რეკორდებისაკითხავისასარგებლო

ბორობუდური – მსოფლოში უდიდესი ბუდისტური ტაძარი


მსოფლიოში უდიდესი ბუდისტური ტაძარი – ბორობუდური,რომელიც ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს,ახ.წ.VIII – IX საუკუნეებში აშენდა. ყოველწლიურად ამ კომპლექსს უამრავი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ბორობუდურის კომპლექსი მეფე სამარატუნგამ ააშენა, ეს მონარქი საილენდრას დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ძველი მარატამის სამეფოდან. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 824 წლის მაისში, მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ. სახელი ბორობუდური, როგორც ადგილობრივები ამბობენ ნიშნავს მთას ტერასებით, მეორე მოსაზრებით ბორობუდური მაღლობზე მდგარ მონასტერს ნიშნავს.


ტაძარი ათი ტერასისაგან შემდგარი ნაგებობაა. სიმაღლე 42 მეტრს შეადგენდა, მაგრამ რეკონსტუქციის შემდეგ 35 მეტრამდე შემცირდა. პირველი ექვსი ტერასა კვადრატული ფორმისაა, შემდეგი ორი წრიულია, ხოლო ბოლო ტერასები, სადაც ბუდას ქანდაკება დგას დასავლეთისკენაა მიმართული. ყოველი ტერასა ადამიანის ცხოვრების დონეებს ასახავს. ყველა , ვინც ბუდას მიუახლოვდება , ცხოვრების თითეული დონე უნდა გაიაროს.

თითეული პანელი თითეულ ტერასაზე გვხვდება ლამაზი პანელები, რომლებით რელიეფური ქანდაკებებითაა დაფარული. თითეული პანელი კონკრეტულ ისტორიას გადმოცემს, იმდროინდელი ადამიანების ცხოვრებიდან. მაგალიტად, პანელებზე გვხვდება ფერმერების, მეზღვაურებისა და ჯარისკაცების გამოსახულებები. პანელებზე განთავსებულ სკულპტურებს ასევე შემეცნებითი დანიშნულებაც აქვთ ბუდისტებისათვის.


დღემდე გაურკვეველია ის ფაქტი, თუ რატომ იყო კომპლექსი გადამწვარი მისი აღმოჩენის დროს. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ვულკან მერაპის დამსახურებაა. თუმცა ეს ფაქტი დღემდე საიდუმლოებით მოცული რჩება.


უნდა აღინიშნოს რომ ბორობუდური ორ ვულკანს შორისაა მოქცეული, ესენია: სუნდორო-სუმბინგი და ზემოთ ნახსენები მერბაბუ-მერაპი. მითის მიხედვით ეს ადგილი საკრალური მნიშვნელობის იყო ძველ ინდონეზიაში, ამავდროულად იავას ბაღსაც ეძახდნენ მაყოფიერი მიწის გამო. მეოცე საუკუნეში , ტაძრის აღდგენის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს, რომ ამ რეგიონის სამი ბუდისტური ტაძარი ბორობუდური, პავონი და მენდუტი ერთი სწორ ხაზზე მდებარეობენ. სავარაუდოდ ამ ტაძრებს შორის რიტუალური კავშირი არსებობდა.


ბორობუდურის კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ჯუნგლებით იყო დაფარული. მისი აღმოჩენა ბრიტანელებს უკავშირდება. 1811-16 წლებში კუნძული იავა ბრიტანელების კონტროლის ქვეშ იყო. გენერალ-გუბერნატორი ტომას სტამფორდი დაინტერესდა იავას კულტურული მემკვიდრეობით და არაერთი ძეგლი შეისწავლა. ერთ დღეს ტყეში მოგზაურობის დროს შემთხვევით მიაგნო ტყეში ჩამალულ ტაძარს, რომელიც საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიო. მან მეორე დღესვე ინჟინერი გააგზავნა 200 კაცით და ტერიტორიის გაწმენდა დაავალა. ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ ადამიანებს წინ თვალწარმტაცი სანახაობა გადაეშალათ.

2010 წელს ვულკან მერაპის ამოფრქვევამ სერიოზულად დააზარალა კომპლექსი. მაგრამ იმის გამო რომ ბორობუდური იუნესკოს მფარველობის ქვეშაა, ტაძარისათვის 3 მილიონი დოლარი გამოიყო, რისი მეშვეობითაც კომპლექსის რესტავრაცია მალე დასრულდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close