გამოგონებაგასართობიკრეატივი

პრაღის მუზეუმი LEGO


პრაღის ცენტრში ( მისამართი- Narodni trida, 31) მდებარეობს მუზეუმი LEGO, რომელიც მუშაობს ყოველ დღე 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე;

პირველ დარბაზში აშენებულია მთელი ქალაქი. აქ შეიძლება ნახოთ თუ როგორ იჭერას LEGO- პოლიცია – LEGO დამნაშავეს, თვითმფრინავი წითელი ბარონი „Red Baron“, Volkswagen “ხოჭო” მინიატურაში, აეროპორტი LEGO როგორ იღებს LEGO რეისებს, და კიდევ, თუ როგორ LEGO- დამლაგებლები აგროვებენ LEGO-ნაგავს…
ყველაზე დიდი და უმსხვილესი ექსპონატი მუზეუმში არის – ტაჯ მაჰალის მოდელი -თითქმის 6000 ელემენტით; მეორე ადგილზეა – კოსმოსური ხომალდი „ვარსკვლავური ომები“-დან; ხოლო ტაუერის ხიდის მოდელს (Tower Bridge)- ერთი გოგონა აგროვებდა 12 საათის განმავლობაში;


პრაღის მუზეუმში ასვე თქვენ ნახავთ 545 მეტრიან სარკინიგზო მაგისტრალს 3 ლოკომოტივებით (ელმავლებით), რომელთაც აქვთ დისტანციური მართვის პანელი. იგი აგებულია LEGO-ს ნაწილებით და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში; ასევე, მუზეუმს აქვს მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ LEGO-ს მოდელები;

სხვათა შორის, ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც აწარმოებს მთელი კომპანიის 35-40 %- მდებარეობს ჩეხეთის ქალაქ კლადნოში (Kladno).
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თვით კომპანია-მწარმოებელი დაარსდა 1932 წელს დანიაში. თავდაპირველად კომპანია სპეციალიზდებოდა გემის კიბეების და საუთაო დაფების წრმოებით და გამოშვებით; მოგვიანებით გამოჩნდა პირველი ხის სათამაშოები.


თვით სიტყვა «LEGO» გამოცხადებულ იქნა 1934 წელს , და მივიღეთ გამოთქმიდან «leg godt», რაც ნიშნავს -„ საინტერესო და ამღელვებელ თამაშს“.
დაარსების დღიდანვე 1949 წელს, LEGO-ს ელემენტები ყველა თავისი ვარიანტებით და ვერსიებით, თავსებადია და შეესაბამება ერთმანეთს…
1991 წელს, კომპიუტერული ვიდეო თამაშების ეპოქის დასაწყისიდან, 11 წლის განმავლობაში კომპანია Lego-ს უზარმაზარი ზარალი ჰქონდა , ამიტომ წარმოშობილი ზარალის დასაფარავად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ახალი რობოტული კომპლექტების გამოშვება…






















თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close