როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად

TEMP17 Как правильно хранить продукты

თქვენ გიყვართ კერძების მომზადება და ყიდულობთ ბევრ პროდუქს ამისათვის, მაგრამ ბოსტნეულის და ხილის  მოკლე სიცოცხლე მოსვენებას არ გაძლევთ? არის გამოსავალი! გაეცანით ამ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ შეინარჩუნოთ პროდუქტები გაცილებით უფრო დიდხანს. ყველაფერი ისევე მარტივია,  როგორც ორჯერ ორი.

 

Groceries 1 Как правильно хранить продукты

1. თუკი შევინახავთ ხახვს კოლგოტკებში, ის არ გაფუჭდება 8 თვის განმავლობაში.

 

 

Groceries 2 Как правильно хранить продукты

2. მოათავეთ დაჭრილი მწვანე ხახვი პლასტიკატის ბოთლში და შეინახეთ საყინულეში ,  მაგრამ ხახვი უნდა იყოს სრულიად მშრალი სანამ მას ბოთლში მოათავსებთ.

 

 

Groceries 27 Как правильно хранить продукты

 

3.  მიჰყევით ამ რჩევებს, რა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე და რა მაცივარში.  1.  ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ:  ავოკადო, აბრიკოსი, ბანანი, ციტრუსი, ნიორი, კივი, ნესვი, ხახვი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ანანასი, კარტოფილი.   2.  მაცივარში: ვაშლი, კენკროვანები, ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ალუბალი, სიმინდი, კიტრი, ყაბახი, ყურძენი, სოკო.

 

 

 

Groceries 4 Как правильно хранить продукты

4.  შეინახეთ მწვანილი ისეთ მდგომარეობაში, რომ ის იყოს თაიგულის ფორმით,  ძირებით წყალში, როგორც ყვავილები.  მერე ჩამოაცვით მას ცელოფანის პაკეტი, შემოუჭირეთ  რეზინი და მოათავსეთ მაცივარში.  ეს დაგეხმარებათ დიდხანს შეინახოთ ისეთი მწვანილები, როგორიცაა: ქინძი, ნიახური, მწვანე ხახვი და სხვა.

 

 

 

Groceries 7 Как правильно хранить продукты

5.  გააკეთეთ ძმრისა და წყლის ნაზავი  (1/10).  დაასველეთ კენკროვანები, მარწყვი, ჟოლო და ასე შემდეგ.  გააშრეთ და დადევით მაცივარში.  ნარევი უნდა იყოს საკმაოდ გაჯერებული წყლით , რათა არ იგრძნობოდეს ძმრის გემო.  ჟოლო გაძლებს ერთ კვირაზე მეტს, ხოლო მარწყვი მთელ ორ კვირას.

 

 

Groceries 9 Как правильно хранить продукты

6.  არ შეინახოთ ხახვი კარტოფილთან ერთად, ის მალე გაფუჭდება.  გრილ, მშრალ ადგილას, ჰაერის კარგი ცირკულაციით ხახვი გაძლებს 2-3 თვეს.

 

 

Groceries 10 Как правильно хранить продукты

7. კარტოფილი, იმისათვის რომ არ წამოიზარდოს შეინახეთ ის ვაშლთან ერთად.

 

 

Groceries 11 Как правильно хранить продукты

8. ერთმა დამპალმა ვაშლმა , შეიძლება გააფუჭოს ყველა დანარჩენი.

 

 

Groceries 12 Как правильно хранить продукты

 

9.  იმისათვის, რომ ყველი არ გამოშრეს, გაჭრილ მხარეს მას წაუსვით  ბლომად კარაქი.

