არქივი

საინტერესო ფაქტები ომის შესახებ

075c9dbf1872

1. დანიის მეფე ნილსს, რომელიც მართავდა დანიას 1104-1134 წლებში, ჰყავდა მსოფლიოს ისტორიაში ოდესმე არსებული ყველაზე მცირერიცხოვანი არმია. ის შედგებოდა 7 ადამიანისაგან – ისინი იყვნენ მისი პირადი დამხმარეები. ამ არმიით ის მართავდა დანიას 30 წელი, ამ პერიოდში დანიის შემადგენლობაში შედიოდა შვედეთის და ნორვეგიის დიდი ნაწილი, აგრეთვე გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილები.

2. ინგლისში იაკობ I-ის დროს, იმისათვის, რომ გამხდარიყავი ჯარისკაცი, საკმარისი იყო დაგელია კათხა ლუდი მეფის ხარჯზე და აგეღო ავანსი -ერთი შილინგი. მეფის მიერ დაქირავებული ხალხი დადიოდნენ ლუდის ბარებში, პატიჟებდნენ ხალხს ლუდით, ხოლო კათხის ფსკერზე იდო ზემოთნახსენები შილინგი. რამდენიმე ხნის მერე ყველა ბრიტანელი, რომელსაც სთავზობდნენ ლუდს, ჯერ დიდხანს იყურებოდა სინათლეზე ლუდის კათხაში.

3. ყველაზე ხანმოკლე ომი მოხდა 1896 წელს, ბრიტანეთსა და ზანზიბარს შორის, რომელიც გრძელდებოდა 38 წუთი.

4. 1249 წელს ჯარისკაცი ბოლონიიდან გაიქცა მოდენში, რომელმაც თან წაიღო ძველი მუხის სათლი, რომლითაც ის წყალს ალევინებდა თავის ცხენს. ბოლონიის ხელისუფლებმა მოითხოვეს მათთვის გადაეცათ არა დეზერტირი, არამედ სათლი. უარის მიღების შემდეგ, ბოლონიამ წამოიწყო ომი მოდენის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდებოდა 22 წელი და თან სდევდა მნიშვნელოვანი ნგრევა. სათლი კი დღემდე რჩება მოდენში და ინახება ქალაქის ერთერთ ციხესიმაგრეში.

5. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ჰოლანდიის ტერიტორიაზე დიდი საიდუმლოთი აშენებდნენ აეროდრომის მაკეტს. თვითმფრინავები, ავტომობილები და ყველაფერი მზადდებოდა ხისაგან. მაგრამ ერთ დღეს აეროდრომს გადაუფრინა ინგლისელმა ბომბდამშენმა და ცრუ აეროდრომზე ჩამოაგდო ერთადერთი ყუმბარა. ამის შემდეგ აეროდრომების აშენება შეწყვიტეს. რატომ? ყუმბარა იყო ხისაგან დამზადებული.

6. ფრანკო-პრუსიის დროს, ფრანგულ არმიაში უკვე იყო ტყვიათმფრქვევი, მაგრამ მიუხედავად აშკარა უპირატესობისა, მათ არავინ იყენებდა, ვინაიდან საიდუმლოს დაცვის თვალსაზრისით მისმა შემმუშავებლებმა არ დაწერეს ინსტრუქცია მებრძოლთათვის!! სხვათაშორის ნიკოლოზ II-ს არ უყვარდა ავტომატური იარაღი. ის თვლიდა, რომ ტყვიათმფრქვევისა და ავტომატის გამო არმია დარჩებოდა ვაზნების გარეშე.

7. შვეიცარიაში მტრედების სამხედრო ფოსტა გააუქმეს მხოლოდ რამდენიმე წლის უკან, ხოლო ბრიტანეთში კი 1947 წელს გააუქმეს იმ ადამიანის მოვალეობა, რომელიც ვალდებული იყო ნაპოლეონის თავდასხმის შემთხვევაში გაესროლა ზარბაზანი.

