არქივი

ლიტერატურული სალონი XII

4283fe088a1d
მარგალიტები ქართული ლიტერატურიდან.
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამცაროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემნისა!…

  • გული შემნახველი საკანი არავის ეგონოს, რომ სიყვარული ხელბარგივით მიაბაროს, –თვითონ წავიდეს,ისეირნოს იხეტიალოს…
    მერე მოვიდეს და ყველაფერი სულ მისხალ–მისხალ დაიბრუნოს სამარადჟამოდ. მორის ფოცხიშვილი
  • “რამდენჯერ გითქვამს აღარ გიყვარვარო,შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს გავდეს ასე არა ძვირფასო. თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს,ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინად…მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის,რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურება კაცი”

791ab19d53d0

  • “ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
    და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
    ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
    ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.” შოთა ნიშნიანიძე
  • ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური
    82e5e6828761მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.კონსტანტინე გამსახურდია
  • ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.კონსტანტინე გამსახურდია
  • “თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით, კვნესითა და მუდარით. არ მინდა, მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი ამისთანა სიცოცხლეს”ოთარ ჭილაძე
  • ცხოვრებაში ერთხელ ხელში მოგხვდება ისეთი ქალი, რომელიც ბედნიერების ერთდერთი სასწაულია, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის ან უბედობის გამო ხელს დააცდენ მას, და მერე მთელი ცხოვრება სინანულად და მოგონებად გექცევა მასზე მთვარის მოტაცება
  • “ადამიანი ადამიანისთვის დღეა “
  • ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! – იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე – უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
  • დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე,თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა,როგორიც მე ვარ.ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე.ხანდახან იმასაც ვფიქრობ,ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი. ნოდარ დუმბაძე
  • “როგორც ზოგიერთს კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა შენ ქედმოდრეკილად ექცევი, მას აგრე
    ჰგონია : ეშინიაო ჩემი, თორემ რად მომეპყრობოდაო პატივისცემით .”
    კონსტანტინე გამსახურდია
  • მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
    ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
    შეცდომით იდო და ნელა-ნელა
    თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ…ოთარ ჭილაძე
  • ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გქვიაო!
  • მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია !
    ოთარ ჭილაძე
  • გაიცინე გენაცვალე, იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული. მოწყენა მაშინაც გვეყოფა, ლანდების სამყაროში რომ ჩაგვიყვანენ.გამსახურდია
  • ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს! გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს, მე აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ…. გათავდა.. აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში… ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც… შენ ხარ – აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..
    ოთარ ჭილაძე
  • ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.
    ჭილაძე
  • ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია,თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება. ოტია იოსელიანი

  • “…მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა.
    თვალი გაქვს შეჩვეული კაცს თორემ ყველაფერი სასწაულია.”
    ჯემალ ქარჩხაძე
  • სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის… ოთარ ჭილაძე

d17747aad02c

  • ამ გამწარებულს წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქმნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა
    ილია ჭავჭავაძე
  • ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.
    ვაჟა-ფშაველა

03f1121653f8

  • საოცარი ფრინველია მერცხალი. ერთიც, რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი – სიხალისით. ეს, რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც
    უსაშველოდ ცარიელია.ნოდარ დუმბაძე
  • ვითა პეპელა
    არხევს ნელნელა
    სპეტაკს შროშანას,ლამაზად ახრილს,
    ასე საყურე,
    უცხო საყურე,
    ეთამაშება თავისსა აჩრდილს.ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.ილია II

მსგავსი ამბები

Back to top button