ჯეი პი მორგანი
ჯონ პიერპონტ მორგანი დაიბადა 1837 წელს, კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ჰარდფოლდში. საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ , ის გაემგზავრა გერმანიაში, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო გეტინგემის უნივერსიტეტში. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობა მან 1857 წელს დაიწყო მამის კომპანიაში, რომელსაც მაშინ George Peobody & company ეწოდებოდა. მას შემდეგ , ჯეი პი მორგანის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა.
1873 წელს, მე-19 საუკუნის ყველაზე დიდი ფინანფური კრიზისის დროს მორგანების ფინანსური ჯგუფი, რომელსაც მორგანების სახლს უწოდებდნენ ჩამოყალიბდა სრულ ლიდერად , რადგან მას მაღალი ნდობა და დიდი ფინანსური რესურსები ქონდა. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, შეერთებულ შტატებში გაჩნდა ბევრი ისეთი შესაძლებლობა, საიდანაც ფინანსისტებს დიდი ფულის შოვნა შეეძლოთ. თუმცა, ჯეი პი შტატების გარეთაც პოულობდა ფულის შოვნის შესაძლებლობებს. მან 1870 წელს ფრანგები დააფინანსა ოტო ბისმარკის იმპერიული ძრახვების წინააღმდეგ, რაც ფაქტიურად შეერთებული შტატების პირველი სვლა იყო გლობალურ პოლიტიკაში.
ჯეი პი მორგანის წარმატებულმა პროექტებმა მას მოუპოვეს ,,ბანკირების ბანკირის” სახელი, საბოლოოდ კი ის შეერთებული შტატების მტავარ ბანკირად იქცა. 1893 წელს მომხდარი ფინანსური კრიზისის შემდეგ შეერტებული შტატების მთავრობამ დახმარებისთვის მორგანს მიმართა, რომელმაც 200 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაცია შეიძინა ოქროთი და ამით სახელმწიფო ხაზინა შეავსო. საინტერესოა ის ფაქტი , რომ ჯეი პი მკაცრად ასაიდუმლოებმა თავისი ტრანზაქციების მომგებიანობას, განსაკუთრებით კი მთავრობასთან დადებულ გარიგებებს. ეს ართულებდა იმის გაგებას, თუ რა დაუჯდა ამერიკის მთავრობას ,,პირადი ბანკირის” მომსახურება.
1895 წელს ჯეი პი მორგანის ფინანსურმა ჯგუფმა შეიძინა სახელი J.P.Morgan & company. სამოქალაქო ომის შემდეგ ჯეი პი ყიდულობდა კომპანიებს მძიმე მრეწველობის სექტორში, ისეთებს რომლებით გაკოტრების პირას იყვნენ. მოკლე ვადაში კი პრაქტიკულად ყველა კომპანიას ფეხზე აყენებდა და წარმატებულს ხდიდა , რაცაც სწორი მენეჯმენტით და ეფექტური ბიზნეს მოდელის დანერგვით ახერხებდა. ამან მორგანს ძლიერი იმიჯი შეუქმნა და მისი ყოველი შენაძენი ინვესტორების ყურადღების ცენტრში იყო ყოველთვის. საბოლოოდ მორგანმა მრავალწლიანი შრომა დააგვირგვინა რამდენიმე მსხვილი ლითონის მწარმოებელი კომპანიის თავის მფლობელობაში გაერთიანებით. მათ შორის ყველაზე მსხვილი ლუკმა ენდრიუ კარნეგისგან შეძენილი კომპანია იყო. 480 მილიონიანი გარიგება ჯენტლმენებმა ადვოკატებისა და კონტრაქტების გარეშე, უბრალო ხელის ჩამორთმევით გააფორმეს. ამ კომპანიების გაერთიანებით მორგანმა US Steel ი შექმნა, რომლის კაპიტალიზაცია, პირველად ისტორაიში 1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
მორგანმა მსგავსი პროექტები განახორციელა გემთმშენებლობის ინდუსტრიაში, ასევე მის დიდ მიღწევად მიიჩნევა შტატების რკინიგზის განვითრება. ამერიკის ინდუსტრიული ძალების მორგანის ხელში გადასვლას ბევრი ,,მორგანიზაციას” უწოდებდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ პროცენტებზე მაღალი განაკვეთების გამო და ხშირად შემოკლებით უბრალოდ მორგანს ეძახდნენ, რითაც ცნობილ მეკობრე ჰარი მორგანთან აიგივებდნენ.
მორგანის ფინანსისტის იმიჯმა პიკს 1907 წელს მიაღწია, როცა ფინანსური კრიზისის დროს მას მიანდეს ამერიკული ბანკების შეფასება და სიცოცხლის უნარიანობის დადგენა. მისმა მიღწეულმა წარმატებებმა აშკარა გახადა რომ მისი ძალაუფლება თვით პრეზიდენტისასაც აჭარბებდა, რამაც მორგანს უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩინა. მის წინააღმდეგ მრავალი სკანდალი ააგორეს მაგრამ ამინც ვერაფერი დააკლეს.
ჯეი პი მორგანი 1913 წელს რომში გარდაიცვალა. ნიუ-იორკის ფინანსისტების საზოგადოებამ თავისი პატივისცემა იმით გამოხატა, რომ აქციებით ვაჭრობა 2 საათით შეაჩერეს, როცა მის ნეშტს უოლ სტრიტის გასწვრივ მიასვენებდნენ. მორგანის პირადი აქტივები თანამედროვე დოლარებით 1.2 მილიარდს შეადგენდა, რაც არც თუ ისე დიდ ქონებას წარმოადგენს ტანამედროვე კაპიტალისტებთან შედარებით. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მორგანის ძალაუფლება დამყარებული იყო არა მის მფლობელობაში არსებულ ფულზე, არამედ იმ მილიარდებზე რომელსაც ის აკონტროლებდა.