გართობაუცნაური

ცეცხლზე მოსიარულენი

ed7a21e15853
როგორც ჩანს , ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ გაბედავს ნაკვერჩხალზე ან გავარვარებულ ქვებზე ფეხშიშველა გავლას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ხალხი რომელიც ამას აკეთებს, ამ დროს იმყოფება რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჯერჯერობით აუხსნელი რჩება, თუ როგორ ახერხებენ ისინი ასეთი გასეირნების შემდეგ უვნებლად დარჩენას.
ჯორჯ სენდვიტის წიგნში „სასწაულებზე მონადირენი“ დაწვრილებით აღწერილია, თუ როგორ დადიოდნენ ნაკვერჩხალზე ფიჯიზე მაცხოვრებელი ინდოელები. ერთხელ ასეთი ამაღელვებელი სანახაობის შემდეგ ის დაბრუნდა სასტუმროში ერთ ბანკის მოსამსახურესთან ერთად, რომელზეც ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მან აღიარა, რომ ცეცხლი ნამდვილი იყო, რადგანაც მის მიერ იქ ჩაგდებული ქაღალდი იმწამსვე დაიწვა. ბანკის მოსამსახურემ განაცხადა, რომ ნაკვერჩხალზე სიარული აუცილებლად უნდა აკრძალულიყო, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა თანამედროვე მეცნიერებას. ჯ. სენდვიტმა შენიშნა, რომ იმათგან ვინც ნაკვერჩხალზე დადიოდა, შეიძლებოდა რაიმე სასარგებლოს სწავლა. ამან მოსამსახურის დაუფარავი აღშფოთება გამოიწვია;
ლონდონის უნივერსიტეტის ინიციატივით, 1935 წლის სექტემბერში ქ. კარშალტონში მოეწყო ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი ნაკვერჩხალზე მოსიარულეზე. ჰარი პრაისონს, წიგნის „ფიზიკურ კვლევათა 50 წელიწადი“ ავტორს მიაჩნდა, რომ ამ ფოკუსის საიდუმლო მდგომარეობა გავარვარებული ხის დაბალ სითბოგამტარობაში და მოსიარულეს ფეხის გულების ნაკვერჩხალთან კონტაქტის მცირე ხანგრძლივობაში. ექსპერიმენტში მონაწილეობდა ახალგაზრდა მაჰმადიანი ინდოელი კუდა ბაქსი. მან ოთხჯერ გაიარა ექვსი მეტრის სიგანის ნაკვერჩხლიან ორმოზე და არავითარი დამწვრობა არ მიიღო.

ed7a21e15853
ექსპერტებმა ამ ექსპერიმენტის გარშემო ერთმანეთის გამომრიცხავი აზრები გამოთქვეს. ერთმა მეცნიერმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ამ ფოკუსის გამეორება ყველას შეეძლო, რადგანაც ორმოში ტემპერატურა ჩაის ტემპერატურას არ აღემატებოდა ( სინამდვილეში იქ ტემპერატურა 400° მეტი იყო). როდესაც მას თხოვეს თვითონ გაევლო ფეხშიშველს იმ ნაკვერჩხალზე, მან ამას თავი აარიდა.
ცნობილმა ფოლკლორისტმა ენდრიუ ლანგმა ერთ-ერთმა პირველმა აღნიშნა, რომ ნაკვერჩხალზე სიარულის ხელოვნება ცნობილია დედამიწის ყველა კონტინენტზე. მან შეაგროვა დიდი მასალა, რომელიც ადასტურებს მის გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ცეცხლზე სიარული ცნობილი იყო ჯერ კიდევვ პლატონის, ვირგილიუსის და სტრაბონის დროს. პროფ. ელიადე მის წარმოშობას შამანობის ჩასახვის დროს უკავშირებს. თავის წიგნში „სამჭედლო და ტიგელი“ მან მოიყვანა ცეცხლზე სიარულის ხელოვნების ამსახველი ფართო მასალა, რომელსაც ფლობენ სხვადასხვა ხალხები, დაწყებული ნაკვერჩხალზე მოცეკვავე ჩრდილო ამერიკელი ინდიელებიდან და ინდოელებით დამთავრებული. მას იცნობენ ქრისტიანი ევროპელებიც. ახლაც კი საბერძნეთში, სოფელ ლანდაგარის მცხოვრებნი წმ.კონსტანტინესა და წმ.ელენეს დღესასწაულზე გულზე მიდებული ამ წმინდანების ხატებით ცეკვავენ ხოლმე გაღვივებულ ნაკვერჩხლებზე.
8e003990b50f
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცეცხლის მიმართ აღუქმელობას სრულიად განსხვავებული მეთოდებით აღწევენ. ინდოელებისათვის რიტუალის მთავარ ელემენტს ტრანსის მდგომარეობა ან რელიგიური ექსტაზი წარმოადგენს. თუმცა კუდა ბაქსი და ბევრი სხვა ცეცხლის მიმართ უგრძნობლობის დემონსტრირებისას სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მიუხედავად ამისა, ზოგიერთებისათვის საჭიროა საკმაოდ რთული მომზადება, რომელიც მოიცავს სიმღერას, ცეკვას, მარხვას და ა.შ. სხვებს კი ნაკვერჩხალზე სიარული შეუძლიათ ან სრულიად მოუმზადებლად, ან მარტივი სიმბოლური რიტუალის შემდეგ.
8fa812a7cb09
ყველაზე ძნელი და შთამბეჭდავია ცეცხლზე „გასეირნება“, რომელსაც პოლინეზიაში მისდევენ. ამ დროს მოსიარულე დადის არა ფერფლზე ან ნაკვერჩხალზე, არამედ გავარვარებულ ქვებზე.
მეცნიერტა აზრით, ცეცხლზე სიარულის უნარის მხოლოდ სულიერი ან ფსიქოლოგიური მიზეზებით ახსნა შეუძლებელია და აქ საქმე გვაქვს ისეთ ფიზიკურ მოვლენასთან, რომელიც ჯერ კიდევ გაუგებარია და რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა თავისი ახსნა.

e48d9b1a8425
ce3feaa9c70b

manowar

I'm new here
Back to top button