ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ელიზაბეტ ტეილორის სამკაულები


ელიზაბეტ ტეილორი მთელ მსოფლიოში კინოროლებით, იისფერი თვალებით, რვა ქმრით, საქველმოქმედო საქმიანობითა და ლეგენდარული სამკაულებით გაითქვა სახელი. მისი სამკაულების კოლექცია უძვირფასესია და თან ისტორიული ღირებულებაც აქვს. ამბობენ რომ მთელ მსოფლიოში ტეილორზე ძვირფასი სამკაულები მხოლოდ ერთს, ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს აქვს, თუმცა ჰოლიუდის ვარსკვლავს თავისი სამკაულებით სამეფო ოჯახის წევრებიც კი გაუოცებია.

ერთხელ ელიზაბეტი წვეულებაზე ელიზაბეტ მეორის ქალიშვილთან, პრინცესა მარგარეტთან ერთად მოხვდა , რომელიც თავის დროზე ყველაზე გემოვნებიან ქალად იყო აღიარებული. ტეილორს თითზე ეკეთა 33 კარატიანი სახელგანთქმული ბრილიანტი “კრუპით” შემკული ბეჭედი. პრინცესას მისმა ბრწყინვალებამ თვალი მოჭრა და ლიზს უთხრა, ამაზე ვულგარული არასოდეს არაფერი არ მინახავსო. ტეილორმა მაშინვე შეთავაზა, თუ გსურთ , გაიკეთეთო. პრინცესამ გაიკეთა და აღფრთოვანებისაგან რამდენიმე ხანს მეტყველების უნარიც კი დაკარგა. ამ დროს მსახიობმა მას ფრთხილად სკითხა: “შეხედეთ პრინცესა მარგარეტ, იგი უკვე აღარ არის ვულგარული, არა?”

ბრილიანტები მთელი სიცოცხლე მიყვარდა ამბობს ტეილორი, დედაჩემი ამბობდა, “რომ თვალები გვიან, დაბადებიდან მეერვე დღეს ამეხილა და პირველი რაც დავინახე, მისი ნიშნობის ოქროს ბეჭედი იყო, რომელმაც მაშინვე დამატყვევა.” სამკაულების შეგროვება მან თურმე ბავშვობიდან დაიწყო. დედას ერთი კოსტუმისათვის იაფასიანი გულსაბნევი უყიდა. შემდეგში ქმრები ანებივრებდნენ. ყველაზე მეტი სამკაული მაიკ ტოდმა და რიჩარდ ბარტონმა მიართვეს. 40 წლის იუბილეზე მას გულის ფორმის ბრილიანტი- “ტაჯმაჰალი” აჩუქა, რომელსაც ერთ მხარეს არაბული წარწერა ქონდა – “ჩემს საყვარელ მაჰალს “. ეს ბრილიანტი ლეგენდარულმა შაჰმა ჯაჰანმა ერთ დროს თავის საყვარელ მეუღლეს, მუმთაზ მაჰალს მიართვა. რიჩარდა ბარტონმა მაშინ განაცხადა, ლიზს თვით ტაჯმაჰალის მავზოლეუმსაც კი ვუყიდდი, მაგრამ მისი ტრანსპორტირება უზომოდ ძვირი დამიჯდებაო.

ტეილორი ამბობდა რომ მისი სამკაულები მისი სიყვარულის ისტორიები იყო, რადგან თითქმის ყველა მათგანი საყვარელმა ადამიანებმა აჩუქეს. ისინი ამ ქვეყნად უკვე აღარ არიან. ერთ დროს ტეილორს სამკაულები სახელგანთქმულმა კოლექციონერმა, მალკოლმ ფორბსმა და სახელგანთქმულმა მსახიობმა რექს ჰარისონმაც უსახსოვრეს.
მართალია ტეილორს თავისი სამკაულები უზომოს უყვარდა, მაგრამ როდესაც ქველმოქმედებას ეხებოდა საქმე, მათ გაყიდვაზე უარი არ უთქვამს. კრისტის აუქციონზე 80 ათას დოლარად რიჩარდა ბარტონის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი გაყიდა. ეს თანხა გადასცა შიდსის ცენტრს. ” ეს ბეჭედი ჩემო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის სიმბოლოა”, განაცხადა მან, – “მისის გაცემა ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან ამ ბეჭედში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი. ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ შიდსით დაავადებულებს დავხმარებოდი”. ასევე შეელია სახელგანთქმულ ბრილიანტს, რომელსაც ტეილორ ბარტონს ეძახდნენ. თანხა კი აფრიკაში ჰოსპიტალის შენებას მოახმარა. : ბედნიერი ავრ ეს ნივთები ჩემს ხელში რომ მოხვდა”- ამბობს ტეილორი,- “თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, მათი მფლობელი კიარა მომვლეოლი და შემნახავი ვიყავიო. ეს სამკაულები მხოლოდ იმიტომ მაქვს , რომ მათ მოუარო და დავიცვა”

loading...
თეგები

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close