მისტიკასაკითხავიუცნაური

წყევლა

მოგესალმებით.გამიხარდა,რომ ამ საიტზე ისევ მოიპოვებიან ჩემი მკითხველები.ეს პოსტი თქვენთვის და ყველა იუზერისთვის :) საუბარი იქნება წყევლაზე,მის წარმომავლობაზე,მოქმედების მექანიზმსა და მოშორების გზებზე.მაშ ასე….

წყევლის არსებობის ისტორია ისევე ძველია,როგორც სამყარო.პირველები,ვინც იწყევლებოდნენ,ბერძენი ღმერთები იყვნენ,რომელთა წყევლა მთელი 100%-ით სრულდებოდა.ურანი წარმოშობდა ისეთ შვილებს,რომ მათი დედა- გეა ძალიან შეშინებული იყო.მან მიმართა კრონოსს,ურანის შვილს,რომელიც შეებრძოლა ურანს და დაამარცხა იგი. ურანმა დაწყევლა კრონოსი : შენც შენი შვილის ხელისგან მოვკვდებიო.

ბერძენმა ღმერთმა კრონოსმა ყველაფერი გააკეთა,რომ თავიდან აეცილებინა ეს წყევლა.როდესაც მისი ცოლი რეია შობდა შვილს,კრონოსი მას სჭამდა!მაშინ რეიამ გადაწყვიტა ერთი ჩვილი მაინც გადაერჩინა და გამოქვაბულში წავიდა,რათა იქ ემშობიარა.მან შობა ზევსი და კრონოსს,ჩვილის მაგივრად,ქვა შეაჭმევინა.

როდესაც ზევსმა მოწიფულობის ასაკს მიაღწია,ის მამას აუმხედრდა,რის შემდეგად დაიწყო ომი თაობებს შორის,რომელშიც კრონოსი დამარცხდა.

ადამიანებზე რაღა ვთქვათ?ადრეც იწყევლებოდნენ და ახლაც.მაგრამ რას შეიძლება დავარქვათ წყევლა?

წყევლა– რაიმე ცუდის სურვება.კოდი,რომელიც იზიდავს ყველანაირ უბედურებას.

წყევლა არის სხვადასხვანაირი. არის წინასწარ განზრახული და დაუდევარი.

დაუდევარია ის,რომელსაც ამბობენ ემოციური აფეთქების დროს.მას აქვს სპონტანური ხასიათი და როგორც წესი მისი ფორმულაა : რაიმე მოვლენა – წყევლა.

მსგავსი წყევლის მაგალითი: როდესაც ერთმა ახალგაზრდამ ვაშლი მოიპარა და გამყიდველმა ეს დაინახა,მან თქვა: “ხელები გაგიხმეს!”.მას ხელები წაერთვა…ვერავინ ვერ განკურნა.ყმაწვილი გამყიდველთან წავიდა და პატიება სთხოვა,ვაშლებიც კი მოუტანა.გამყიდველს უკვე დავიწყებული ჰქონდა ეს ფაქტი და ისიც გაუკვირდა,თუ რამდენაც ძლიერად იმოქმედა მისმა წყევლამ..ისტორიას არ აქვს ჰეფი ენდი: ყმაწვილი ინვალიდად დარჩა.

ძველ დროში,ადამიანებს წყევლის გამომწვევი ძალა მატერიალური ეგონათ.მაგალითად,ყორანი უბედურების მომასწავებელ ფრინველად აღიქმებოდა.თუმცა,იცით,რომ წყევლის მატერიალურად აღქმა მისგან განთავისუფლებაში გეხმარებათ?

აი,მაგალითად,დასავლელ ხალხებს სჯერათ,რომ როდესაც გწყევლიან უნდა გადაბრუნდეთ თავით,დაეცეთ მიწაზე და ხელები დაიფაროთ თავზე – მაშინ წყევლა ვერ მოგწვდებათ და უკან დაუბრუნდება მაწყევარს.თუ არ გაქვთ დაცემის საშუალება(ანუ სადმე ქუჩაში ხართ) შეგიძლიათ იგივე სცენა სახლში გაიმეოროთ.ოღონდ ზუსტად აღიდგინეთ სურათი და ის ადამიანი,ვინც დაგწყევლათ.ეს მალევე უნდა გააკეთონ! რაც უფრო დიდი ხანი გადის წყევლის თქმისგან,მით უფრო მეტი შანსია ის ასრულდეს.

სხვა ხერხი: უნდა თქვათ : წაიღე შენი წყევლა უკან… ან გადააფურთხოთ სამჯერ.

დაუდევარ წყევლებს შეიძლება მივაწეროთ მშობლების ან ხლობლების მიერ თქმული სიტყვები ან “სურვილები”.მაგალითად, დედა ყოველთვის ეუბნება თავის შვილს,რომ ის ცოლად პროვინციალ გოგონას მოიყვანდა და ცოლი მას ნახევარ ბინას წაართმევს- ასეც მოხდა!

წინასწარ განზრახული წყევლა

წინასწარ განზრახულ წყევლას უწოდებენ მაგიურ მოქმედებას,რომელიც მაშინ ხდება,როდესაც ადამიანი მიზნად ისახავს მოიშოროს მოწინააღმდეგე ან უბრალოდ მიაყენოს ზიანი.

ძველად მსგავსი წყევლა სწრაფად წარმოითქმებოდა.წყევლის დროს უნდა გეხსნებინა სახელი,ვისაც სწყევლი,მისი მშობლები ან ნათესავები,რითია დასაქმებული,სხეულის ნაწილები,რომლებიც უნდა იყოს დაზიანებული და ასევე ასრულების დრო.

როგორ განთავისუფლდეთ მსგავსი წყევლისგან?

წარმავალი მთვარის დროს ფურცელზე დაწერეთ” წყევლები,როგორც ფრინველები ბუდეში,ყოველთვის უკან ბრუნდებიან”,მოკეცეთ ის ოთხად და მკერდზე ატარეთ.ყოველ საღამოს თითო ასო მოახიეთ.ასე წყევლა თანდათან წავა.

ყველაზე კარგი საშუალებაა კი,რომ წყევლას არ მიაქციოთ ყურადღება და უბრალოდ გჯეროდეთ,რომ ეს ყველაფერი სისულელეა.

დიდი მადლობა,რომ დრო დაუთმეთ ამ პოსტს და წაიკითხეთ.

BY ნაწკა

NataLie JackMan | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close