გასართობისაკითხავიუცნაური

ლურჯი ფერის ადამიანი

57 წლის კალიფორნიელი მამაკაცი ყველასაგან განსხვავდება თავისი უცნაური კანის ფერით. მისი კანის საფარი გახდა ცისფერი ფერის, დიდი რაოდენობით კოლოიდური ვერცხლის მიღების გამო, რომელსაც ის იღებდა დერმატიტის მკურნალობის გამო. პაულ კარასონი (Paul Karason) 14 წლის წინ დაავადდა დერმატიტით.
მამაკაცმა გადაწყვიტა თვითმკურნალობა და დაიწყო ეგრეთ წოდებული კოლოიდური ვერცხლის მიღება — სხვანაერად რომ ვთქვათ, ვერცხლის კოლოიდური ხსნარი, რომელსაც ის იღებდა ელექტრული მეთოდით დახმარებით (უფრო ზუსტად, ელექტრული დენის გაშვება წყალში ჩაშვებულ ელექტროდებს შორის). მიღებულ ხსნარს კაცი სვამდა და ამასთან ისმევდა დაზიანებულ ადგილებზეც.

დროის გასვლის შემდეგ მამაკაცმა დაიწყო სახის კანის ფერის შეცვლა, ამავე დროს ეს პროცესი მიმდინარეობდა თანდათან და შეუმჩნევლად. სახის უცნაურ ფერს პირველად ყურადღება მიაქცია მისმა მეგობარმა, რომელსაც ის რამდენიმე თვე არ ჰყავდა ნანახი.
ექიმების აზრით, მამაკაცის “გაცისფერება” შეიძლება ავხსნათ ეგრეთწოდებული არგირიით. აღებული მდგომარეობა თავს იჩენს გაწმენდილი ვერცხლის ორგანიზმის შიგნით სისტემატიური მოხმარების შედეგად ან ვერცხლთან ან მის მარილებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად. არგირიის პირველადი ნიშნები თავს იჩენს ცერცხლის მოხმარებიდან 2-4 წლის შემდეგ, ხოლო სერიოზული კანის ფერის ცვლილებები ხდება ათი წლის შემდეგ. პირველ რიგში მუქდება ტუჩები, თვალების კონიუქტივა, ამის შემდეგ იცვლება ღრჯილების და პირის შეფერილობა, აგრეთვე ფრჩხილების ფერის გამა. ამ დროს არანაერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, ავადმყოფობის შეგრძნებები არ აღინიშნება.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close