არქივი

სკუნსი გვაფრთხილებს

cd873897bc0f
ლაქებიანი სკუნსი — სკუნსების ოჯახის წარმომადგენელთა შორის ყველაზე პატარები სკუნსები. მათ ჩვევა აქვთ შეტევამდე წინა თათებზე დადგნენ და ასე გააფრთხილონ მოწინააღმდეგე.

ალბათ, ცოტას თუ ეყოლება ნანახი შეშინებული ლაქებიანი სკუნსი. თუმცაღა ვისაც ასეთგვართან მოუწია შეხვედრა, ალბათ იციან, რომ შეტევამდე სკუნსი კუდს სწევს, წინა თათებით აბაკუნებს და სისინებს, რითაც მოწინააღმდეგეს აფრთხილებს, რომ ის თავს დაიცავს თუ ის არ გაეცლება მას. აგრეთვე, შედარებით უფრო იშვიათად შესაძლებელია სხვა სახის გაფრთხილების დანახვა — როდესაც ლაქებიანი სკუნსი აბზეკილი კუდით, წინა თათებზე შემდგარი აქეთ-იქით დადის მოწინააღმდეგის წინ.

ასეთი სახის, გარეული ცხოველისადმი, არადამახასიათებელ საქციელს მოსდევს მისთვის ჩვეული — სპეცივიკური სუნის მატარებელი სითხის შესხმა მოწინააღმდეგისადმი, რომელიც წყვილი ანალური ჯირყვლების მეშვეობით გამოუმუშავდება. ზოგჯერ ეს სითხე შხეფების სახით გამოიყოფა, ზოგჯერ კი ნაკადად. ხოლო იმისთვის, რომ სითხე ზუსტად მოწინააღმდეგეს მოხვდეს, ლაქებიანი სკუნსი გაკრვეულ პოზას იღებს: ხრის სხეულს, უკანალით ტრიალდება საჭირო მიმართულებით და წევს კუდს. [მერე ისედაც ვიცით რაც ხდება :D]

e63dcbb34a04

ლაქებიანი სკუნსები დაახლოებით 15 გრამ სუნიან სითხეს ინახავენ, რომელიც 5 „გასროლაზე“ ყოფნის. იმის შემდეგ რაც ამ სითხის მარაგი ამოეწურება, იმავე რაოდენობის სუნიანი სითხის გამოსამუშავებლად მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება.

დღესდღეობით ლაქებიანი სკუნსების ველურ ბუნებაში ნახვა შესაძლებელია, მაგალითად აშშ-ის ტყეებში.

ამ ვიდეოთი კი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ დადის ლაქებიანი სკუნსი წინა თათებზე, მოწაინააღმდეგის შესაშინებლად და მის გასაგდებად:

მსგავსი ამბები

Back to top button