8. ჰამბურგის ინსტიტუტის მონაცემებით, რომლებიც ეხება უსაფრთხოების საკითხებს, აშშ-ის სამხედრო შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე საბრძოლო წვრთნების დროს, აგრეთვე ავარიების შედეგად დაკარგეს 92 ატომური ბომბი, რომლებიც მდებარეობს ატლანტიკური და წყნარი ოკეანეების ფსკერზე.

9. ერთერთმა ამერიკულმა თვითმფრინავმა ვიეტნამში თავისივე რაკეტით თავისივე თავი გაინადგურა.

10. შტატ ნებრასკში 25 დოლარად შეიძლება იყიდოთ ადმირალის დიპლომი. სრულიად ნამდვილი, რომელიც გაძლევთ უფლებას უმეთაუროთ ყველა სამხედრო გემებს. მართალია, მხოლოდ შტატის ტერიტორიაზე. ცნობისათვის, ნებრასკი მდებარეობს ამერიკის ცენტრში და უახლოეს ზღვამდე ყველა მხრიდან 2000 კილომეტრია.

11. როცა მწერალმა არკადი ავერჩენკომ პირველი მსოფლიო ომის დროს ერთერთ რედაქციაში მიიტანა ნააამბობი ომის თემაზე, ცენზორმა ხაზი გადაუსვა ფრაზას: “ცა იყო ცისფერი”. აღმოჩნდა, რომ ამ სიტყვებით მტრის ჯაშუშები შეიძლებოდა მიხვედრილიყვნენ, რომ ეს ხდებოდა სამხრეთში.

12. პოლკოვნიკმა ერმოლოვმა, მომავალმა 1812 წლის ომის გმირმა, გენერლის წოდება მიიღო ძალიან საინტერესო ფორმით. ის ისე მკვახედ ელაპარაკებოდა თავის თანამებრძოლებს, რომლებიც ჩინით იყვნენ მასზე უფრო მაღლა, რომ მათ მოითხოვეს გენერლის ჩინის მიცემა მისთვის, გენერალისაგან ამის ატანა კიდევ შეიძლებოდა.

13. ერთმა სიამის მეფემ უკანდახევის დროს, გასცა ბრძანება მტერისათვის ზარბაზანიდან ესროლათ ვერცხლის მონეტები, რითაც მოახდინა მოწინააღმდეგის სრული დეზორგანიზაცია და მოიგო ბრძოლა.

14. იცით როგორ დაარწმუნა ბერძენმა ტყვემ სინონმა ტროიანელები შეეტანათ ცხენი ქალაქში? მოატყუა ისინი, რომ ბერძნებმა სპეციალურად დაამზადეს ცხენი დიდი ზომის, რათა ტროიანელებს ღმერთმა არ ქნას არ შეეტანათ ის ქალაქში. ტროიანელებმა როგორც ცნობილია, კედელიც კი მოანგრიეს მტრის ჯინაზე.

15. 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს არაფრის გამო დაიღუპა უამრავი რუსი ოფიცერი. საქმე იმაშია, რომ სიბნელეში ჯარისკაცები უბრალო მასიდან ორიენტირებდნენ რუსულ ენაზე, რომელზედაც უამრავი რუსი ოფიცერი საუბრობდა და სხვა ენა (მათ შორის რუსულიც) არ იცოდნენ და ლაპარაკობდნენ ფრანგულად სუფთად და გრამატიკულად.

16. 200 წლის წინ რუსეთის არმიის ერთერთი ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი იყო აქლემების კავალერია, რომელიც ძალიან არ უყვარდათ მოწინააღმდეგებს. ჯერ ერთი ისინი დიდი ზომის არიან და მერე არასასიამოვნოდ იფურთხებიან.

17. როგორც ცნობილია, ომს თვლიან ძალიან ძვირ საქმედ. ასე, რომ 1923 წლის ნოემბერში გერმანიაში გადაწყვიტეს დაეთვალათ პირველი მსოფლიო ომის დროს გაწეული სამხედრო ხარჯები. აღმოჩნდა, რომ ომი ყოფილ იმპერიას დაუჯდა… 15,4 ფენიგი (გერმანული მონეტა) – ვინაიდან ინფლაციის გამო რეხსმარკა გაუფასურდა იმ დროისათვის ტრილიონჯერ!

 

მსგავსი ამბები

Back to top button