ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ჩინეთში ეკო-სუპერმარკეტი აშენდება


სუპერმარკეტების უდიდესი ნაწილი უზარმაზარი, უფანჯრებო ყუთებია, სადაც ნაკლები სინათლე და ჰაერის ნაკლებობაა, ისინი მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზეა ორიენტირებული. ჩინეთის ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ სანიას მაცხოვრებლებისათვის ინოვაციური პროექტი შეეთავაზებინა.



კომპანია NL Architects-ს სთხოვეს შეემუშავებინა გეგმა, რომელიც იქნებოდა ერთდროულად სუპერმარკეტი და ასევე ერთგვარი მცირე ბუნებრივი ნაკრძალი. ქალაქი სანია ჩინეთის სამხრეთში მდებარეობს, და მისი ტროპიკული კლიმატი შესაფერისია მსგავსი პროექტის განსახორციელებლად. ჰოლანდიურმა ფირმამ NL Architects-სმა გადაწყვიტა რომ სავაჭრო ზონა პირველ სართულზე განეთავსებინა ხოლო მცენარეები კი შენობის ზედა ნაწილში. შედეგი კი შესანიშნავი გამოვიდა.


ეს არ არის უბრალო სუპერმარკეტი, პროექტში ჩადებულია ასევე დასასვენებელი ზონები, სადაც ადამიანები უბრალოდ შეიკრიბებიან და ბუნებაში დროს გაატარებენ. პირველ სართულზე განთავსებულია ადგილი პარკინგისთვის და სუპერმარკეტი . ზედა ნაწილი კი მთლიანად ბუნებას დაეთმო. შენობის ექსტერიერი თანამედროვეა, ის დაფარულია მინის პანელებით და თეთრი ფერის მეტალის კონსტრუქციით. ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში მსგავსი შენობები სხვა ქალაქებშიც აშენდება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close