არქივი

სიყვარული ვეფხისტყაოსანში

9bab2d75e3dc8680ee3c0fab

ვეფხისტყაოსნის შესწავლის პროცესში და მას შემდეგაც არაერთი კითხვა გამიჩნდა, რომელზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი ასეთი კითხვაა – თუ რომელია პოემის მთავარი თემა – სიყვარული თუ მეგობრობა.

დავუკვირდეთ მის სათაურს – ”ვეფხისტყაოსანი”. როგრც ვიცით, ვეფხის ტყავით შემოილი ტარიელია და იგი ნაწარმოების მთავარი გმირია, ხოლო მისი პიროვნება სახისმეტყველებაში სიყვარულის პერსონნიფიკაციად გვევლინება.
აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ პოეტურად და ხატოვნად გვესაუბრება რუსთაველი სიყვარულზე პროლოგში. იგი თითქოსდა დიდი ამბის მოთხრობისთვის გვამზადებს, რომლის საფუძველი თვით სიყვარულია. სიუჟეტის გნვითარებაც კარგად ჩანს ეს, რადგან, რომ არა მიჯნურობა არც ერთი გმირი არ ჩავარდებოდა იმ განსაცდელში, რომელიც აღწერილი გვაქვს და არც იქნებოდა საჭირო იმ უსაზღვრო მეგობრობის ნიჭის გამოვლინება, რაც გააჩნიათ პოემის პერსონაჟებს: ფრიდონს, ავთანდილს, ტარიელს, ნესტანს, თინათინს, ფატმანს, ასმათს, შერმადინს და როსტევანს. რუსთაველი მეთორმეტე საუკუნიდან დღესაც გვასწავლის, რომ სიყვარული ზეციურ, უზენაეს არსბათათვის მახასიათბელია: ”იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა.” რამდენი ადამიანიცაა, იმდნი სახე აქვს მიჯნურობას და იგი მაღალი ზნეობის მქონე ადამიანების ხვედრია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაბალი ღირებულებების მქონე პიროვნებებს ის არ შეუძლიათ, რადგან კვლავ რუსთაველი მოგვიწოდებს, რომ სიყავრულს სწავლა და სიფაქიზე სჭირდება.
პოემის დაწერიდან თითქმის ცხრა საუკუნე გავიდა და ის ღირებულებები, რომლებიც მასშია მუდმივად წინა პლანზე დგანან. დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა სწავლა იმისა, როგორ შევძლოთ ჩვენს გარშემო არსებული წვრილმანი, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანი, ბოროტებების დათრგუნვა და რადგან ამისათვის აუცილებელია კეთილშობილება, მაშინ დროა დავიწყოთ სიყვარულის ნიჭის მაღალ დონეზე შეთვისება, რადგან თავად სიყვარულია კეთილშობილება. რუსთაველს არ ავიწყდება შემოგვთავაზოს მიჯნურობის ერთგვარი დოქტრინა, რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ:

”მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”

პოემის ავტორი წერს: ”კაცი არ ყველა სწორია” და სულით მაღალი ადამიანები ერთმანეთს პოულობენ, ერთად – ღმერთს, ხოლო ღმერთი კი თავად სიყვარულია.
მიჯნურობა წინააღმდეგობრივი გრძნობაა, მას ახაიათებს უზომო სიხარულის, თავგანწირვის, ტანჯვის, მწუხარების, აღმაფრენის განცდა.
ვეფხისტყაოსნის მთავარი არსი – ”ბოროტსა სძლია კეთილმან” თავისთავად ღვთის გამარჯვებაა, რადგან იგი კეთილშობილების განსახიერებაა და სიყვარული თავის თავში გულისხმობს კეთილშობილებას. ანუ ის კეთილი, რომელმაც სძლია ბოროტს არის სიყვარული.

