გართობაუცნაური

ყველაზე უაზრო კითხვები #2

u8en8

თითქმის ყველაზე სულელური კითხვები, ნაწილი II

წინა ნაწილი იხილეთ აქ

  • ვირჯინის კუნძულებზე (Virgin Islands) ბევრი ქალიშვილია?
  • არსებობს კრემატორიუმში ფასდაკლება, თუკი რამდენჯერმე ისარგებლებ მათი მომსახურეობით?
  • შეიძლება თევზს მოწყურდეს?
  • 8ryro

  • ავადდებიან თუ არა ვამპირები შიდსით?
  • ერთობა თუ არა ჩვილი ბავშვი ჩვილობით ისე, როგორც მოზარდი მოზარდობის პერიოდით?
  • კაციჭამია ცხოველი მარტო კაცებს ჭამს (სახელის გამო) თუ ქალსაც?
  • როგორ უნდა დარწმუნდე იმაში, რომ პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია, თუკი სხვა გზებიც არ სცადე?
  • როგორ იწერება ნული რომაული რიცხვებით?
  • რამდენი კვირაა სინათლის წელიწადში?
  • 7i93a

  • თუკი ტეფლონი არაფერს იკრავს, ტაფაზე როგორღა აკრობენ?
  • რამდენი ლიტრი რძეა “რძიან გზაში”?
  • თუკი სადღესასწაულო სანთლების ქარხანაში ცეცხლი გაჩნდება, იქ მომუშავეები “Happy Birthday”-ს სიმღერას დაიწყებენ?
  • თუ ადამიანი მოძრაობს ბგერის სიჩქარით, ვოქმენის ხმას გაიგებს?
  • თუკი პანტომიმის მსახიობი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, იარაღს მაყუჩს გაუკეთებს?
  • თუკი სარკეში იცვლება გამოსახულების მარჯვენა და მარცხენა მხარე, რატომ არ იცვლება ზედა და ქვედა?
  • სინქრონულ ცურვაში ერთი მოცურავე თუ დაიხრჩობა, სხვებიც დაიხრჩობიან?
  • თუკი თეთრი ღვინო თევზს უხდება, თეთრი ყურძენი სუშის მოუხდება?
  • თუკი კანონი კრძალავს ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომას, ბარებს რატომ აქვთ ავტომობილების სადგომი?
  • უკუსვლით თუ იძუნძულე, წონაში მოიმატებ?
  • თუკი ცდილობ, რაღაც წარუმატებლად გააკეთო და ეს გამოგივა, საბოლოოდ წარმატება გამოდის?
  • ხელახლა თუ დაიბადები, ორი ჭიპი გექნება?
  • 1nuyw

  • ახლა, როცა მაიკროსოფტი ამხელა კომპანიაა, არ ჯობია მაკროსოფტი ერქვას?
  • ამერიკელები ქორწილისას ბრინჯს ისვრიან ნეფე-პატარძლის მიმართულებით. ლოგიკურად, აზიელები ჰამბურგერებს ისვრიან?
  • თუკი არსებობს სინათლის სიჩქარე (თვალი) და ბგერის სიჩქარე (ყური), ხომ უნდა არსებობდეს სურნელის სიჩქარეც (ცხვირი)?
  • წიწილების აზრით, როგორი გემო გვაქვს ჩვენ?
  • რას ითვლიან ცხვრები, როცა ვერ იძინებენ?
  • თუკი საწოლი ოთახიდან საწოლს გაიტან, რა ერქმევა ოთახს?
  • როცა თოვლი დნება, სად იკარგება თეთრი ფერი?
  • სად არის ძველი ზელანდია?
  • რატომ არ მოკლა ნოემ კიდობანში ყოფნისას ის ორი კოღო?
  • მართალია, რომ კანიბალები არ ჭამენ კლოუნებს, რადგან სასაცილო გემო აქვთ?
  • თუკი ბრმები მუქ სათვალეს ატარებენ, ყრუებს რატომ არ აქვთ ყურსაცვამები?
  • კატებს და ძაღლებს ბეწვი რომ არ ჰქონდეთ, მაინც ვიყოლიებდით სახლში?
  • k648u

  • რატომ ცეკვავენ ბალერინები ფეხის წვერებზე? არ ჯობია, უფრო მაღალი მოცეკვავეები მოძებნონ?
  • რატომაა ჰოთდოგი შეკვრაში 10 ცალი და ფუნთუშა მხოლოდ 8?
  • რაში იყენებს ღორი დაგრეხილ კუდს?
  • თუკი ჯანდაბაში მოხვდები და ვინმეზე გაბრაზდები, რას ეტყვი, სად წასულხარო?
  • როცა ყველს (cheese) სურათს უღებენ, რას წარმოთქვამს?
  • როცა ძროხები დიდხანს იცინიან, თვალებიდან რძე მოსდით?
  • რატომ აქვს ავტომობილებს ამხელა მაქსიმალური სიჩქარე, თუკი კანონი კრძალავს?
  • რატომ ვრეცხავთ პირსახოცს, ჩვენ ხომ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ მას, როცა სუფთა ვართ?
  • ვინ ახდენს ძაღლის საკვების დეგუსტაციას იმის გასარკვევად, რამდენად გემრიელი და ვარგისია?
  • როცა ფანქრით დაწერილ სიტყვას ვშლი, სად მიდის?
  • როცა ხალხი შიმშილისას წონას კარგავს, სად მიდის ის წონა?
  • როცა საათი გამოიგონეს, საიდან გაიგეს რომელი საათი იყო და რა დროზე უნდა დაეყენებინათ?
  • zrhgz

  • რატომ არ აქვს ტარზანს წვერი?
  • რატომ არ სურს მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს, გახდეს ჰოკეის მეკარე?
  • რატომ ჰქვია პერიოდს ტურისტების სეზონი, თუკი ტურისტს ვერ მოკლავ?
  • რატომ არ აქვს სახელი მუხლის უკანა მხარეს?
  • როცა ჰელოუინისთვის ზეწარს გადაიცვამ, მოჩვენება უფრო ხარ თუ ლეიბი?
  • თუკი შავი ყუთი არასდროს ზიანდება, რატომ არ აკეთებენ მთელ თვითმფრინავს იმავე მასალისგან?
  • და ბოლოს

  • ამხელა ტექსტს რომ აკოპირებ, წყაროდ UCNAURI.COM-ის მიწერა რატომ გეზარება?
  • მსგავსი ამბები

    Back to top button