საკითხავისასარგებლოუცნაური

კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი


ლიგრი — ლომისა და მდედრი ვეფხვის შთამომავალი. მისი სახელიც სწორედ ამ ორი ცხოველის ინგლისური სახელების გაერთიანებისან ინგ. lion — „ლომი“ და ინგ. tiger — „ვეფხვი“ წარმოიშვა. ლიგრის დაბადება მხოლოდ ხელოვნურ გარემოშია შესაძლებელი, რადგანაც ბუნებაში ლომები და ვეფხვები ერთმანეთს საერთოდ არ ხვდებიან:ლომები აფრიკაში, ხოლო ვეფხვები აზიაში ცხოვრობენ. ზოოპარკის ვოლიერებში კი ხანდახან ამ ცხოველებს ერთად ათავსებენ.

ამ ორი ცხოველის შეჯვარების შედეგად შესაძლოა მათი ნაშიერებიხ კი გაჩნდნენ, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია. შთამომავლობას, წყვილების მხოლოდ 1-2% იძლევა. დღესდღეობით მსოფლიოში ლიგრების რაოდენობა დაახლოებით ორ ათეულს არ უდნა აჭარბებდეს.

გარეგნულად ლიგრი ძალიან ჰგავს გადაშენებულ გამოქვაბულის ლომს. ის საგრძნობლად მძიმეა და უფრო დიდია ვიდრე ლომები. ლიგრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი არის — ჰერკულესი მაიამიდან. ის 400კგ-ზე მეტს იწონის, ოღონდ სიმსუქნე ნამდვილად არ შეენიშნება (მოზრდილი ლომების წონა 250 კგ-ს ახწევს). როდესაც უკანა თათებზე დგას მისი სიმაღლე 3,7 მეტრს შეადგენს (მოზრდილი ლომების სიმაღლე 2,8 მ.)

ჰერკულესი მაიამიდან, თავის მწვრთნელებთან ერთად

ლიგრების გიგანტური ზომები განპირობებულია გენური იმპრინტინგით. ლომისა და დედალი ვეფხვის შეჯვარების შემდეგ, ნაყოფის განვითარების პროცესში მამრის გენები, რომელნიც ზრდას უწყობენ ხელს, სჯაბნიან მდედრის გენებს, რომელნიც პირიქით ხელს უშლიან ზრდას. ზუსტად საპირისპირო ხდება ვეფხვისა და ძუ ლომის შეჯვარების დროს. აღსანიშნავია, რომ მათი ნაშიერებიც გვხვდებიან ბუნებაში, მათ ვეფხვლომებს ან ტიგონებს უწოდებენ. ზრდასრული ტიგონები სულ რაღაც დაახლეობით 150 კგ-ს იწონიან.

მამალი ლიგრები სტერილურები არიან, მდედრები კი ხანდახან შთამომავლობას იძლევიან.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close