობა ვერტმფრენით და გრძელი ლაშქრობები დატბორილ ბილიკებზე; ორჯერ ნავს ძრავა გაუფუჭდა და ზღვის დინების ანაბარაც კი დარჩნენ. მაგრამ მათ არნახული სამყარო იხილეს.

ცივილიზაციის მიერ მივიწყებულ ახალ გვინეაში კუდძაფა სამოთხის ფრინველი ჭაობში გალობს, შავყელა ასტრაპია თავდაყირა არშიყობს, და ასე განსაჯეთ, ჩვეულებრივ ყვავებსა და ჩხიკვებს სამოთხის ფრინველებად მოაქვთ თავი. ამ სახეობის მრავალფეროვნებასთან ცისარტყელაც უფერული მოგეჩვენებათ.

ლეგენდარულ ფრინველთა 39 სახეობის ფირზე აღბეჭდვას 18 ექსპედიცია და 39 000 ფოტოს გადაღება დასჭირდა.მაგრამ ახალი გვინეის არც ერთ საოცრებას ისე არ მოუხიბლავს მეცნიერები, როგორც  სამოთხის ფრინველებს. ახალი გვინეა, საკვების სიუხვისა და მტაცებელთა სიმცირის გამო, მათთვის ნამდვილ სამოთხედ ქცეულა. აქ მათი გამორჩეულად მიმზიდველი ნიშან-თვისებები ისეთი სიჭარბით და იმ ხარისხით ვლინდება, რომ ყველაზე სწორხაზოვნად მოაზროვნე მეცნიერებიც კი აბსურდულად მიიჩნევენ, რადგან ამის ვერავითარ ევოლუციურ საჭიროებას ვერ ხედავენ.

loading...
თეგები
Close
Close