სხვანაირი გაგარინი

იური გაგარინის ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდეგაც, მისგან ხატავდნენ იდეალური ადამიანის სახეს, კომუნიზმის სიმბოლოს. და როგორი იყო ის სინამდვილეში? შევეცადოთ წავიდეთ სტერეოტიპებიდან და გთავაზობთ წერილს, რომელიც მან გაფრენამდე ორი დღით ადრე დაწერა მეუღლისათვის – ვალენტინასათვის. მან იცოდა, რომ რისკი ძალიან მაღალი იყო და არ იყო დარწმუნებული, რომ დარწმუნებული ცოცხალი დაბრუნდებოდა. თუმცა გაგარინის მეუღლემ წერილი წაიკითხა მისი დაღუპვიდან მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 1968 წლის 27 მარტს. წერილი ძალიან სენტიმენტალურია და ნაწილობრივ კუმუნისტური სულისკვეთებითაც გაჟღენთილი. აი ეს წერილიც:
“გამარჯობათ ჩემო ძვირფასებო, საყვარელო ვალეჩკა, ლენოჩკა და გალიოჩკა!
გადავწყვიტე დამეწერა რამდენიმე სტრიქონი, რათა გამეზიარებინა და გამეყო თქვენთვის ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც მე მხვდა წილად დღეს. დღეს სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა პირველი მე გამიშვას კოსმოსში. იცი ძვირფასო ვალიუშა , როგორ მიხარია, მინდა, რომ თქვენც გიხაროდეთ ჩემთან ერთად. უბრალო ადამიანს დააკისრეს ასეთი დიდი სახელმწიფო ამოცანა — გაეჭრა პირველი გზა კოსმოსისაკენ!
შეიძლება იოცნებო ამაზე მეტი? ეს ხომ ისტორიაა, ეს ახალი ერაა! ერთ დღეში მე სტარტი უნდა ავიღო. ამ დროს თქვენ დაკავებული იქნებით თქვენი საქმეებით. ძალიან დიდი ამოცანა დამაწვა მხრებზე. ძალიან მინდა ამის წინ ვიყო თქვენს გვერდით, გაგესაუბრო შენ, მაგრამ თქვენ ძალიან შორს ხართ. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს თავს ჩემს გვერდით.
ტექნიკას მე სრულიად ვენდობი. მან არ უნდა მიმტყუნოს. მაგრამ ხომ არსებობს, რომ ადამიანი ეცემა სწორ ადგილზე და მოიტეხავს კისერს. აქ შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ თავად მე ამის არ მჯერა. თუ მაინც მოხდება რაიმე, მე გთხოვთ თქვენ და განსაკუთრებით შენ ვალეჩკა ნუ იდარდებ ძალიან. ცხოვრება ხომ ცხოვრებაა და არავინ არ არის გარანტირებული, რომ ხვალ მას მანქანა არ გაიტანს. მოუარე გთხოვ ჩვენს გოგონებს, გიყვარდეს ისე, როგორც მერ მიყვარს ისინი. გთხოვ გაზარდე ისინი დედიკოს შვილები კი არა, არამედ ნამდვილი ადამიანები, რომელთაც ცხოვრების სიძნელეების არ ეშინიათ. გაზარდე ადამიანები – ღირსნი ახალი თაობის – კომუნიზმის. ამაში შენ დაგეხმარება სახელმწიფო. ხოლო შენი პირადი ცხოვრება ააწყვე ისე, როგორც ამას სინდისი გიკარნახებს, როგორც ჩათვლი საჭიროდ. არავითარ ვალდებულებეს მე არ გახვევ, ამის გაკეთება არ არის სწორი. რაღაც ძალიან სამწუხარო წერილი გამომივიდა. თავად მე ამის არ მჯერა. იმედი მაქვს, რომ ამ წერილს შენ ვერასოდეს ვერ ნახავ და მე ჩემი თავისვე შემრცხვება ამ სისუსტის გამო, მაგრამ თუ რაიმე მოხდება, შენ უნდა იცოდე ყველაფერი.
აქამდე მე ვცხოვრობდი პატიოსნად, სამართლიანად, ხალხის სასარგებლოდ, თუმცა ეს სარგებელი არც ისე დიდი იყო. ოდესღაც ბავშვობაში წავიკითხე ვ. პ. ჩკალოვის სიტყვები: “თუ იქნები, უნდა იყო პირველი” . აი მეც ვცდილობ ვიყო ასეთი და ვცდილობ ბოლომდე. ვალეჩკა, ამ ფრენას მე უძღვნი ახალი თაობის ხალხს, კომუნიზმს, რომელშიც ჩვენ უკვე შევდივართ, ჩვენს დიად ქვეყანას და მეცნიერებას.
იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში, ჩვენ ერთად ვიქნებით და ვიქნებით ბედნიერი.
ვალეჩკა, გთხოვ არ დაივიწყო ჩემი მშობლები, თუ შესაძლებლობა გექნება, მოეხმარე მათ რაიმეთი. გადაეცი მათ დიდი მოკითხვა და მაპატიონ ის, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მათ არც შეიძლებოდა , რომ სცოდნოდათ. მე მგონი დავამთავრე. ნახვამდის ჩემო ძვირფასებო. გკოცნით და გეხვევით, დიდი მიკითხვით თქვენი მამა და იურა. 10.04.61 წ.
გაგარინი”
გთავაზობთ აგრეთვე არაოფიციალურ ფოტოსურათებს, რომლებშიც არ არის სტანდარტული გადაღებული სურათი სკაფანდრში, არამედ ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს უბრალო ადამიანის- იური გაგარინის ყოველდღოიურ ყოფას ცხოვრებაში, საოჯახო გარემოში.

1. გაგარინი ფოტოგრაფი. 1965 წელი

2. საღამო “ვარსკვლავთქალაქში” მოწყობილი კოსმონავტების საპატივცემულოდ. 1965 წლის გაზაფხული. მარცხნიდან იური გაგარინი, მარჯვნიდან ალექსეი ლეონოვი.

3. გაფრენის შემდგომი დასვენება . ყირიმი 1961 წელი.

4. ყირიმი, ზაფხული. 1961 წელი.

5. იური გაგარინი თავის შვილებთან ერთად

6. მეგობრული შეხვედრა ფიდელ კასტროსთან.

7. მოგზაურობა საზღვარგარეთ. კოსმოსში გაფრენის შემდეგ მან მოინახულა რამდენიმე ქვეყანა.

8. კოსმონავტების ხოკეის გუნდის “ჩვენების” კაპიტანი. 1963 წელი.

9. გაფრენიდან 2 წლის შემდგომაც ის ვარჯიშობდა და იყო კარგ ფორმაში. 1963 წლის ზაფხული.

10. იური გაგარინი თავისი ფოტოაპარატით.

11. ფრანგული კომპანიის “მატრას ” საჩუქარი. სპორტული ავტომანქანა Matra Djet. 1965 წელი

12 . შავი “ვოლგის” სოლიდური მფლობელი. 1967 წელი.

13. გაგარინი ნადირობისას. 1966 წლის შემოდგომა.

14. წარმატებული ნადირობა იხვებზე. 1966 წლის შემოდგომა

15. იური გაგარინი ქალიშვილიბთან, გალია და ლენასთან ერთად.

 


ავტორი: zurab


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE