არქივი

ბარინგების ოჯახი

fedae0767690
ბარინგების ოჯახი – ეს იყო ბრიტანული ოჯახი , რომელმაც კომერციული და საბანკო საქმიანობით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი ბრიტანეთის დომინანტ სახელმწიფოდ გადაქცევაში, ორი საუკუნის განმავლობაში.

ჯონ ბარინგი 1917 წელს ბრემენიდან ემიგრაციაში ინგლიში წავიდა, სადაც ექსტერის სიახლოვეს მატყლის ბიზნესი წამოიწყო. მისმა ვაჟმა, მომავალმა სერ ფრანცის ბარინგმა, კი დააარსა საოჯახო საბანკო ფირმა ლონდონში 1963 წელს, რომლის სახელი იყო John & Francis Baring & Company. ბარინგების ბანკი მალე გაიზარდა და ისეთი წარმატებული გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობასაც კი აფინანსებდა საფრანგეთთან ომის პერიოდებში. 1803 წელს ბარინგების სახლი დაეხმარა შეერთებულ შტატებს შტატ ლუიზიანას შესყიდვაში ფრანგებისაგან.

539af8895073
1806 წელს თავის ბანკს სახელი გადაარქვეს, კომპანიის ახალი დასახელება იყო Baring Brothers and Company. ფრანცის ბარინგი გახდა ახღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის დირექტორი და ასევე ერთგული მხარდამჭერი და ფინანსური მრჩეველი იყო პრემიერ მინისტრ უილიამ პიტ უმცროსის, რომელმაც ფრანცისს ბარონის წოდება მიანიჭა 1793 წელს.
d644323c3e52
1810 წელს ფრანცის ბარინგი გარაიცვალა, თუმცა კომპანია ევროპაში ლიდერი იყო საბანკო სფეროში. ფირმის ხელმძღვანელობა ფრანცისის ძმას, ალექსანდრეს გადაეცა. ალექსანდრე ბარინგმა ცოლად შეირთო პენსილვანიის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის ქალიშვილი, რამაც ბარინგებს ლიდერობა განუმტკიცა შეერთებული შტატების საგარეო ვაჭრობის დაფინანსებაში.
371c54efd766
ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ კომპანია ფრანცისის უფროსმა ვაჟმა ტომასმა ჩაიბარა. ტომასი კომპანიის მენეჯმენტში 1828 წლიდან იღებდა მონაწილეობას, ხოლო იმავდროულად დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1873 წლიდან ფირმას სათავეში ჰენრი ბარინგის შვილი, (ფრანცისის შვილიშვილი) ჩაუდგა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად ყვაოდა მათი ბიზნესი. ჰენრიმ პერის წოდება მიიღო. სწორედ ჰენრის ხელმძღვანელობის წლებში მოხდა ფაქტი, რომელმაც ბარინგების კომპანია ლამის გააკოტრა. ბარინგებმა გადაწყვიტეს დიდი რაოდენობით სესხის გაცემა არგენტინაზე. არგენტინის მტავრობამ კი ვერ მოახერხა ვალი გადახდა. ამ დროს ბარინგები ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა იხსნა გაკოტრებისაგან.
eefdfc795004
მეორე მსოფლიო ომის დროს ბარინგები ინგლისის სამეფო ოჯახის ფინანსურ მრჩევებად ითვლებოდნენ. პრაქტიკულად მათი რჩევის გარეშე მთავრობა ინვესტიციას არ აკეთებდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ბარინგების სახლს, სხვა ბრიტანულმა საბანკო კომპანიაებმა აჯობეს. 1985 წელს კომპანია ფონდად გადაიქცა, თუმცა ბანკმაც გააგრძელა ფუნქციონირება. 1995 წელს კი ბანკმა Barings PLC თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, რომლის მიზეზად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომის დაუდევრობით 1 500 000 000 დოლარის დაკარგავა დაასახელეს. ბარინგების ბანკი ჰოლანდიურმა საბანკო და სადაზღვეო ფირმამ Internationale Nederlanden Groep NV -მ შეიძინა. ასე დასრულდა ინგლისის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე წარმატებული საბანკო სახლის ისტორია.
79fe5835d46d
1818 წელს ლუი მეთვრამეტის კარდინალმა რიშელიემ წამოთქვა შემდეგი სიტყვები: .. ევროპაში ექვსი უდიდესი ძალაა, ინგლისი, საფრანგეთი, პრუსია, ავსტრია, რუსეთი და ბარინგები. ”

მსგავსი ამბები

Back to top button