ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

Myo – ახალი სიტყვა თანამედროვე ტექნოლოგიებში


თანამედროვე ტექნოლოგიები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ მალე სამეცნიერო ფანტასტიკები რეალობა გახდება. Myo წარმოადგენს ჩვეულებრივ სამაჯურს, არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. ის იყენებს ადამიანის ხელის მოძრაობას, ელექტრონულ მოწყობილობებზე და კომპიუტრებზე ზემოქმედებისათვის.

Myo არის ელექტონული მოწყობილობა, რომელიც ადამიანის კუნთისგან გამომუშავებულ ენერგიას იყენებს. მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სენსორები კუნთისაგან გამომუშავებულ იმპულსებს გარდაქმნიან და ,,თარგმნიან” კომპიუტერულ ენაზე, რისი საშუალებითაც ხელის მოძრაობით კომპიუტერის კონტროლი ხდება შესაძლებელი. Myo კომპანია Thalmic Labs-ს ქმნილებაა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ვიდეოთვალი ან ხმის აღქმა, კომპანიამ ეს პროდუქტი ადამიანის ხელის მოძრაობების მიხედვით შეიმუშავა. Myo -ს შეუძლია ისწავლოს ახალი მოძრაობები და დახვეწოს სიზუსტე, ეს ყველაფერი მის მოხმარებელზეა დამოკიდებული.



Myo ადამიანებს აძლევს საშუალებას ყოველგვარი კაბელების გარეშე, ხელიც მოძრაობებით ისარგებლონ კომპიუტერით, აკრიბონ მობილურზე სასურველი ნომერი და ასევე გააკონტროლონ სხვადასხვა ელექტრო ტექნიკა.


მოწყობილობის პირველი 25 000 ეგზემპლარი წინასწარი დაჯავშნით გაიყიდა 149$-ად. მფლობელები სამაჯურს წლის ბოლოს მიიღებენ. არსებობს იმის შესაძლებლობაც რომ Myo-მ გუგლის ინოვაციურ პროდუქტთან Google Glass-სთან ერთად იმუშაოს, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close