არქივი

ბინ სულთან ალ ნაჰიანის მეჩეთი

a4615a026ffef8419d11c9c6
შეიხ ზაიედის (Sheikh Zayed) მეჩეთი არის ყველაზე დიდი მეჩეთი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ყველაზე დიდი მეჩეთი . მას ეს სახელი დაერქვა შეიხ ზაიედა ბინ სულთან ალ ნაჰიანის საპატივსაცემლოდ; იგი დამფუძნებელი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ასევე იქაა დაკრძალული.
f8419d11c9c6
მეჩეთი ოფიციალურად გაიხსნა რამადანის ისლამურ თვეში 2007 წელს .
1d88112deff5
მშენებლობისას გამოყენებულ იქნა თეთრი მარმარილო და მრავალრიცხოვანი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ინკრუსტაციები (მოზაიკები);
მეჩეთის შიდა ფართობი შეადგენს 22412 კვადრატულ მეტრს. მთავარი გუმბათი Grand Mosque წონით -1000 ტონა, ასეთი გუმბათი ითვლება მსოფლიოში უდიდესად; ასევე მეჩეთი დამშვენბულია თეთრი მარმარილოს 80 გუმბათით.

90f23fd4e952
ბროლის სვაროვსკის ჭაღები თავისი ზომით და უნიკალურობით ჩრდილავს ნებისმიერ ძვირიან მასალას. ამ მეჩეთში სვაროვსკის ჭაღები უნიკალური შედევრია, რითაც გამოირჩევა შეიხ ზაიედის მეჩეთი… თვით სახელი წარმოდგება ავსტრიული კომპანია “swarovski”-საგან, რომელიც დაფუძნებულია დანიელ სვაროვსკის მიერ 1895 წელს. იგი დაიბადა ცნობილი ბოჰემიური ბროლის სამშობლოში.
სვაროვსკიმ შექმნა მანქანა,რომელმაც შესაძლებელი გახადა დაემუშავებინა ბროლის კრისტალები ისეთნაირად, რომ პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით ბრილიანტებისაგან. კრისტალების ბრწყინვალება არაფრით არ ჩამოუვარდება ძვირფასი ქვების ბრწყინვალებას. საქმე არა მხოლოდ მის განსაკუთრებულ დამუშავებასი იყო, არამედ ბროლის ხარშვის ტექნოლოგიაში, რომელიც აბსოლიტურ გამჭვირვალობას გვაძლევდა. მიაქციეტ ყურადღება “ბროლის ხარშვას”, რაც კრისტალების გამჭვირვალებას იძლევა 100 %-ით…
e1acf880482b
სამწუხაროდ და კომპანიის სასიხარულოდ, ამ ტექნოლოგიის საიდუმლო დღემდე არ არის ცნობილი სვაროვსკის იმპერიის კონკურენტებისათვის;
კომპანია-“swarovski”თავისი ქვებისაგან ამზადებს ბიჟუტერიასა და ხელოვნურ ბრილიანტს, ქანდაკებებსა და მინიატურებს, ჭაღებს და სხვადასხვა საოჯახო აქსესუარებს. პროდუქციაზე გამოსახულია ორიგინალური ემბლემა-რგოლში ჩასმული გედი ან მხოლოდ გედი, რომელიც არის ელეგანტურობისა და ჰარმონიის სიმბოლო.
ნახეთ ეს ემბლემა:
631c627b7f57
კომპანია-“swarovski”თავისი ქვებისაგან ამზადებს ბიჟუტერიასა და ხელოვნურ ბრილიანტს, ქანდაკებებსა და მინიატურებს, ჭაღებს და სხვადასხვა საოჯახო აქსესუარებს. პროდუქციაზე გამოსახულია ორიგინალური ემბლემა-რგოლში ჩასმული გედი ან მხოლოდ გედი, რომელიც არის ელეგანტურობისა და ჰარმონიის სიმბოლო.
a9fec6c7de5f
კომპანიამ დაიწყო ბროლის წარმოება ჭაღებისათვის, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა სტრაზის (Strass) სახელით. 1995 წელს, როდესაც ამზადებდნენ 100 წლის იუბილეს, გადაწყვიტეს შეექმნათ მუზეუმი, სადაც ადამიანები იგრძნობდნენ ბროლის სილამაზეს. და მართლაც, ქარხნის გვერდით შექმნეს ” სვაროვსკის ბროლის სამყარო”-მუზეუმი-მღვიმე…
4b1a8283eac1
ამ მუზეუმში ინახება ყველაზე დიდი-3000 კარატის- ბროლის თვალი.
22e6a4d224e8
ხალიჩა, რაც აუცილებელია მეჩეთისათვის;
ef9bad0487e6
მეჩეთის იატაკს ამშვენებს ყველაზე დიდი ხალიჩა მსოფლიოში; 5627 კვადრატული მეტრის ეს შედევრი მოქარგულია და იწონის 45 ტონას 15 უზარმაზარი ნაჭრითურთ; გიგანტური ხალიჩის შესაქმნელად დაიხარჯა თითქმის 2 წელი. პროდუქცია ინარჩუნებს ათასობით ირანელი ქალი-ოსტატის ხელების სითბოს, რომლებიც მუშაობდნენ თავის დაუზოგავად 50 ექსპერტი-ზედამხედველების ქვეშ… და კიდევ ბევრინრამეა დაკავშირებული ამ მშენებლობასთან, რომელიც მართლაც-და ამ საუკუნის უნიკალური ნიმუში გამოვიდა , რითაც მუსულმანები ამაყობენ
9c1d91e18ed8

7deb39076c0a
c4b41168bc41
0d46363cdbf5
2e36ec620937
5cf0a98c1bf0
b8d43b305967
112b5d15238b
77910b79209c
292f5b58b328
0ebaa0797a53
58388d29cacb
06a4955358e7
4353b53e65e0
a0479474e41e

blogerlady

age: 14
Back to top button