გავიხსენოთ მონაკვეთი, სადაც ტარიელის პოვნის შემდეგ დაბრუნებული ავთანდილი თავის სატრფოს შეეყრება. მიუხედავად დიდი გრძნობისა, თვითონვე მიუთითებს მას დაეხმაროს გასაჭირში მყოფ მოყმეს. თინათინი თვითონაც განგებ ირთულებს და მიჯნურსაც ურთულებს ბედნიერების მოპოვებას – იგი მეფეა და შეუძლია ავთანადილზე დაუბრკოლებლად დაქორწინდეს, მაგრამ იოლი ბედნიერება ნამდვილი და ღირებული ვერ იქნება. ბვედნიერებას ნამდვილს და ღირებულს ხდის მსხვერპლგაღება. იგი აღრმავებს და აძლიერებს სიყვარულს, ადასტურებს მიჯნურობის სიწრფელეს და ღირსებას: ”მარგალიტი არვის მიჰხვდის უსასყიდლოდ, უვაჭრელად.” იგი სატრფოს პირობას აძლევს, რომ მუდამ უერთგულებს: ”კოკობი და უფურჩჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი … მერმე მოდის ლომო მზესა, შეგეყრები შემეყარე”.
ავთანდილი თავისი უსაზღვრო სიყავრულის ნიჭითან ერთად განუმეორებელი მეგობრობის განსახიერებაცაა. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მღალი ზნეობის მქონდე ადამიანები ერთმანეთს შეიცნობენ და რადგან სიყავარულიც ამ დონის ღირებულებაა და ტარიელიც ნამდვილი მიჯნურია, მანაც პირველმა გამოავლინა მეგობრობის უნარი. ტარიელმა ავთანდილში ავდაპირველად შეიცნო არა ის, თუ როგორი მეგობარი იყო ის, არამედ როგორი მიჯნური. სიყვარულმა მისცა ძალა, რათა იმ დროისთვის ტარიელისთვის თითქმის შეუძლებელ მეგობრობის გამოვლინებას ჰქონოდა ადგილი. სწორედ ამ საქციელს მოყვა ავთანდილის მხრიდანაც ტარიელთან ძმადნაფიცობის სურვილი, რაც საბოლოოდ პოემაში ავთანდილმა აღასრულა სიყვარულის საშუალებით.

8755fef39387

ფატმანი

როგორც ვნახეთ, სიყვარულის სიღრმე ფატმანს – ქალს, რომელსაც სისუსტეები და ცოდვები არ აკლია – პოემის მთავარ გმირებთან შინაგანად აახლოებს. ავტორი ამ პერსონაჟს იმითაც მატებს ღირსებას, რომ მასაც გამოათქმევინებს ნაწარმოების ფუნდამენტურ იდეას: ”ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”. ავტორი ფატმანს აჯილდოებს არა მარტო სიყვარულის ნიჭით, არამედ საბოლოოდ სიბრძნითაც. სიბრძნე და სიყვარული კი განუყოფელია პოემაში – ვინც სიყვარული იცის, ის ბრძენიცაა, რადგან სიყვარული სამყაროს არსია. ფატმანი თავს საფრთხეშიც კი იგდებს, გვერდზე გადადებს თავის განცდებსა და პიროვნებას, ცდილობს ტარიელისა და ნესტანის დახმარებას.
ფატმანს იმდენად ძლიერად უყვარს ავთანდილი, რომ შეუძლია შეიცნოს ნამდვილი მიჯნურობა და ხელი არ შეუშალოს ავთანდილისა და თინათინის ბედნიერებას.
რუსთაველმა კარგად წარმოაჩინა ფატმანის წინააღმდეგობრივი ბუნება და გრძნობები, რომლებსაც უხვად გასცემდა, თუმცა თვითონ საპუსუხოდ მხოლოდ ორგულობა, ბოროტება, ღალატი და დაუფასებლობა მიიღო. მას მოუწია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც პრიორიტეტული არა ადამიანური გრძნობები: სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, გულუხვობა, დახმარება და მაღალი ზნეობრივი თვისებები, არამედ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი უღირსებანი წარმოადგენდა, რადგან ეს იყო ვაჭართა ქვეყანა, სადაც: „დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ.“
სიყვარულის გრძნობამ ფატმანის პიროვნებაში დაფარა ყველა ის ნაკლოვანება, რაც მას გააჩნდა. ამით რუსთაველი გვიჩვენებს, რომ ჩვენ მრავალი ნაკლის მქონე ადამიანებს უდნა გვქონდეს სიყვარულის აღზრდისა და შემეცნების უნარი და მივილტვოდეთ იმისკენ, რომ მცირე დონეზე მაინც მივაღწიოთ კეთილს და ვიაროთ იმ ღვთის გზაზე, სადაც სიყვარული გვატარებს.

