საკითხავისასარგებლოუცნაური

„წითელი თოვლი“


ბუნებაში ხდება მოვლენა, რომლის შედეგადაც თოვლი წითლად იღებება და იღებს საზამთროსთან მიახლოებულ გემოს.

სითბოს მოყვარული წყალმცენარეების გარდა არსებობენ ისეთებიც, რომელნიც დაბალ ტემპერატურას ამჯობინებენ. ხარობენ რა ერთი შეხედვით არახელსაყრელ ადგილას, ეს წყალმცენარეები ისე ინტენსიურად მრავლდებიან, რომ საკუთარი მასით თოვლის ზედაპირს ფერს უცვლიან.

„წითელი თოვლის“ მოვლენის წარმოქმნას, უმეტეს წილად თოვლის ქლამიდომონადა (Chlamydomonas nivalis) უწყობს ხელს, რომლის უჯრედებიც მჭიდროდ არიან შევსებულნი წითელი პიგმენტებით. დროის დიდი ნაწილი ის მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თოვლის დნობის დაწყებისას წყალმცენარე ძალიან სწრაფად იწყებს გამრავლებას. ახალგაზრდა წყალმცენარე გარკვეული დრო მწვანედ რჩება და მხოლოდ დროთა განმავლობაში იძენს მოსისხლო-მოწითალო ან მუქ-ჟოლოს ფერს. აღსანიშნავია, რომ თოვლი, რომელიც ამ წყალმცენარეებით არის შეღებილი, იძენს სპეციფიკურ, საზამთროსმაგვარ გემოს. ეს სიცივის მოყვარული წყალმცენარე 0C°-ს ქვემოთ არსებულ ტემპერატურას ამჯობინებს და +4C° ტემპერატურაზე კვდება.

ხანდახან „წითელი თოვლი“ ძალიან დიდ ტერიტორიებს ფარავს. ასე მაგალითად, ყარაჩაის მთებში, ბასას უღელტეხილზე ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, 1929 წელს აღმოაჩინეს წითელი თოვლის მდელო, რომლის ფართობი რამდენიმე კვადრატული კილომეტრი იყო. ამ მოვლენის შეხვედრა ასევე შესაძლებელია დედამიწის სხვა მთიან ადგილებში ან მაღალ განედებზე, მაგალითად ჩრდილოეთ ურალში, არქტიკაში, ფრანც-იოსების მიწაზე.

ამ „თოვლის“ წყალმცენარის გარდა, ასევე არსებობს მრავალი სხვაც, რომელთა მეშვეობითაც თოვლს მწვანე, ცისფერი, წაბლისფერი ან შავი ფერის მიღება შეუძლია. დღესდღეობით ასეთი წყალმცენარეების 350-ზე მეტი სახეობაა ცნობილი.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close