 

 

 

 

 

 

Groceries 15 Как правильно хранить продукты

 

10. შეინახეთ პროდუქტები ასე:  1. ტემპერატურა მაცივარში – 5ºС ან უფრო ნაკლები.  თუ იქნება უფრო მეტი ტემპერატურა, შეიძლება გამრავლდეს მავნე ბაქტერიები.  2. შეამოწმეთ ტენიანობის დონე ყუთებში სადაც ინახავთ პროდუქტებს .   3. ყველა ნარჩენები შეინახეთ შუშის კონტეინერებში (4 დღემდე) .  4.  არასოდეს არ აურიოთ ბოსტნეული, ხილი და ხორცი ერტად ყუთში.   5.  არ შეინახოთ რძე და მალფუჭებადი პროდუქტები მაცივრის კარზე.    6.  ხორცი და ზღვის პროდუქტები შეინახეთ ქვედა თაროზე.  შეახვიეთ ისინი სწორად, რათა მათგან არ ჩამოიღვენთოს სხვა პროდუქტებზე.   7. ჰაერი  თავისუფლად უნდა გადიოდეს მაცივარში,  ნუ დაახშობთ მას.  8.  ნუ გაჭრით ხილს, ბოსტნეულს და ხორცს თუ არ აპირებთ მალევე მის დამზადებას.  მთლიანი პროდუქტები ინახება უფრო დიდხანს.    9.  ადრე ნაყიდი პროდუქტები გადმოიტანეთ წინა მხარეს, რათა დაინახოთ,  თუ რომელი პროდუქტი უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება მალე.  10. რეგულარულად გამოწმინდეთ მაცივარი. ეგრევე გამოიღეთ ის რაც გაფუჭდა.

 

 

Groceries 17 Как правильно хранить продукты

11.  შემოახვიეთ ბანანის ყუნწებს  ცელოფანი, ასე ისინი გაძლებენ 3-5 დღით უფრო მეტს.   ამასთან ბანანი გამოყოფს უფრო მეტ ეთილენს, ასე რომ შეინახეთ ბანანი სხვა ბოსტნეულთან და ხილთან მოშორებით.

 

 

 

Groceries 20 Как правильно хранить продукты

12.  შუშის ქილები შეუცვლელია პროდუქტების შენახვისათვის.  ისინი გაცილებით სასარგებლოა  პლასტიკატის კონტეინერებთან შედარებით.

 

Groceries 21 Как правильно хранить продукты

 

13.  როგორც კი რაიმე გაფუჭდება მაცივარში,  არასასიამოვნო სუნი და ობი მასში რჩება დიდხანს, ასე რომ საჭიროა მაცივარის ხშირი “ინსპექტირება” და საჭიროებისამებრ გამორეცხვა.

 

 

 

Groceries 22 Как правильно хранить продукты

14.  ნუ შეინახავთ პომიდორებს ცელოფანის პაკეტებში –”გახვეული” ეთილენი დააჩქარებს მის დალპობას.   უმწიფარი პომიდორები შეინახეთ  ყუნწით ქვევით, ქაღალდის პაკეტში ან განცალკავებით თაროზე, სანამ ისინი არ  დამწიფდება.  მწიფე პომიდორი კი საჭიროა შევინახოთ ოტახის ტემპერატურაზე, შორს მზის შუქისაგან და ყუნწით ზევით.  გადამწიფებული პომიდორები შეინახეთ მაცივარში, მაგრამ გამოყენების წინ გააჩერეთ ისინი  ოთახის ტემპერატურაზე.

 

 

Groceries 23 Как правильно хранить продукты

 

15.  ბოთლის სახურავით შეასძლებელია პაკეტების დახურვა. ოღონდ სანამ დახურავთ პაკეტს დარწმუნდით, რომ პროდუქტები მასში მშრალია.

 

 

Groceries 25 Как правильно хранить продукты

16. თხილი უნდა მოხალოთ რაც შეიძლება მალე ყიდვის შემდეგ. შემწვარი თხილი  უფრო დიდხანს  ინახავს გემოს და არომატს. შეინახეთ მაცივარში.

 

 

Groceries 26 Как правильно хранить продукты

17.  სოკო შეინახეთ ქაღალდის პაკეტებში და არა ცელოფანის.

 

 


ავტორი: jarji

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC