საკითხავისასარგებლოუცნაური

ვიქტორ ლუსტიგი – ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა


1925 წლის მაისში, პარიზის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იტყობინებოდა ეიფელის კოშკის ცუდი მდგომარეობის შესახებ. ნაგებობას რომელიც, 30 წლის წინ იყო აღმართული და უკვე პარიზის სიმბოლოს წარმოადგენდა, საკმაოდ ძვირადღირებული რესტავრაცია ჭირდებოდა. საფრანგეთის მთავრობა თვლიდა, რომ რესტავრაციის ნაცვლად კოშკის დემონტაჟი შეიძლება ბევრად უფრო იაფი ყოფილიყო. ბევრი ადამიანი ამ სტატიას , როგორც რიგირთ სამთავრებო გადაწყვეტილებას ისე შეხედავდა და ჩვეულებრივად გააგრძელედა ცხოვრებას, მაგრამ ვიქტორ ლუსტიგი ყველასაგან განსხვავებული ადამიანი იყო, ამ ფაქტმა მის გონებაში დიდი იდეა დაბადა.

ვიქტორ ლუსტიგი ხუთ სხვადასხვა ენაზე საუბრობდა, გამოირჩეოდა სწრაფი აზროვნებით და დამაჰიპნოზებელი შარმით. წარმოშობით ჩეხი ლუსტიგი, წლების განმავლობაში თაღლითობით ითვისებდა სხვა ადამიანების ქონებას. მან თავისი ,,მოღვაწეობა” საკრუიზო გემებზე დაიწყო, რომელიც მდიდარი ადამიანებით იყო სავსე. მისი ყველაზე საყვარელი როლი იყო, ბროდვეელ პროდიუსერად თავის წარდგენა. შედარებით გულუბრყვილო ადამიანებს პირდებოდა რომ აუხდენდა ნატვრას და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავს გახდიდა, რის შემდეგაც ფულს ახდევინებდა არარსებულ პროდუქციასა და მომსახურებაში. 1925 წლისათვის ლუსტიგი უკვე მსოფლიო მასშტაბით ძებნილი თაღლითი იყო.


ლუსტიგი არასოდეს იწყებდა მოქმედებას წინასწარი გამოკვლევებისა და მომზადების გარეშე. მისი პირველი ნაბიჯი გამყალბებლის მოძებნა იყო, რომელმაც მას დოკუმენტები დაუმზადა. ამ ყალბი დოკუმენტების მიხედვით ის მთავრობის მოხელე გახდა. ამის შემდეგ გაუგზავნა წერილი ხუთ ქალაქის ყველაზე დიდ ჯართით და რკინით მოვაჭრეს და შეხვედრა სასტუმროში დაუნიშნა. შეხვედრაზე ლუსტიგმა ამ ბიზნესმენებს უთხრა, რომ მთავრობა ეიფელის კოშკის დემონტაჟს აპირებდა და 7000 ტონა რკინა გაიყიდებოდა იმ ადამიანზე, ვინც მათ შორის ყველაზე დიდ თანხას გადაიხდიდა. ლუსტიგმა ემოციური პერფორმანსი მოაწყო, მან შეახსენა ბიზნესმენებს რომ ეიფელი კოშკი 1889 წლის გამოფენისთვის დამზადდა და მისი მუდმივად იქ დატოვება არ ყოფილა განძრახული, ასევე მოიყვანა დიდი მწერლების დიუმასა და მოპასანის უარყოფითი შეფასებები ეიფელის კოშკის მიმართ. საბოლოო ჯამში მან მოახერხა ბიზნესმენების დარწმუნება.


რამდენიმე დღის შემდეგ ბიზნესმენება გააკეთეს თავიანთი შეთავაზებები, მაგრამ ლუსტიგს უკვე ყავდა ამორჩეული მსხვერპლი, ეს იყო -ანდრე პასიონი. მან წერილი გაუგზავნა პასიონს და უთხრა რომ აუქციონი მან მოიგო. კიდევ დამატებით ქრთამიც მოითხოვა მისგან, რათა ვითომც და პრობლემები აეცილებინა მისთვის. ფულით ხელში ლუსტიგი ავსტრიაში გაიქცა და რამდენიმე კვირა განცხრომაში ცხოვრობდა, პეიოდულად ამოწმებდა ფრანგულ გაზეთებს, მაგრამ იქ თაღლითობაზე ვერაფრს წააწყდა. საქმე იმაში იყო, რომ ანდრე პასიონი იმდენად შეურაწყოფილად გრძნობდა თავს პოლიციაში მისვლა მოერიდა.

6 თვის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა პარიზში და იგივე სქემით კვლავ გაყიდა ეიფელი კოშკი, მაგრამ ამ შემთხვევაში მსხვერპლმა პოლიციაში იჩივლა რის გამოც ლუსტიგი ევროპიდან შეერთებულ შატატებში გაიქცა. ამერიკაში მან იგივე საქმე გააგრძელა. ლუსტიგმა თვით ალ-კაპონესაც დასტყუა ფული. მან ცნობილ განგსტერს საქმეში 50 000 დოლარი ჩაადებინა. ეს ფული რამდენიმე თვე უძრავად ედო სეიფში. შემდეგ მივიდა ალ კაპონესთან და უთხრა რომ საქმე ჩაიფუშა. განგსტერი ამაზე ბუნებრივია გაცოფდა და მას მოკვლა დაუპირა , მაგრამ სწორედ ამ მომენტში ლუსტიგმა მას ჩადებული თანხის უკან დაბრუნება შესთავაზა და ის სეიფში ჩადებული ფული უკან დაუბრუნა. ალ კაპონეს ეს ფული დაკარგული ეგონა და როცა დაინახა, რამდენიმე ათასი დოლარი ლუსტიგს აჩუქა ჯილდოს სახით. თაღლითსაც სწორედ ეს ქონდა გათვლილი.

ვიქტორ ლუსტიგი საბოლოოდ 1936 წელს დააპატიმრეს და 11 წლის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close