ტარიელს და ნესტანს ერთმანეთი, რადგანც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია ნაწარმოების სიუჟეტი. მათი სიყვარული მყარია, უგუნებელყოფს დროს, მანძილს და განსაცდელს. ტარიელი და ნესტანი, ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიან. გავიხსენოთ მონაკვეთი, სადაც ხვარაზმშას უფლისწულს კლავს გამიჯნურებული ტარიელი. ამით შეიძლება ითქვას, უდიდეს რისკს წევს, როგორც ნესტანი, ასევე მისი მიჯნური, ვინაიდან, მათი ზრახვა მეფისთვის ნათელია. იგი ამბობს კიდეც: ”ვიცი, ვიცი მეტად კაარგად შემიგიან: მას უყვარდა ჩემი ქალი ჩემი სისხლი ველთა მოუღვრიან.”
ნესტანის ტრაგედიისა და გადაკარგვის შემდგომ ტარიელი მუხლჩაუდრეკად იბრძვის, რათა მოძებნოს მიჯნური და მასთან ერთად ბედნიერი იყოს, თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, რორგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გადის წლები და მათი სიყვარული სიმძაფრეს არ კარგავს. დრო და მანძილი არა ანელებს ამ გრძნობას, არამედ უფრო ამძაფრებს და სრულყოფს მას. ვინაიდან მათ ძლიერი გრძნობის საპასუხოდ სჭირდებათ, ასევე ჭეშმარიტი მიჯნურობა, რაც ცხადია, უნდა დამტკიცდეს მისთვის თავდადებით.
ტარიელმა ცა და დედამიწა შეაჯერა სატრფოს ძიებაში, თუმცა, წლების შემდეგ ტარიელს ყველანაირი იმედი ეწურება იმისა, რომ ნესტანი ცოცხალია. მაშინ აცნობიერებს, რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ადამიანის სახედაკარგული, ტყე-ღრე, ზღვა-ზღვა ხეტიალით ნადირთა კვლით ირჩენს თავს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი გრძნობების სიჭარბე. გავიხსენოთ მონაკვეთი, როცა იგი სატრფოს ამბის თხრობისას გონებას ბნიდავს, თავს კარგავს და გახელებული ცრემლს ღვრის, თუმცა, ყოველივე არა მისი სისუსტე, არამედ სიყვარულის სიძლიერეა, რასაც თავისი ემოციების საშუალებით გამოხატავს.

8680ee3c0fab

სწორედ იმიტომ, რომ ნაწარმოების ქარგა ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის ისტორიაზე ვითარდება და იგი სიყვარულის უსაზღვრო სიმტკიცისა და შემეცნებით არის განპირობებული, სრულიად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ნაწარმოების მთავარი თემა სიყვარულია. ამასთანავე გავიხსენოთ “ვეფხისტყაოსნის” მთავარი გმირის, ტარიელი და მისი პიროვნება, რომელიც სახისმეტყველებაში სიყვარულს გამოხატავს, სანსკრიტულ ენაზე ღმერთს, სპარსულად კი ღვთაებრივს, ხოლო ნესტანი (სპარსულად ნესტ-ადარე-ჯეჰან) არაამქვეყნიურს ნიშნავს და არამიწიერი სიბრძნის პერსონიფიკაციაა. სიიბრძნე და სიყვარული კი განუყოფელია, ვისაც სიბრძნე აქვს, დიდი სიყვარულიც შეუძლია. იგი არა ინსტიქტი, არამედ დიდი გრძნობაა, რომელიც ადამიანს სრულყოფს. ნამდვილს მიჯნურს მართებს: ენა, გონება, დათმობა, თვალად სიტურფე, სიბრძნე, მოცალეობა და სიყმე, ხოლო “ვისაც ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა”. როგორც ვხედავთ, სიყვარულს იმდაგვარი მზაობა სჭირდება, არ ყველასთვის მისაწვდომია, ალბათ სწორედ ამიტომაც წერს რუსთაველი: “მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან”.

P.S: ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რომელია პოემის მთავარი თემა – სიყვარული თუ მეგობრობა?

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button