უზარმაზარი რეზინის იხვის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
2007 წლის შემდეგ დაწყებული მოგზაურობა დღესაც გრძელდება. ჰოლანდიელი ხელოვანის, ფლორენტის ჰოფმანის ეს ქმნილება დღითი-დღე უფრო და უდრო პოპულარული ხდება მსოფლიოში.
ფლორენტინ ჰოფმანი ჰოლანდიელი მხატვარი და სკულპტორია. ის ცნობილია თავისი არაორდინალური ინსტალაციებითა და საბავშვო სათამაშოების დიდი ანალოგების შექმნით. ამ შემთხვევაში მისი მუზა, პირველი შვილის სათამაშო – რეზინის იხვი გახდა. ჰოფმანმა გააკეთა 16.5 მეტრიანი გიგანტური რეზინის იხვი და დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.
ის უკვე ათეულობით სხვადასხვა ქალაქს ესტუმრა, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. ბოლო ქალაქი კი ჰონგ-კონგი იყო. სადაც იხვს დიდი დახვედრა მოუწყვეს, ორკესტრიც კი უკრავდა მისი პორტში შესვლის დროს. ჰოფმანის იხვმა რამდენიმე დღეში დატოვა ჰონგ-კონგი და გზა განაგრძო.